Tuesday, April 12, 2011

სადაზღვევო კომპანია''ირაო''

დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ”ირაო” საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი და სწრაფად განვითარებადი ორგანიზაციაა, რომელსაც ჰყავს სადაზღვევო საქმიანობაში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მენეჯმენტი.

კომპანიის მუშაობის ძირითადი პრინციპებია მომხმარებელთა მოთხოვნების მაქსიმალურად დაკმაყოფილება და ბიზნესის გრძელვადიანი ხედვა. სწორედ საქმისადმი ასეთმა მიდგომამ განაპირობა დროის მოკლე პერიოდში ”ირაოს” მნიშვნელოვანი წარმატება.

დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ”ირაო” გთავაზობთ მაღალი ხარისხის მომსახურებას ადგილობრივ ბაზარზე არსებულ დაზღვევის ყველა სახეობაში.

2007 წლის იანვრიდან დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ”ირაოს” სრულუფლებიან დამფუძნებელს და პარტნიორს წარმოადგენს Vienna Insurance Group (ვენის სადაზღვევო ჯგუფი), რომელსაც გააჩნია ფართო საფინანსო ქსელი დსთ–ს და ევროპის ქვეყნებში.
თავის მხრივ Vienna Insurance Group–ი ევროპის ეკონომიკური საბჭოს წევრ ქვეყნებში სადაზღვევო საქმიანობაში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ინვესტორს წარმოადგენს.
ამავე დროს მოგახსენებთ, რომ დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ”ირაო”საქართველოს ტერიტორიაზე წარმოადგენს AIOC-ს, ბაქო-თბილისი-ჯეიხანის (BTC), სამხრეთ კავკასიის (SCP) მილსადენის ექსკლუზიურ მზღვეველს.
 


ჩვენი კლიენტები
ბეჭდვა


                
 
     
 
 
                            
 
 
       
 
 
         
 
 
       
 
 

                          
 
 
 
  კონტაქტი
ბეჭდვა
მისამართი: ა.ყაზბების ქ. 46
ტელ: 949; 949 111
მობ: 877 949 949
ფაქსი: 36 93 92
E-mail: office@irao.geელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს

 
ფიზიკურ პირთათვის
ბეჭდვა
მშვიდი ცხოვრებისთვის
ჩვენი უმთავრესი კორპორატიული პრინციპი არის სოციალური პასუხისმგებლობა. სწორედ ეს არის ის ფაქტორი, რაც ჩვენს საქმიანობაში მოტივაციას გვიწევს და საზოგადოების კეთილდღეობისთვის, უსაფრთხოებისთვის და მშვიდი ცხოვრებისთვის აუცილებელი წინაპირობების შექმნაში გვეხმარება.
დაარსების დღიდან დღემდე და ყოველთვის, ჩვენ ვზრუნავთ და ვიზრუნებთ იმაზე, რომ გადავაჭარბოთ თქვენს მოლოდინს, დაკავშირებულს მომსახურების მაღალი სტანდარტების მიწოდებასთან, რათა კიდევ უფრო დაიხვეწოს სადაზღვევო პროდუქტები თქვენთვის და რაც მთავარია გაიზარდოს ნდობის ფაქტორი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის მომხმარებლებთან ურთიერთობისას.
მუდმივად მზად ვართ გავითვალისწინოთ თქვენი რჩევები თუ შენიშვნები. მხოლოდ თქვენი დახმარებით გვსურს მივაღწიოთ მომსახურების ხარისხის მაქსიმალურ დონეს, ოპერატიულად და კეთილსინდისიერად მოვაგვაროთ ნებისმიერი საზარალო სიტუაციები.
უმორჩილესად გთხოვთ თქვენც მიიღოთ მონაწილეობა ჩვენი კომპანიის პოლიტიკის გატარებაში და ერთად განვავითაროთ დაზღვევის, მშვიდი ცხოვრების კულტურა.
  ავტოტრანსპორტის დაზღვევა
ბეჭდვა
       დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ,,ირაო’’ მომხმარებელს ავტოდაზღვევის უპრეცედენტო პირობებს სთავაზობს
,,ირაომ’’ კორპორატიული გაყიდვების პარალელურად საცალო ბაზარზე მოღვაწეობა გააქტიურა და მომხმარებელს ავტოდაზღვევის სრულიად განსხვავებული პირობები შესთავაზა. ავტოდაზღვევის ახალი პროდუქტი ინდივიდუალური პირებისათვის, მომხმარებლის ინტერესებისა და მოთხოვნების საფუძველზეა შემუშავებული. „ირაოს“ მიერ წარმოდგენილი ავტოდაზღვევის ახალი პროდუქტი უპრეცენდენტოდ დაბალი ფასებით გამოირჩევა, რაც ხელმისაწვდომს ხდის მას ყველა დაინტერესებული პირისათვის.


