Thursday, April 7, 2011

სადაზღვევო კომპანია ''იმედი''

იმედი ელი ერთერთი ყველაზე სტაბილური და დინამიურად მზარდი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში. შეიძლება თამამად ითქვას, რომ კომპანიის მრავალწლიანი ისტორიის მანძილზე ის წარმატებით ახორციელებს დასახულ სტრატეგიას და ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას ქართულ სადაზღვევო ბაზარზე.
ამ ხნის განმავლობაში მკაფიოდ ჩამოყალიბდა ბრენდი იმედი ელი, რაც უცილობლად დაზღვევის საუკეთესო ხარისხსა და უმაღლესი დონის ფინანსურ გარანტიებს გულისხმობს.

სს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია "იმედი ელი" დაარსდა 1995 წელს.
1996–1997 წლებში "იმედი ელი" აქტიურად იღებდა მონაწილეობას საქართველოში დაზღვევის შესახებ კანონის პირველი საკანონმდებლო ბაზის შემუშავებაში. ასევე, "იმედი ელი" არის საქართველოში პირველი სადაზღვევო ასოციაციის დამფუძნებელი.
1998 წლიდან კომპანიის აქციონერს წარმოადგენდა გერმანიის ერთერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტი "ESG Re (European Specialty Group Reinsurance)", რამაც განაპირობა "იმედი ელის" ყველაზე მაღალი კაპიტალიზაციის დონე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე.

ამ პერიოდიდან კომპანიამ შექმნა ძლიერი გუნდი, დაამყარა ბიზნეს ურთიერთობები მსოფლიოს წამყვან გადამზღვევ კომპანიებთან, საფუძველი ჩაუყარა "იმედი ელის" რეგიონალური ფილიალების ფართო ქსელს, შეიძინა პირველი უმსხვილესი კლიენტები.

2003 წლიდან კომპანიის დაზღვეულებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ექსკლუზიურად ემსახურება უმსხვილესი საერთაშორისო სამედიცინო ასისტანსი "International SOSTM."
2004 წლიდან "იმედი ელის" ყოველწლიური აუდიტორული შემოწმება ხორციელდება საერთაშორისო აუდიტორული კომპანია "BDO"-ს მიერ.
2005 წლიდან დღემდე "იმედი ელი" საქართველოში მოქმედი ერთადერთი სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც სერტიფიცირებულია "Moody International"-ის მიერ და ფლობს ISO 9001:2008 საერთაშორისო სერთიფიკატს.
გვსურს გულახდილად განვაცხადოთ - ჩვენ ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამებში ბევრი რამ არასოდეს შეიცვლება, რადგან ვთვლით, რომ ძირითად პრინციპებსა და მიგნებებს ცვლილება მხოლოდ ავნებს. ვეცდებით არსებული მაქსიმალურად განვავითაროთ.
ამავე დროს ჩვენი ნოვაციები ყოველთვის სასიამოვნოდ გაგაოცებთ. არასოდეს გავყიდით იდეებს, არამედ ვეცდებით შევქმნათ მყარი ფუნდამენტი საზოგადოების სწორი სადაზღვევო ორიენტაციისათვის. ჩვენი აზრით ეს საუკეთესო გზაა წარმატებული პერსპექტივისაკენ – ეს ჩვენი პრინციპია.

"იმედი ელის" წინსვლისა და წარმატების ერთერთი წინაპირობა მედიცინის სფეროში წამყვანი პოზიციის მოპოვებაა. ჩვენ გთავაზობთ მომხმარებელზე ორიენტირებულ, მაღალი ხარისხის, ოპტიმალური ფასისა და გადახდის მოქნილი სისტემის სინთეზზე დამყარებულ ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტებს.

სტაბილურობა მომსახურებასა და ხარისხში არის ის კონკურენტული უპირატესობა, რასაც ჩვენი კომპანია სთავაზობს მომხმარებელს. ჩვენი ძალისხმევა მიმართულია სწორედ მაღალი ხარისხის სამედიცინო პროდუქტის შეთავაზებისკენ, რაც გულისხმობს:

• მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებულ სადღეღამისო სამედიცინო ასისტანსის "იმედი CARE" მომსახურებას;
• სამედიცინო კლინიკების შეუზღუდავ, თავისუფალ არჩევანს;
• ანაზღაურების მოქნილ და მოწერსიგებულ სისტემას, რაც გულისხმობს საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე თანხის მომენტალურ განაღდებას როგორც სათაო ოფისში ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვენი რეგიონალური წარმომადგენლობების მეშვეობით.
ადამიანთა წარმოდგენები მოვლენების შესახებ შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს. ასევე განსხვავდება ცხოვრების სტილი, რითმი, გართობის, დასვენების საშუალებები და შესაძლებლობები, თუმცა არასოდეს განსხვავდება ის რასაც ყველაზე მეტი დაცვა და გაფრთხილება ჭირდება - ეს ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა.

