Thursday, April 7, 2011

სადაზღვევო კომპანია ''ალფა''

 
სადაზღვევო კომპანია ალფა
2009 წლის წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიში

Financial statements Year ended December 31, 2009 and independent auditors’ report
   ყოველდღიური ცხოვრება მუდმივად გვარწმუნებს დაზღვევის აუცილებლობასა და მნიშვნელოვნებაში. თანამედროვე საზოგადოება საჭიროებს შეხვდეს მშვიდად არასასიამოვნო მოულოდნელობებს, ხოლო ამ ყოველივეს მიღება შეუძლებელია სადაზღვევო პროდუქტის შეძენის გარეშე.

მოკლე ინფორმაცია "სადაზღვევო კომპანია ალფას" შესახებ   სადაზღვევო კომპანია ალფა დაარსდა 2009 წლის 2 ივნისს. დამფუძნებელი შპს “ავერსი–ფარმა.“ სადაზღვევო ბაზარზე იგი ერთადერთი სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც 100 %–ით  წარმოდგენილია ქართული კაპიტალით.
კომპანია გთავაზობთ შემდეგ სადაზღვევო პაკეტებს: • ჯანმრთელობის დაზღვევა;
• სიცოცხლის დაზღვევა;
• ავტო დაზღვევა;
• ქონების დაზღვევა;
• სამოგზაურო დაზღვევა.
   უახლოეს მომავალში იგეგმება პროფილის გაფართოება და საზოგადოებისათვის რამოდენიმე სახის ახალი სადაზღვევო პროდუქტის შეთავაზება.


   აღსანიშნავია, რომ კომპანია აქტიურად იყო ჩართული პედაგოგთა დაზღვევის 2009 წლის სახელმწიფო პროგრამაში და სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული პირობების გარდა, საჯარო სკოლის თანამშრომლებს დამატებით საკმაოდ მომხიბლავი მომსახურება შესთავაზა.
   შეიძლება აღინიშნოს, რომ  პედაგოგებისთვის განკუთვნილი "სადაზღვევო კომპანია ალფას" სამედიცინო დაზღვევის პაკეტი ერთ-ერთი საუკეთესოა ქართულ სადაზღვევო ბაზარზე.

   "სადაზღვევო კომპანია ალფა" აქტიურად არის ჩართული 2010 წლის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის, კომპაქტურ დასახლებებში მყოფი იძულებით გადაადგილებული პირების, მზრუნველობამოკლებული ბავშვების, სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრების, რუსთაველის პრემიის ლაურეატების სამედიცინი დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში.


2010 წლის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე პირებს "სადაზღვევო კომპანია ალფა" სთავაზობს:
სამედიცინო დაზღვევის პირობები
მომსახურებალიმიტიდაფარვა
ოჯახის/უბნის ექიმიულიმიტო100%
ამბულატორიული მომსახურებაულიმიტო100%
გადაუდებელი სტაციონარული მომსახურებაულიმიტო100%
გეგმიური სტაციონარული მომსახურება15 000 ლარი100%
ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია12  000 ლარი100%
მშობიარობა400 ლარი100%
დამატებით  სადაზღვევო კომპანია "ალფა" გთავაზობთ
100 ლარის მედიკამენტები (ავერსი რაციონალის ნაწარმი)ერთჯერადადუფასოდ
ფასდაკლება მედიკამენტებზე (ოჯახის ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტით)ულიმიტო50%
ფასდაკლება მედიკამენტებზე (რეცეპტის გარეშე)ულიმიტო14-20%
დიაგნოსტიკური მომსახურება (პოლისით გათვალისწინებული მომსახურების გარდა)ულიმიტო25%
ლაბორატორიული მომსახურება (პოლისით გათვალისწინებული მომსახურების გარდა)ულიმიტო20% 
გადაუდებელი სტომატოლოგია (ავერსის კლინიკა)ულიმიტო50%
გეგმიური სტომატოლოგია (ავერსის კლინიკა)ულიმიტო20%

"სადაზღვევო კომპანია ალფა" სთავაზობს ჯანმრთელობის და სიცოხლის დაზღვევას ფიზიკურ პირებს:
   სადაზღვევო პროგრამის მაღალი ხარისხი, კვალიფიციური სამედიცინო სერვისი, ოპტიმალური ფასი და მოქნილი სატარიფო სისტემა, საშუალებას მოგცემთ იზრუნოთ თქვენი კომპანიის თანამშრომელთა წარმატებულ და ჯანსაღ მომავალზე, იგრძნოთ თავი დაცულად მნიშვნელოვანი კორპორატიული   გადაწყვეტილებების მიღებისას და არ დააყენოთ საფრთხის ქვეშ თქვენი ორგანიზაცია.

სამედიცინო დაზღვევის პროგრამით გათვალისწინებული პირობები:
საინფორმაციო სამსახური:•  24 საათიან სატელეფონო-საინფორმაციო კონსულტაციას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და მიმდინარე სამედიცინო დაზღვევასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის ან პრობლემის წარმოქმნისას;
•  სამედიცინო მომსახურების ორგანიზება;
•  სრული და ოპერატიული ინფორმაცია სამედიცინო პროვაიდერების, მიმდინარე დაზღვევის პროგრამების შესახებ;
ტელეფონი: (8 22) 640 640

ოჯახის/პირადი ექიმის მომსახურება:
•  თითოეულ დაზღვეულზე ავადმყოფობის ანკეტა-ისტორიის შექმნა;
•  პირადი ექიმის კონსულტაციები;
•  საჭიროების შემთხვევაში ექიმის ვიზიტი ბინაზე;
•  დაზღვეულის ჯანმრთელობის მდგომარეობის უწყვეტი მონიტორინგი, ჩასატარებელი გამოკვლევების, მკურნალობის ხარისხისა და მიზანშეწონილობის კონტროლი; 
•  სამედიცინო რეკომენდაციები ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისთვის;
•  საჭიროების შემთხვევაში, სპეციალისტების კონსულტაციისა და ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული გამოკვლევების შესაბამისი მიმართვის მიცემა, მედიკამენტების შესაძენად რეცეპტის გამოწერა.