        დაფარული სადაზღვევო რისკები

 ავტოტრანსპორტის ან მისი ნაწილების დაზიანება/განადგურება გამოწვეული:
     ·          ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად;
     ·          ხანძრი, აფეთქების, მეხის და სხვადასხვა საგნის დაცემის შედეგად;
     ·          სტიქიური უბედურებების (მიწისძვრის ჩათვლით)შედეგად;
     ·          ვანდალიზმის შედეგად;
     ·          ავტოტრანსპორტის ან მისი ცალკეული დეტალების (სარკეების, მინებისა და ე.წ. „კანტების“) და აქსესუარების ქურდობა, ძარცვა ყაჩაღობა;
       სადაზღვევო ტარიფი:  4.5 %
       ქალბატონების საკუთრებაში  ან სარგებლობაში არსებული ავტოტრანსპორტის დაზღვევის  ტარიფი: 3.6 %
      ფრანშიზა:
     ·          ავტოტრანსპორტის დაზიანების რისკებისათვის  – ზიანის 7% მინიმუმ 200 ლარი;
     ·          ავტოტრანსპორტის ან მისი ცალკეული დეტალების და აქსესუარების ქურდობა, ძარცვა,  ყაჩაღობისას – სადაზღვევო თანხის 3 %;
     ·          ავტოტრანსპორტის სრული განადგურების შემთხვევაში – სადაზღვევო თანხის 15%;
 ავტოტრანსპორტის დაზღვევის პროგრამა ითვალისწინებს შემდეგ დამატებით მომსახურებებს 
     ·          საცალო გაყიდვების მენეჯერის ადგილზე მომსახურება
     ·          დაზღვევის მაქსიმალური დაფარვის ზონა – მთელი მსოფლიო
     ·          24 საათიანი ასისტანსი  
     ·          უფასო ლაფეტის (ევაკუატორის) მომსახურება
     ·          ბონუსი უზარალო წელიწადზე 
     ·          ირაო, პარტნიორ კომპანიასთან ერთად, გთავაზობთ ფასდაკლებას გატაცების საწინააღმდეგო   თანამგზავრული სისტემების დამონტაჟებაზე
·          დაზარალებული მესამე პირის ირაოს პროვაიდერ კლინიკაში რეანიმობილით რეპატრიაცია

ამასთან ,,ირაო,“ უპრეცენდენტოდ საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე 21 წლამდე მძღოლებს  შესაძლებლობას აძლევს დააზღვიონ ავტომობილი.

     თქვენი სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობის და უბედური შემთხვევისგან დაზღვევა,      რომელიც შემდეგი ტარიფებით:
მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა:
     ·          5 000 აშშ დოლარი – 50 აშშ დოლარი
     ·          10 000 აშშ დოლარი – 90 აშშ დოლარი
     ·          20 000 აშშ დოლარი – 110 აშშ დოლარი

მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევა:
     ·          5 000 აშშ დოლარი – 15 აშშ დოლარი
     ·          10 000 აშშ დოლარი – 20 აშშ დოლარი
     ·          20 000 აშშ დოლარი – 30 აშშ დოლარი

კომპანია ირაო–ვენის სადაზღვევო ჯგუფი – უზრუნველყოფს მომსახურების სანდოობას და მაღალ ხარისხს და მომავალშიც განაგრძობს თქვენი ინტერესების კვალდაკვალ მრავალი სიახლე შემოგთავაზოთ

ქონების დაზღვევა
ბეჭდვა
დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო" გაძლევთ შესაძლებლობას დააზღვიოთ:

§  ქონება (ბინა, საცხოვრებელი სახლი, აგარაკი, ავეჯი, ტექნიკა, ძვირფასი ნივთები და ა.შ.)
§  მესამე პირთა მიმართ ქონებრივი პასუხისმგებლობა 


ირაო ბინა

დაზღვევის ობიექტი:
§   საცხოვრებელი ფართები მრავალბინიან შენობებში (ბინები; ოთახები და სხვა ამდაგვარი), მათი განუყოფელი კონსტრუქციული ელემენტების, შიდა მოპირკეთების და საინჟინრო მოწყობილობის ჩათვლით.
§   ცალკე საცხოვრებელი სახლების და ნაგებობების შიდა მოპირკეთება, აივნების, ლოჯების და საინჟინრო მოწყობილობის ჩათვლით. ასევე ჩაშენებული ავეჯი.
§   ნაგებობების და საცხოვრებელი სახლების საინჟინრო მოწყობილობაში, ამ პირობებთან შესაბამისობაში იგულისხმება: სანიტარულ-ტექნიკური და გასათბობი მოწყობილობები, გაზის და ელექტრონული ქურები, ელექტრონული მრიცხველები, ელექტროგაყვანილობა, სატელევიზიო და სატელეფონო კაბელები.
§   საოჯახო ქონება, რომელიც შეიცავს: საოჯახო ნივთებს და საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნებს, რომლებიც გამოიყენება საკუთარ მეურნეობაში (ავეჯი; საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ა.შ.)