სიცოცხლის ვადიანი დაზღვევა მოიცავს:
ჩვენ გთავაზობთ სიცოცხლის ვადიან დაზღვევას ფიქსირებული თანხით და სიცოცხლის საკრედიტო დაზღვევას.
• სიცოცხლის ვადიან დაზღვევას ფიქსირებული თანხით
• სიცოცხლის საკრედიტო დაზღვევას

სადაზღვევო რისკებს წარმოადგენს დაზღვეულის გარდაცვალება როგორც უბედური შემთხვევის, ასევე ბუნებრივი მიზეზების შედეგად.

სიცოცხლის ვადიანი დაზღვევა ფიქსირებული თანხით

სიცოცხლის ვადიან დაზღვევაში სადაზღვევო თანხას წარმოადგენს წინაწარ დათქმული ფიქსირებული თანხა, რომლის განსაზღვრა ხდება სტანდარტული პარამეტრების (ასაკი, სქესი, წლიური შემოსავალი) მიხედვით. სადაზღვევო თანხა უცვლელია სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში.

სიცოცხლის საკრედიტო დაზღვევა

საკრედიტო ინსტიტუტების უმრავლესობისათვის სესხის გაცემის პირობას წარმოადგენს მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა სესხის თანხის ოდენობით.

პოლისით განსაზღვრული სადაზღვევო თანხა და ხანგრძლივობა ემთხვევა ფინანსური ინსტიტუტის მიერ განსაზღვრულ პირობებს (სესხის მთლიან მოცულობას და/ან ვადას.)

სიცოცხლის საკრედიტო დაზღვევაში სადაზღვევო თანხას წარმოადგენს დაზღვეულის დარჩენილი საკრედიტო დავალიანება.

მსესხებლის გადახდისუნარიანობასთან დაკავშირებული რისკის მინიმიზაციისთვის განხორციელებული დაზღვევა თავის მხრივ წარმოადგენს საუკეთესო დაცვას ოჯახისათვის, მარჩენალის გარდაცვალების შემთხვევაში მის მიერ საკრედიტო ვალდებულებების დასაფარად.
გაუთვალისწინებელმა გარეშე ფაქტორებმა მნიშნელოვანი საფრთხის წინაშე შეიძლება დააყენოს ნებისმიერი ჩვენგანის ქონებრივი მდგომარეობა. ასეთი მოვლენების ნეგატიური შედეგების თავიდან აცილების და დაუგეგმავი ფინანსური დანახარჯების მინიმუმამდე დაყვანის ყველაზე საუკეთესო და პროგრესული საშუალება ქონების დაზღვევაა.

ქონების დაზღვევა მოიცავს შემდეგი ტიპის ობიექტების დაზღვევას:
   • შენობა-ნაგებობები
   • ავეჯი და ინვენტარი
   • ელექტრონული და საოფისე ტექნიკა
   • სასაწყობო და სასაქონლო მარაგები
   • მანქანა-დანადგარები, ჩარხები და საწარმოო ხაზის სხვა შემადგენლები

დაფარული რისკებია:
   • FLEXA: ხანძარი, აფეთქება, მეხის დაცემა, საფრენი აპარატის ან მისგან გადმოვარდნილი საგნების დაცემა
   • სტიქიური უბედურებები: წყალდიდობა, შტორმი, ქარიშხალი, სეტყვა, ზვავი, თოვლის სიმძიმე, ქვების ვარდნა
   • მიწისძვრა
   • ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა
   • წყლით დაზიანება; დატბორვა
   • სხვადასხვა საგნების დაცემა
   • მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ვანდალიზმი
   • მინების მსხვრევა
   • მანქანის შეჯახება
ქონების დაზღვევის სადაზღვევო თანხის ოდენობა განისაზღვრება ქონების აღდგენითი ან საბაზრო ღირებულებით.