სასწრაფო სამედიცინო მომსახურება:•  სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გამოძახების ხარჯების ანაზღაურება 100%-ით
•  სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ბინაზე აღმოჩენა, დაზღვეულის შემთხვევის ადგილიდან შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში (საქართველოს ფარგლებში) ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურება.

    სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახების მიზნით, დაზღვეული ან სხვა დაინტერესებული პირი აკეთებს შეტყობინებას სადაზღვევო პოლისში მითითებულ საინფორმაციო ცენტრის ნომერზე, რომელიც თავის მხრივ, უზრუნველყოფს დაზღვეულის სამედიცინო დახმარების ორგანიზებას.
პროფილაქტიკური სამედიცინო შემოწმება:
   წელიწადში ერთხელ ავერსის კლინიკაში ჯანმრთელობის მდგომარეობის პროფილაქტიკურ, ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ შემოწმებას (ოჯახის ექიმის კონსულტაცია, სისხლის საერთო ანალიზი, სისხლში გლუკოზის განსაზღვრა, შარდის საერთო ანალიზი, ელექტროკარდიოგრაფია);


ავერსის კლინიკის ფილიალები:ქ.თბილისი:  ვაჟა ფშაველას ქ.  №27ბ;
                  ბოგდან/ხმელნიცკის ქ. №155/ა
                  თემქის დასახლება, 3 მ/რ, 3 კვარტალი, კორპუსი №43
                  რუსთავის გზატკეცილი 19, კორპუსი №2
ქ. მარნეული: 26 მაისის ქუჩა
ქ.რუსთავი: მესხიშვილის ქუჩა
ქ. ლანჩხუთი: ჟორდანიას ქ. N130
ქ. გორი: ცხინვალის გზატკ. №12

ამბულატორიული მომსახურება:
   სხვადასხვა პროფილის სპეციალისტების კონსულტაციის, ლაბორატორიული, ინსტრუმენტული გამოკვლევების, ამბულატორიულად ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციების ხარჯების ანაზღაურება.

ჰოსპიტალური მომსახურება:

   გეგმიური ან გადაუდებელი სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება ოჯახის ექიმის მიმართვის საფუძველზე (გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისას შესაძლებლობის ფარგლებში, მაგრამ შეტყობინება უნდა მოხდეს მომსახურების დაწყებიდან არანაკლებ 48 საათისა).

ორსულობა/მშობიარობის მომსახურება:
   ორსულობასთან დაკავშირებული გამოკვლევებისა და მკურნალობის, მშობიარობის ხარჯების ანაზღაურებას წლიური სადაზღვევო ლიმიტის გათვალისწინებით 10 დღის ვადაში.

მედიკამენტების ანაზღაურება:

   ავერსის კლინიკის ოჯახის ექიმის ან სპეციალისტის (ავერსის კლინიკის ოჯახის ექიმის მიერ მიმართული) მიერ დანიშნული მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურება წლიური ამბულატორიული ლიმიტის და თანაგადახდის გათვალისწინებით.
 იმ შემთხვევაში, როდესაც მკურნალობა დაზღვეულს დაენიშნა სხვა ექიმი-კონსულტანტის მიერ, სავალდებულოა, დაზღვეულმა დანიშნულება წარუდგინოს ოჯახის ექიმს, რის მიხედვითაც ოჯახის ექიმი გამოუწერს დაზღვეულს "ავერსში" წარსადგენ რეცეპტს, და შესაბამისად დაზღვეული გადაიხდის მხოლოდ თანაგადახდით გათვალისწინებულ თანხას წლიური ლიმიტის გათვალისწინებით.

გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება:
   კბილის მწვავე ტკივილის მოხსნა, კბილის ექსტრაქცია, როგორც ავერსის კლინიკაში, ასევე ავერსის კლინიკის გარეთ შესაბამისი სადაზღვევო ლიმიტისა და თანაგადახდის ფარგლებში.

გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურება:
   ავერსის კლინიკის ბაზაზე შემდეგი მომსახურებების ხარჯების ანაზღაურებას: კბილის დაბჯენა, მარტივი და გართულებული კარიესის მკურნალობა, პარადონტოზისა და ლორწოვანი გარსის დაავადების მკურნალობა, რენტგენოგრაფია.

სიცოცხლის დაზღვევა _ ითვალიწინებს:
   65 წელს ქვემოთ დაზღვეულის უბედური შემთხვევით ან ნებისმიერი ბუნებრივი მიზეზით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევაში მემკვიდრ(ებ)ისათვის (მოსარგებელთათვის) ფიქსირებული თანხის ანაზღაურებას.

ფიზიოთერაპია, ჰიდროთერაპია, მასაჟი, ფიტნესი, (ავერსის კლინიკა) ფასდაკლება:

   25%-იან ფასდაკლება სხვადასხვა მომსახურებასა და პროცედურებზე: ფიზიოთერაპია, ჰიდროთერაპია, მასაჟი, ფიტნესი და ა.შ.

სამომავლო  გეგმები:

   "სადაზღვევო კომპანია ალფა" თავის დაზღვეულებს მუდამ შესთავაზებს სიახლეებს და დიდ სასიამოვნო სურპრიზებს.

დაეზღვიეთ ალფაში და იყავით მშვიდად!

No comments:

Post a Comment