სადაზღვევო რისკები:

§  ხანძარი, აფეთქება, მეხის დაცემა
§  ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა
§  სტიქიური უბედურებები
§  მექანიკური დაზიანებები (ფანჯრის მინების, სარკეების, ვიტრინების და სხვა შუშის ნაწილების მსხვრევა. მფრინავი ობიექტების ან მათი ნაწილების დაცემა, სატრანსპორტი საშუალებათა შეჯახება)
§  წყლით დაზიანების რისკი
§  ბოროტგანზრახული ქმედება



ირაო აგარაკი

დაზღვევის ობიექტი:

§  სააგარაკო, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობანი, განუყოფელი კონსტრუქციული ელემენტების, მოპირკეთების და საინჟინრო მოწყობილობების ჩათვლით.
§  ცალკე საცხოვრებელი სახლების და ნაგებობების შიდა მოპირკეთება, აივნების, ლოჯების და საინჟინრო მოწყობილობის ჩათვლით. ასევე ჩაშენებული ავეჯი.
§  ნაგებობების და საცხოვრებელი სახლების საინჟინრო მოწყობილობაში, ამ პირობებთან შესაბამისობაში იგულისხმება: სანიტარულ-ტექნიკური და გასათბობი მოწყობილობები, გაზის და ელექტრონული ქურები, ელექტრონული მრიცხველები, ელექტროგაყვანილობა, სატელევიზიო და სატელეფონო კაბელები.
§  საოჯახო ქონება, რომელიც შეიცავს: საოჯახო ნივთებს და საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნებს, რომლებიც გამოიყენება საკუთარ მეურნეობაში (ავეჯი; საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ა.შ.)
 

სადაზღვევო რისკები:

§  ხანძარი, აფეთქება, მეხის დაცემა
§  ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა
§  სტიქიური უბედურებები
§  მექანიკური დაზიანებები (ფანჯრის მინების, სარკეების, ვიტრინების და სხვა შუშის ნაწილების მსხვრევა. მფრინავი ობიექტების ან მათი ნაწილების დაცემა, სატრანსპორტი საშუალებათა შეჯახება)
§  წყლით დაზიანების რისკი
§  ბოროტგანზრახული ქმედება



სადაზღვევო ტარიფი: 0,2%-დან
ფრანშიზა:
თითოეული ობიექტისათვის დგინდება ინდივიდუალური მიდგომით და ადგილობრივ ბაზარზე არსებულ ფრანშიზებს შორის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანია.


დამატებითი პროდუქტი:
პასუხისმგებლობა მესამე პირის წინაშე

ყველა დაზღვეული საჩუქრად მიიღებს კომპლექსური ფასდაკლების ბარათს!
ქონების დაზღვევის შემთხვევაში თქვენ დაცული ხართ ფინანსური ზარალისგან. ეს ბარათი კი უფრო მეტის დაზოგვის საშუალებას გაძლევთ!
  სამოგზაურო დაზღვევა
ბეჭდვა
დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო" გთავაზობთ:
§  მოგზაურთა უბედური შემთხვევისგან და ავადმყოფობისგან დაზღვევას
§  ბარგის დაზღვევას
§  მულტიპოლისს
ყველაზე ხელსაყრელი პირობებით.


რას ითვალისწინებს სამოგზაურო დაზღვევა?
საზღვარგარეთ ყოფნისას გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას და შესაბამისი ხარჯების ანაზღაურებას.


რას ითვალისწინებს ბარგის დაზღვევა?
ზიანის ანაზღაურებას ბარგის დაკარგვის შემთხვევაში.


რას ითვალისწინებს მულტიპოლისი?
6 თვის ან 1 წლის განმავლობაში სადაზღვევო პოლისით სარგებლობა თქვენთვის ხელსაყრელი გადანაწილებით.

