Friday, April 15, 2011

მოსახლეობის ტოტალური სოციალური დაუცველობის ფონზე სადაზღვევო სისტემა ერთადერთი მექანიზმია,რომელმაც ნაწილობრივ მაინც შეიძლება დაფაროს არსებული რისკები

    ჯანმრთელობის დაცვის,სიბერის და ა.შ. სადაზღვევო სისტემა დღეს წამყვანია და ყველაზე უფრო რაციონალური უზრუნველყოფის არსებულ მექანიზმებს შორის.დღეს სადაზღვევო სისტემა ყველაზე უფრო განვითარებულია სკანდინავიის ქვეყნებში,საფრანგეთში,შვეიცარიაში,ბელგიაში და ა.შ.,ანუ იმ ქვეყნებში,სადაც ტრადიციულად ძლიერია პროფკავშირული მოძრაობა,რის გამოც თანამედროვე სადაზღვევო სისტემა მთავრობასა და პროფკავშირებს შორის მიღწეული კონსესუსის შედეგია.
      ამ ქვეყნებში ტრადიციულად არსებობს სადაზღვევო სისტემა სამი პარალელური და ერთმანეთის შემავსებელი მიმართულება:
   1.სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევა;
   2.ნებაყოფლობითი სიბერის დაზღვევა;
   3.კერძო დაზღვევა.
     თანამედროვე სადაზღვევო სისტემის 60 წლის გამოცდილებამ ნათლად ცხადყო,რომ თუ სავალდებულო სადაზღვევო ფონდს სახელმწიფო აკონტროლებს,ეს ფონდი,როგორც წესი,კორუმპირებული და არაქმედითუნარიანია.ამიტომ,მაგალითად, საფრანგეთში სავალდებულო სადაზღვევო ფონდს პროფკავშირები აკონტროლებს.
     სადაზღვევო ფონდი,თეორიულად მაინც საერთო ეროვნული საკუთრებაა.თუ ერთი კომპანია მას ჯეროვნად ვერ მართავს,ფონდი სხვა კომპანიას უნდა გადაეცეს.ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული,თუ კონტროლის რა მექანიზმებს შეიმუშავებს სახელმწიფო და რამდენად აქტიურად ჩაერთვება ფონდის მონიტორინგში სამოქალაქო საზოგადოება.
      სადაზღვევო ბაზარი დღეს მართლაც სწრაფი ტემპით ვითარდება.ეს გასაგებიცაა:არსებული ეკონომიკური სიდუხჭირის პირობებში,მოსახლეობის ტოტალიტარული სოციალური დაუცველობის ფონზე სადაზღვევო სისტემა ერთადერთი მექანიზმია,რომელმაც ნაწილობრივ მაინც შეიძლება დაფაროს არსებული რისკები.
     კარგად უნდა გვესმოდეს,რომ სადაზღვევო კომპანია-საქველმოქმედო ორგანიზაცია არ არის,დაზღვევა-ბიზნესის ისეთივე სახეობაა,როგორც,მაგალითად,საბანკო საქმე.
     ყველაზე მთავარი მოსახლეობის ნდობის მოპოვებაა.მოქალაქემ უნდა იცოდეს,რომ მისი ფული აუგად არ იქნება გამოყენებული,რომ თუ მას დასჭირდა სადაზღვევო კომპანია მის გვერდით დადგება,რომ მას გაკოტრება არ ემუქრება,რომ რისკები გადაზღვეულია მსოფლიოს უმსხვილეს სადაზღვევო კომპანიებში.
     არსებული მონაცემებით,დღეს საქართველოს ბანკებში ფულადი სახსრების 2 მილიარდ დოლარზე მეტია განთავსებული.სადაზღვევო საქმიანობის ჯეროვანი განვითარების შემთხვევაში,განსაკუთრებით კი ფინანსურად დაცული ქმედითუუნარობისა და სიბერის დაზღვევის სისტემის შემუშავების შემდეგ ამ ფულის სულ მცირე 40% სადაზღვევო კომპანიებში გადაინაცვლებს.

2 comments:

  1. საქართველოში სადაზღვევო სექტორი სწრაფი ტემპებით ვითარდება,მოსახლეობა ნელ-ნელა ათვითცნობიერებს,რომ დაზღვევა მისი ცხოვრების აუცილებელი ნაწილია.ისედაც რთული ცხოვრების პირობების ფონზე არსებული რისკების მინიმუმამდე დაყვანა მშვიდად ყოფნის გარანტიად იქცა.ვინც თავის თავზე გამოსცადა ჯანმრთელობის,ავტომანქანის ან ქონების დაზღვევის ხიბლი,ის რა თქმა უნდა ამ ფუფუნებისგან უარს ვეღარ იტყვის.თუმცა,დაზღვევა ფუფუნება ნამდვილად არ არის.ბაზარზე მოთამაშე სადაზღვევო კომპანიების შეთავაზებები საზოგადოების ყველა ფენისთვისაა ხელმისაწვდომი.სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე კი მაგალითად სახელმწიფო ზრუნავს.უმწეოთა პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში გამოყოფილი თანხები ტენდერის საფუძველზე გამარჯვებულ სადაზღვევო კომპანიებს გადაეცემათ,ისინი კი უმწეობის სამედიცინო დაზღვევის მომსახურებას უწევენ.უმწეოთა პროგრამაში ყველა მსხვილი სადაზღვევო სუბიექტი იღებს მონაწილეობას.2009 წლიდან იწყება სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი სამედიცინო დაწესებულებების სადაზღვევო სისტემაზე გადასვლაც,რაც ისედაც სწრაფად მზარდ სადაზღვევო ბაზარს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.ეს ყველაფერი კი იმ დროს ხდება,როდესაც სადაზღვევო სექტორში რამდენიმე მსხვილი მოთამაშე გამოიკვეთა,რომელთაგან აღნიშვნის ღირსია ევროპის დაზღვევის ლიდერის-ვენის სადაზღვევო ჯგუფის მფლობელობაში მყოფი დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაოს" სწრაფად ზრდის ტემპი.

    ReplyDelete
  2. ბანკები და ფინანსები,2011 N5,23თებერვალი-2მარტი,გვერდი 10.

    ReplyDelete