ბიზნესის წყვეტა

ნებისმიერი კომპანიის ერთ-ერთი უპირველესი საზრუნავი ბიზნესის უწყვეტი ციკლის შენარჩუნებაა. ზემოთჩამოთვლილი ობიექტების დაზღვევასთან ერთად თქვენ შეგიძლიათ დააზღვიოთ თქვენი ბიზნესის საქმიანობის უწყვეტი და თანმიმდევრული წარმართვა ქონების დაზღვევის ანალოგიური რისკებისგან. აღნიშნული დაზღვევა მინიმუმამდე ამცირებს საწარმოო პროცესის გაუთვალისწინებელი მიზეზებით შეჩერებით გამოწვეული ფინანსურ დანაკარგებს და საშუალებას გაძლევთ უმოკლეს ვადებში აღადგინოთ საწარმოო პროცესი.
შესაძლებელია შემდეგი ტიპის დაზღვებები:

   • მოგების დაზღვევა
   • შემოსავლების დაზღვევა
   • თვითღირებულების ხარჯების დაზღვევა
ავტომობილების რაოდენობის ზრდასთან ერთად საგრძნობლად გაიზარდა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევათა რაოდენობა. შესაბამისად, სულ უფრო აქტუალური ხდება ავტოტრანსპორტის დაზღვევა, რომელიც საშუალებას გაძლევთ თავიდან აიცილოთ თქვენს მფლობელობაში არსებული ავტოტრანპორტის დაზიანების/განადგურების, ავტომობილის მართვისას მძღოლის ან მგზავრების დაზარალების და სხვისი ქონების განადგურების შედეგად წარმოქმნილი ფინანსური დანახარჯები.

ჩვენი სადაზღვევო პროგრამები მაქსიმალურად არის მოიახლოვებული ევროპულ ავტოდაზღვევის პირობებთან.

ავტოდაზღვევის პროდუქტებს ვთავაზობთ როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე კორპორატიულ კლიენტებს, განსხვავებული საფასო პოლიტიკითა და პირობებით. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ განვადების სისტემით.

ავტოკასკო

ავტომობილის ფიზიკური დაზიანების შემთხვევაში ზიანის თანხა განისაზღვრება დაზიანებული ავტომანქანის აღდგენითი (შენაცვლებითი) ღირებულების ოდენობით, ხოლო სადაზღვევო პრემიის გადახდის გრაფიკი განისაზღვრება ინდივიდუალურად.

დაზღვეული რისკები:
• ავტომობილის დაზიანება ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად
• ხანძარი, აფეთქება, მეხის დაცემა, საფრენი აპარატის ან მისგან გადმოვარდნილი საგნების დაცემა
• სხვადასხვა საგნების დაცემა
• ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა
• ვანდალიზმი, მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებები

ავტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა

ავტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა ფარავს იმ ხარჯებს, რაც უკავშირდება დაზღვეული ავტომანქანის მიერ მესამე პირების სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.
სადაზღვევო პრემიის გადახდის გრაფიკი განისაზღვრება ინდივიდუალურად.

მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევა

ცვალებად სამყაროში რთულია გაუთვალისწინებელი რისკების ნეგატიურ შედეგებთან  გამკლავება. ასეთი მოვლენებისგან თავის დაცვა განსაკუთრებულ აუცილებლობას წარმოადგენს თქვენი ფინანსური სტაბილურობისთვის.  ტვირთების დაზღვევა საუკეთესო საშუალებაა ტვირთის ტრანსპორტირებისას წარმოშობილი მატერიალური და ფინანსური ზარალის თავიდან ასაცილებლად.

ტვირთს განეკუთვნება ნებისმიერი სახის მატერიალური ფასეულობა, რომელიც განკუთვნილია გადაზიდვისთვის, იმყოფება გადაზიდვის პროცესში, ან დროებით დასაწყობებულია გადატვირთვის პუნქტში.