დამატებითი მომსახურება: 24 საათიანი ასისტანსი


სამოგზაურო დაზღვევა

სამოგზაურო დაზღვევის შეძენის შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნებით:
§  გადაუდებელი სტაციონალური მომსახურებით
§  გადაუდებელი ამბულატორული მომსახურებით
§  გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურებით
§  გადაუდებელი ოფთალმოლოგიური მომსახურებით
§  რეპატრიაციით


რა ღირს დაზღვევა საზღვარგარეთ გატარებულ ყოველ დღეზე?
1 ლარი


სადაზღვევო ლიმიტი
$10 000
$30 000
$50 000
€50 000
ქვეყნები
რუსეთი, დსთ
პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი
ყველა დანარჩენი
მოთხოვნის შემთხვევაში


ბარგის დაზღვევა


ეს პაკეტი უზრუნველყოფს:
ავიაკომპანიის მიერ ბარგის დაკარგვის შემთხვევაში ზარალის 2 დღეში ანაზღაურებას

რა ღირს წინამდებარე დაზღვევა?
სადაზღვევო თანხა (პასუხისმგებლობის მაქს. ლიმიტი)$5005 ლარი
$150*7 ლარი
        * ანაზღაურების მარტივი და სწრაფი პროცედურა
მულტიპოლისი


რას გულისხმობს მულტიპოლისი?
თუ თქვენ წლის განმავლობაში ხშირად გიწევთ უცხოეთში გამგზავრება, მულტიპოლისის შეძენის შემთხვევაში შესაძლებლობა გექნებათ მთელი ან ნახევარი წლის განმავლობაში გქონდეთ სადაზღვევო პოლისი და არ მოგიწევთ ყოველი მგზავრობის წინ ახალი სამოგზაურო პოლისის აღება.
თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ 6 თვიანი მულტიპოლისი, რომელიც გულისხმობს ამ პერიოდის განმავლობაში 45 სადაზღვევო დღეს ან 1 წლიანი მულტიპოლისი, რომელიც 90 დღიან დაზღვევას მოიცავს. პერიოდის განმავლობაში შეგიძლიათ სადაზღვევო დღეები თქვენი სურვილისამებრ გაანაწილოთ.

რა ღირს მულტიპოლისი?
მულტიპოლისის ღირებულებაა 1 ლარი დღეში.6 თვიანი - 45 ლარი. 1 წლიანი 90 ლარი.
   იურიდიულ პირთათვის
ბეჭდვა
დაზღვევა წარმატებისთვის
ბიზნესის დაზღვევა წარმატების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, სწორად შერჩეული დაზღვევა ამცირებს რისკის ალბათობას და აადვილებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს.
დაზღვევის კატეგორია დამოკიდებულია თქვენს ბიზნეს-საქმიანობაზე, თუმცა არსებობს დაზღვევის ისეთი უნივერსალური სახეობები, რომლებიც თითქმის ნებისმიერი ტიპის ბიზნესს შეესაბამებიან: თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევა, ქონების დაზღვევა, ფინანსური რისკების დაზღვევა და სხვა.
არ არსებობს კომპანია, რომელიც გარემო ფაქტორებს აკონტროლებს და შესაბამისად ყოველთვის ჩნდება იმის რისკი, რომ ეს ფაქტორები ორგანიზაციას ზიანს მიაყენებენ. ჩვენ გაძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ მართოთ თქვენი რისკები და ამით განაპირობოთ თქვენი კომპანიის წინსვლა.
ამასთანავე გვინდა ავღნიშნოთ, რომ ჩვენ გამოვირჩევით ინდივიდუალური მიდგომით თითოეული კომპანიის მიმართ და ვადგენთ ექსკლუზიურად მორგებულ სადაზღვევო პროგრამებს.
ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ ვიქნებით თქვენი შუამავალი რისკებთან ურთიერთობისას.
  ავტოტრანსპორტის დაზვევა
ბეჭდვა
ავტოტრანსპორტის (ავტო-კასკო) დაზღვევ
წარმოდგენილი ავტოტრანსპორტის დაზღვევის პროგრამის ფარგლებში თქვენი ავტოტრანსპორტი მთელი წლის განმავლობაში დაცული იქნება ექსპლუატაციის პროცესში წარმოშობილი ფინანსური და ტექნიკური პრობლმებისაგან. ამავე დროს, ”ირაო” უზრუნველყოფს თქვენს სამუშაო ადგილის მიხედვით მომსახურებას და პოლისირებას.
დაზღვევის ობიექტი:
კომპანიის და ან მის თანამშრომელთა პირად საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული ავტოტრანსპორტი
სადაზღვევო რისკები
  1. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტოტრანსპორტის ან მისი ნაწილების დაზიანება; მესამე პირის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ხანძარი, აფეთქება, მეხისა და სხვადასხვა საგნის დაცემა
  2. ავტოტრანსპორტის ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა; სრული განადგურება
  3. მესამე პირის წინაშე დაზღვეულის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა - ითვალისწინებს ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციის პროცესში დაზღვეულის პასუხისმგებლობის დაზღვევას მის მიერ მესამე პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანისათვის
  4. მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისაგან დაზღვევა
დაზღვევის პირობები - CASCO
სადაზღვევო პაკეტი
სადაზღვევო ტარიფი
3,8%
# სადაზღვევო რისკი
ფრანშიზა
A.
ავტოსაგზაო შემთხვევის, ხანძრის, მეხის დაცემის, აფეთქების, სხვადასხვა საგნების დაცემის, მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედების რისკებისათვის
ზიანის ოდენობის 7 %, მინიმუმ
90 აშშ დოლარი
B.
ქურდობა და სრული განადგურების რისკისათვის
სადაზღვევო თანხის 10%






მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისაგან დაზღვევა
ანაზღაურების ლიმიტები
სადაზღვევო
პრემია
D.
5 000 აშშ. დოლარი
10 აშშ. დოლარი
10 000 აშშ. დოლარი
15 აშშ. დოლარი
20 000 აშშ. დოლარი
30 აშშ. დოლარი




ნულოვანი ფრანშიზა
დაზღვევის პირობები - მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობა დაზღვევა
ანაზღაურების ლიმიტები
სადაზღვევო
პრემია
C.
5 000 აშშ. დოლარი
50 აშშ. დოლარი
10 000 აშშ. დოლარი
90 აშშ. დოლარი
20 000 აშშ. დოლარი
100 აშშ. დოლარი
ნულოვანი ფრანშიზა
ავტოტრანსპორტის დაზღვევის პროგრამა ითვალისწინებს
შემდეგ დამატებით მომსახურებებს
  1. 24 საათიანი ასისტანსი
  2. უფასო ლაფეტის (ევაკუატორის) მომსახურება
  3. ბონუსი უზარალო წელიწადზე
  4. ირაო, პარტნიორ კომპანიასთან ერთად, გთავაზობთ ფასდაკლებას გატაცების საწინააღმდეგო თანამგზავრული სისტემების დამონტაჟებაზე
ზარალის ანაზღაურების წესი დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ”ირაო” იღებს ვალდებულებას სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, როდესაც ამ უკანასკნელის არსებობა ეჭვს არ იწვევს და შესაბამისად არ საჭიროებს საგამოძიებო ღონისძიებების გატარებას, ზარალის დარეგულირება მოახდინოს უმოკლეს ვადებში, და სადაზღვევო ანაზღაურება გასცეს სადაზღვევო აქტის შედგენიდან 24 საათში.
გადაზღვევის პროგრამა, მსოფლიოს წამყვან გადამზღვეველ კომპანიებში, უზრუნველყოფს ჩვენი სადაზღვევო დაცვის საიმედოობას.

ქონების დაზღვევა
ბეჭდვა
წარმოდგენილი ქონების დაზღვევის პირობები შემუშავებულია შპს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ”ირაო”-ს მიერ, შესაბამისობაშია მსოფლიოს წამყვანი სადაზღვევო კომპანიების ქონების დაზღვევის პირობებთან და ითვალისწინებს, დამზღვევის ქონებრივი ინტერესების დაზღვევას, რომელიც დაკავშირებულია, მის საკუთრებაში, ან კანონიერ მფლობელობაში, სარგებლობაში (მესამე პირთა მიერ კანონიერი საფუძვლით გადაცემული) არსებული ქონების ფლობასთან, სარგებლობასთან და განკარგვასთან.

დაზღვევას ექვემდებარება და შესაბამისად დაზღვევის ობიექტს წარმოადგენს თქვენს კანონიერ საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული ქონება:
• შენობები, ნაგებობები, ცალკეული ფართი შენობაში, კაბინეტები, ოფისები, საამქროს ლაბორატორიები, საწყობები, საცავები,
• მოწყობილობა/კომუნიკაცია, სისტემები, მანქანა - დანადგარები; აპარატები, ჩარხები, ინვენტარი ავეჯი, ორგტექნიკა, საყოფაცხოვრებო ელექტრო მოწყობილობები. საწარმოო ტექნიკური დანიშნულების მექანიზმები,
• პროდუქცია, საქონელი, მარაგები,
• ფანჯრის მინები, სარკეები ვიტრინები.

სადაზღვევო რისკები:

• ხანძარი, მეხის დაცემა, აფეთქება, მფრინავი ობიექტების ან მათი ნაწილების დაცემა.
• შტორმი, გრიგალი, ქარიშხალი, წყალდიდობა, სეტყვა, გრუნტის დაჯდომა, მეწყერი, ზვავი, თოვლის ჩამოშლა
• წყალგაყვანილობის სისტემიდან გამონადენი წყლით დაზიანება, წყლის ან ნავთობის ამოხეთქვა ან გამოჟონვა ტანკერებიდან ან მილებიდან
• მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, სატრანსპორტო საშუალებათა შეჯახება, ფიქსირებული მინის დაზიანება
• მიწისძვრა და მიწისქვეშა ცეცხლის მოქმედება

სადაზღვევო ტარიფის სიდიდე
სპეციალურად თქვენთვის - სადაზღვევო თანხის 0,11% - დან.

ფრანშიზა - თითოეული ობიექტისათვის დგინდება ინდივიდუალური მიდგომით და ადგილობრივ ბაზარზე არსებულ ფრანშიზებს შორის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანია.

დამატებით გთავაზობთ ქონებრივი რისკებით გამოწვეული, რენტის მიუღებლობისა და საქმიანობის შეჩერების შემთხვევაში, ფინანსური ინტერესების დაზღვევას.

ზარალის ანაზღაურების წესი:
დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ”ირაო” იღებს ვალდებულებას სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, როდესაც ამ უკანასკნელის არსებობა ეჭვს არ იწვევს და შესაბამისად არ საჭიროებს საგამოძიებო ღონისძიებების გატარებას, ზარალის დარეგულირება მოახდინოს უმოკლეს ვადებში.

გადაზღვევის პროგრამა, მსოფლიოს წამყვან გამაზღვეველ კომპანიებში, უზრუნველყოფს ჩვენი სადაზღვევო დაცვის საიმედოობას.
 
ჯანმრთელობის დაზღვევა
ბეჭდვა
გვაქვს პატივი შემოგთავაზოთ ექსკლუზიურად თქვენი თანამშრომლებისათვის შემუშავებული სამედიცინო დაზღვევის პროგრამა.

სამედიცინო დაზღვევის პროგრამით გათვალისწინებული პირობები:

ასისტანსი - ითვალისწინებს სადღეღამისო სატელეფონო კონსულტაციას, სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას. ასისტანსის სამსახურის მეშვეობით მიიღებთ ინფორმაციას თქვენი სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული მომსახურებების მოცულობისა და სარგებლობის წესების შესახებ.

პირადი ექიმის მომსახურება - ზოგადი პრაქტიკის ექიმის პირველადი კონსულტაციები, პროფილაქტიკური გამოკვლევები, სამედიცინო მომსახურების ორგანიზება.
სასწრაფო სამედიცინო დახმარება - ითვალისწინებს სახელმწიფო გარანტიების დამატებით სასწარაფო სამედიცინო დახმარების ხარჯების ანაზღაურებას. დაზღვეულის რეანიმობილით ტრანსპორტირებას რეგიონებიდან ცენტრში.

პრევენციული გამოკვლევები - ითვალისწინებს პროფილაქიკურ სამედიცინო შემოწმებას პირადი ექიმის მიერ შედგენილი ინდივიდულაური გეგმის მიხედვით.

ჰოსპიტალიზაცია
- ითვალისწინებს ჰოსპიტალური მომსახურების ორგანიზებას, დაზღვეულის ურგენტული ან/და გეგმური ჰოსპიტალური მომსახურების იმ ხარჯების ანაზღაურებას, რაც დაზღვეულმა უნდა გადაიხადოს სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამით გათვალისწინებული გარანტიების დამატებით.

მშობიარობა/ორსულობა - ითვალისწინებს ორსულობის დროს ექიმის კონსულტაციის, ლაბორატორიული გამოკვლევების და სხვა აუცილებელი სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას. გარდა ამისა, ფიზიოლოგიური და არაფიზიოლოგიური მშობიარობის (მათ შორის საკეისრო კვეთა) ხარჯების ანაზღაურებას სახელმწიფო.

ამბულატორიული მომსახურება - კვალიფიცირებული სამედიცინო პერსონალის მომსახურება ვიწრო სამედიცინო სპეციალობების მიხედვით, ექიმის მიერ დანიშნული კლინიკური და პარაკლინიკური გამოკვლევები. გარდა ამისა, ამბულატორიული მომსახურება ითვალისწინებს პატრონაჟს, რაც გულისხმობს დაზღვეულისათვის ბინაზე სამედიცინო მომსახურების ორგანიზება და შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება სტაციონარის შემდგომ პერიოდში.