ტვირთის (ტრანსპორტირების) დაზღვევა რეგულირდება საერთაშორისო სტანდარტებით, კერძოდ ლონდონის მზღვეველთა ინსტიტუტის დაზღვევის პირობებით. შესაბამისად, ჩვენი კომპანიაც გთავაზობთ ზემოთაღნიშნული პირობებით დაზღვევას, რაც ძირითადად მოიცავს:

ა) ლონდონის მზღვეველთა ინსტიტუტის ყველა რისკისგან დაზღვევის პირობას Institut Cargo Clauses (A);

ბ) ლონდონის მზღვეველთა ინსტიტუტის შეზღუდული პირობებით დაზღვევა Institut Cargo Clauses (C);

გ) "სრული ავარიის დაზღვევის პირობა"

ამ პირობებით დაზღვევას ექვემდებარება ტვირთის სრული ან ნაწილობრივი დაზიანება ან განადგურება შემდეგი მოვლენების შედეგად:

   • ხანძარი, აფეთქება, მეხის დაცემა; მათ შორის ხანძრის ჩასაქრობად გაწეული ზომების მიღების შედეგად.
   • სტიქიური უბედურებები (მიწისძვრა, ვულკანი, ქარიშხალი, ქარბორბალა, მეწყერი, ზვავი, თოვლის სიმძიმე,
     
წყალდიდობა, სმერჩი, ცუნამი, შტორმი);
   • წყლით დაზიანება (სატრანსპორტო საშუალებაში წყლის შეჭრა, დატბორვა)
   • სატრანსპორტო საშუალებების შეჯახება სხვა მოძრავ და უძრავ საგნებთან;
   • სატრანსპორტო საშუალების (გემის, ბორანის) თავთხელზე დარჩენა;
   • ხიდის ჩანგრევა, აფეთქება;
   • საზღვაო ხომალდის ყინულით დაზიანება;
   • ბორტიდან წყლით (ტალღით) გადარეცხვა, გადაგდება, საზღვაო ხომალდის დატბორვა;
   • გემის ან თვითმფრინავის გაუჩინარება;
  
• ჩატვირთვის, გადატვირთვის, გადმოტვირთვისას ან გემის საწვავით მომარაგებისას მომხდარი უბედური შემთხვევები;

სადაზღვევო თანხის ოდენობა განისაზღვრება ტვირთის საინვოისე ღირებულებით. დამზღვევის სურვილით, სადაზღვევო თანხად შეიძლება განისაზღვროს ტვირთის ღირებულებას დამატებული ტრანსპორტირების ხარჯი და 10%-იანი მოგება.

იმედი ელის სამოგზაურო დაზღვევა ითვალისწინებს საზღვარგარეთ განსაზღვრული ვადით ვიზიტის დროს,  გაუთვალისწინებელ დაავადებასთან ან უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებული ნებისმიერი ხარჯის ანაზღაურებას.
ჩვენი სამოგზაურო დაზღვევის მფლობელთათვის სამედიცინო მომსახურების მხარდაჭერას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს საერთაშორისო ასისტანსი International SOS, რაც აღნიშნული პროდუქტის მაღალი ხარისხის უპირობო გარანტია.

იმ შემთვევაში თუ თქვენთვის საჭირო გახდება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, საკმარისია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოთ "International SOS (R)" - "იმედი ელის" სამსახურს, სადაც მომსახურება 4 ენაზეა შესაძლებელი, მოპასუხეს გააცნოთ თქვენი პოლისის ნომერი, სახელი, გვარი და მიიღოთ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება.
გარდა ამისა, "International SOS(R)" - "იმედი ელის" სამსახურისგან დაზღვეულს შეუძლია მიიღოს შემდეგი სახის დახმარება:
• სატელეფონო სამედიცინო კონსულტაცია;
• ინფორმაცია სამედიცინო დაწესებულებების შესახებ;


• ინფორმაცია ვიზიტის ქვეყანაში დადგენილი ვაქცინაციის შესახებ;
• იურიდიული ფირმებისა და თარჯიმანთა ბიუროების დასახელებები და ტელეფონის ნომრები;
• კონსულტაცია ბარგის ან საბუთის დაკარგვის შემთხვევაში.

ამბულატორული მომსახურების საჭიროების შემთხვევაში თქვენი სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ "International SOS" - "იმედი ელის" სამსახურს, ან მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას და გადაიხადოთ მომსახურების ხარჯები. თქვენს მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურებისთვის აუცილებელია საქართველოში დაბრუნებისთანავე ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა კომპანია "იმედი ელის" სათაო ოფისში.