მედიკამენტები - ითვალისწინებს ირაოს ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების ღირებულების ანაზღაურებას.

სტომატოლოგია - ითვალისწინებს თერაპიული სტომატოლოგიური მომსახურების - (სტომატოლოგის კონსულტაცია, კბილის თერაპიული მკურნალობა, დაბჟენა, გაწმენდა, დიაგნოსტიკური რენტგენოგრაფია) და
გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურების
(გაუტკივარება, ექსტარქცია, დიაგნოსტიკური რენტგენოგრაფია) ხარჯების ანაზღაურებას.


უბედური შემთხვევისაგან დაზღვევა ითვალისწინებს :

- დაზღვეულის გარდაცვალებისას დაზღვეულის მიერ წინასწარ განსაზღვრულ პირს ან კანონერ მემკვიდრეს გადაეცემა სადაზღვევო პოლისით განსაზღვრული თანხა.
- სადაზღვევო პაკეტით განსაზღვრული ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში დაზღვეულის ქმედუნარიანობის მკვეთრად გამოხატული შეზღუდვისას (I ჯგუფის ინვალიდობა). მზღვეველი სადაზღვევო ანაზღაურებას მოსარგებლეს ან მის ოფიციალურ მეურვეს.

სადაზღვევო მომსახურების დაწვრილებითი აღწერილობა გაიცემა კოლექტიური დაზღვევის შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.


ტვირთების დაზღვევა
ბეჭდვა
ტვირთების დაზღვევის პროგრამა ითვალისწინებს ტვირთების გადაზიდვისას, მისი სრული ან ნაწილობრივი განადგურების შემთხვევაში, მისი ღირებულების ანაზღაურებას. დაზღვევა მოქმედებს ტვირთების როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტირებისას.

დაზღვევის ობიექტი - ნებისმიერი სახის ტვირთი, რომლის გადაზიდვაც ხორციელდება სხვადასხვა სახის ტრანსპორტით.

დაზღვევის პირობები - რეგულირდება კომპანიის ”ტვირთების დაზღვევის პირობებით” და ლონდონის მზღვეველთა ინსტიტუტის ტვირთის დაზღვევის პირობების (A) მუხლით.

სადაზღვევო რისკები:

ხანძარი, აფეთქება, მეხის დაცემა;
შეჯახება; საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა; გადაბრუნება; ჩაძირვა; ჩამოვარდნა;
ქურდობა, ძარცვა-ყაჩაღობა; მე-3 პირთა სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები (განზრახ ან გაუფრთხილებლობით დაზიანება);
სტიქიური უბედურებები
წინამდებარე რისკებით გამოწვეული ტვირთის მთლიანი ან ნაწილობრივი განადგურება

ფრანშიზა: თითოეული ობიექტისათვის დგინდება ინდივიდუალური მიდგომით და ადგილობრივ ბაზარზე არსებულ ფრანშიზებს შორის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანია.
განსაკუთრებული პირობა: - ექსკლუზიურად თქვენთვის, ირაო იღებს ვალდებულებას გაითვალისწინოს გადამზიდველის პასუხიმგებლობით დამდგარი სადაზღვევო შემთხვევა, აღნიშნული განიხილოს როგორც დაზღვეული რისკი და მოახდინოს ზარალის დარეგულირება

სადაზღვევო დაფარვის არეალი - მოიცავს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას. გარდა გაერო-ს მიერ სანქცირებული ქვეყნებისა

დასაზღვევი ტვირთის შემთხვევაში, განაცხადი შეგიძლიათ გააკეთოთ უკვე ტრანსპორტირებაში არსებული ტვირთის შემთხვევაშიც, დანიშნულების ადგილიდან გამოსვლის 48 საათის განმავლობაში. თქვენგან საკმარისია მოწოდებულ იქნას შემდეგი ინფორმაცია: ტვირთის საინვოისე ღირებულება, გადამზიდველი კომპანია, შეფუთვის სახე, მარშრუტი

სადაზღვევო შემთხვევის შესახებ განცხადება თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში


  ფინანსური რისკების დაზღვევა
ბეჭდვა
ფინანსური რისკის დაზღვევა გულისხმობს კომპანიის ან ფიზიკური პირის საქმიანობიდან გამომდინარე მესამე მხარისადმი ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობის დაზღვევას ან საგარანტიო უზრუნველყოფას. ასევე ითვალისწინებს სახელმწიფოსადმი ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის დაზღვევას, მათ შორის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის წინაშე, გადამზიდველის მიერ,  სხვადასხვა ტიპის საქონლის (ტვირთის) ტრანზიტისას, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, (კანონი ძალაში შევიდა 2007 წლის 1 იანვრიდან) ფინანსური რისკების სავალდებულო წესით დაზღვევის ოპტიმალურ პირობებს.
ეს პროდუქტი ბანკების მიერ შეთავაზებული გარანტიების ალტერნატიული ვარიანტის სახით გვევლინება და ბევრად ხელსაყრელი და მოსახერხებელია კლიენტისათვის ფინანსური და ოპერატიულობის თვალსაზრისით.
ბანკებისაგან განსხვავებით ჩვენი კომპანია აღებული რისკის სანაცვლოდ არ ითხოვს უზრუნველყოფას გირავნობის ან იპოთეკის სახით.
ფინანსური რისკების დაზღვევის სახეობები
საბაჟო გარანტია 
დაფარული რისკები: საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით და ნორმატივებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა ან საბაჟო გადასახდელის გადაუხდელობა.
საგარანტიო მომსახურებებისაგარანტიო წერილი, რომელიც უზრუნველყოფს ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას.
საგარანტიო მომსახურებები

საგარანტიო წერილი, რომელიც უზრუნველყოფს ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას.

საავანსო გარანტია
გარანტია ეძლევა დამქირავებელს, მასზედ რომ მის მიერ კონტრაქტორისადმი წინასწარი ანგარიშსწორებისას გადახდილი თანხა ხელშეკრულების შესაბამისად გაიხარჯება ან წინააღმდეგ შემთხვევაში თანხა დაუბრუნდება დამქირავებელს კონტრაქტორის მიერ.
გარანტია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე
აღნიშნული გარანტია არის პასუხისმგებლობა, მასზედ რომ კონტრაქტორი შეასრულებს სამუშაოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. გარანტი პასუხისმგებელია შეუსრულებლობაზე, დაგვიანებაზე და განსაზღვრულ ჯარიმებზე.
სატენდერო გარანტია
სატენდერო გარანტია უზრუნველყოფს სატენდერო მასალების კეთილსინდისიერად მომზადებას. იგი გარანტიას აძლევს დამქირავებელს, რომ ტენდერის მონაწილე გამარჯვების შემთხვევაში სატენდერო დოკუმეტაციით განსაზღვრული პირობებით გაფორმდება ხელშეკრულება. ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს კონტრაქტის ღირებულების დაბალ საპროცენტო განაკვეთს და  უქმდება ხელშეკრულების შესრულების შემდეგ.დაფარული რისკები:
1. სატენდერო დოკუმენტაციის გახსნის შემდეგ ტენდერის მონაწილის უარი ტენდერში მონაწილეობაზე, ტენდერის მოქმედი ვადის ამოწურვამდე.
2. ტენდერში გამარჯვების შემდეგ მონაწილის უარი  დამკვეთთან ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე.
3. ტენდერის მონაწილე დისკვალიფიკაცია არაკეთილსინდისიერი ქმედებისათვის საკონტრაქტო სამუშაოს შესრულების დროს.
სასაქონლო კრედიტის (კონსიგნაციის) რისკების დაზღვევა
კომპანია სთავაზობს მომხმარებელს საქონელს ან მომსახურებას ისეთი შეთანხმების საფუძველზე, რომ ანგარიშსწორება მოხდება მოგვიანებით. სასაქონლო კრედიტის რისკების დაზღვევა იცავს მომწოდებელს და მწარმოებელს კრედიტის პირობებით მიწოდებული საქონელის ან მომსახურების გადაუხდელობის რისკისაგან.
______________________________________________________________________________________________
სადაზღვევო თანხა დამოკიდებულია ბენეფიციარის (შემსყიდველის) კონკრეტულ მოთხოვნაზე.
 
ყოველთვიური სადაზღვევო ტარიფი დამოკიდებულია საგარანტიო თანხაზე და მერყეობს 0,16% - დან    0,3%-მდე.

! ზემოთ წარმოდგენილი ნებისმიერი პროდუქტით გათვალისწინებული რისკები გადაზღვეულია უმაღლესი რეიტინგის მქონე კომპანიებში.
ასევე გთავაზობთ საერთაშორისო  ”მწვანე ბარათის” (Green Card) წევრ  ქვეყნებში,  სატრანსპორტო მოგზაურობაში  მყოფი  მძღოლის პასუხისმგებლობის დაზღვევას  მესამე პირთა წინაშე.

მისამართი: ა.ყაზბების ქ. 46
ტელ: 949; 949 111
მობ: 877 949 949
ფაქსი: 36 93 92
E-mail: office@irao.ge
 





No comments:

Post a Comment