გახსოვდეთ, რომ საავადმყოფოში ნებისმიერი განთავსება აუცილებლად შეთანხმებული უნდა იყოს პოლისის მართვის საერთაშორისო სამსახურთან "International SOS". მოგზაურო პოლისის "Trip Travel"-ის მფლობელებს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ მიმართონ "International SOS(R)"-ის სადღეღამისო სამსახურს (ტელ: +(7 495) 937 64 54). აცნობონ პოლისის ნომერი, გვარი, და ისარგებლონ გადაუდებელი სამედიცინო დახმარებით დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.


გთხოვთ გაითავლისწინოთ, რომ 65 წელს გადაცილებულ დაზღვეულთათვის ანაზღაურდება გაწეული ხარჯების ნახევარი.
წლიური პოლისი მრავალჯერადი (მულტივიზით) მგზავრობისას ფარავს საზღვარგარეთ ყოფნის ჯამურ ვადას არაუმეტეს 90 დღისა, მათ შორის საზღვარგარეთ უწყვეტად, არაუმეტეს 60 დღის ვადით ყოფნისას.

კომპანია იღებს ვალდებულებას დაიბრუნოს გაყიდული პოლისი მხოლოდ საზღვარგარეთის ვიზის არმიღების შემთხვევაში. გთხოვთ, ამის შესახებ აცნობოთ კომპანიას პოლისში მითითებული პერიოდის დაწყებამდე მინიმუმ ერთი დღის ადრე, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებული პრეტენზიები არ მიიღება.

იმ შემთხვევაში, როდესაც სამედიცინო ჩვენებებზე დაყრდნობით აუცილებელია დაზღვეულთან იყოს მასთან მყოფი ერთი პირი ან გამოძახებულ იქნას ერთი პირი, კომპანია გადაიხდის დაზღვეულისა და მასთან მყოფი ერთი პირის სასტუმროსა და რეპატრიაციის ხარჯებს ან გამოძახებული პირის მგზავრობისა და სასტუმროს ზომიერ ხარჯებს.
საპენსიო დაზღვევა არის სადაზღვევო პროდუქტი, რომელიც წარმოადგენს სოციალური დაცვის უმაღლეს ფორმას, ფულის დაგროვების ყველაზე მარტივ და დახვეწილ საშუალებას, რაც დამსახურებული პენსიისა და უზრუნველი სიბერის გარანტიას იძლევა.

ჩვენი საპენსიო დაზღვევის ობიექტი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც იხდის საპენსიო შენატანს სქემით დადგენილი წესის თანახმად სქემის მონაწილის სასარგებლოდ. 

სადაზღვევო შენატანის პერიოდულობა განისაზღვრება საპენსიო დაზღვევის მოანაბრის სურვილის მიხედვით: ყოველთვიური, კვარტალური, წელიწადში ორჯერ, წლიური.

ასევე არჩევითია სადაზღვევო შენატანის ოდენობა (თვეში მინიმუმ 10 ლარი) და სადაზღვევო პრემიის შეთანხმებული თარიღი.

საპენსიო ანაზღაურების დაწყების თარიღი დგება საპენსიო ასაკიდან, რომელიც საქართველოში მოქმედი კანონის მიხედვით მამაკაცებისთვის არის 65 წელი, ხოლო ქალბატონებიოსთვის – 60 წელი;



IMEDI PENSION - ეს არის:

მუდმივი პენსია - რომელიც ეძლევა დაზღვეულს პენსიის გაცემის დაწყების თარიღიდან მის გარდაცვალებამდე;
პენსია განსაზღვრული ვადით - რომელიც ეძლევა დაზღვეულს პენსიის გაცემის დაწყების თარიღიდან გარკვეული ვადის განმავლობაში (არანაკლებ 5 წლისა);


ზემოთ მითითებული არჩევანი შეგიძლიათ შეცვალოთ პენსიის გაცემის დაწყებამდე.

საპენსიო ანაზღაურების დაწყების თარიღი განისაზღვრება საპენსიო ასაკის შესაბამისად, ხოლო საპენსიო შენატანების ვალუტა განისაზღვრება თქვენი არჩევანის შესაბამისად - ლარი, აშშ დოლარი ან ევრო.

1 comment:

  1. გამარჯობა, მოხარული ვარ, რომ ყურადღება მიაქციე, რომ სერიოზული სესხი მქონდა საკრედიტო კრედიტორთან, რომელმაც 10,000 ათასი ევრო გამოუყო
    კომპანია. დაუკავშირდით მას

    ელფოსტა: davidsovi125@gmail.com

    ReplyDelete