Tuesday, April 12, 2011

სადაზღვევო კომპანია''ალდაგი''

"ალდაგი” პირველი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოს ბაზარზე, რომელიც დაარსდა 1990 წელს და მას შემდეგ ლიდერის პოზიციაზეა. 2006 წლის ბოლოს "ალდაგი"-ს აქციების 100%  სადაზღვევო კომპანია "ბისიაი"-მ შეიძინა.  “ბისიაი” 1998 წელს დაარსდა. ის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია გახლდათ, რომლის აქციების 100%-ის მფლობელი საქართველოს ბანკია.

2005 წელს ორივე კომპანიამ მნიშვნელოვანი შესყიდვა განახორციელა: “ალდაგი”-მ შეიძინა სადაზღვევო კომპანია “სელბი”, ხოლო “ბისიაი”-მ – “ევროპეისი”.

2007 წელს ორი კომპანია გაერთიანდა და ბაზარზე ყველაზე მსხვილი კომპანია გაჩნდა.
ალდაგი ბისიაი 80-მდე ტიპის დაზღვევას სთავაზობს როგორც ინდივიდუალურ, ასევე კორპორატიულ მომხმარებელს. ალდაგი ბისიაიში შესაძლებელია ქონების, ჯანმრთელობის, ავტოტრანსპორტის, ტვირთების, პასუხისმგებლობის, სიცოცხლის, უბედური შემთხვევების, დამქირავებლის პასუხიმგებლობის, მანქანა-დანადგარების, საავიაციო და საწყალოსნო რისკების დაზღვევა.
სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი პირველი იყო ქართულ სადაზღვევო ბაზარზე, რომელმაც ინდივიდუალური სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვა დაიწყო. 2006 წლიდან ნებისმიერ კერძო პირს საშუალება აქვს შეიძინოს  ავტოდაზღვევა, სამედიცინო დაზღვევა, სამოგზაურო დაზღვევა, ქონების დაზღვევა, სიცოცხლის დაზღვევა, საპენსიო დაზღვევა.
სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაის მუშაობის ძირითად პრინციპებს წარმოადგენს:

• მაღალი ხარისხის სადაზღვევო მომსახურება
მოქნილი, ინდივიდზე მორგებული პროდუქტები
მარტივი პროცედურები
მოქნილი სატარიფო პოლიტიკა
სადაზღვევო შემთხვევის ეფექტური დარეგულირება 
სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი საქართველოს  ბაზარზე 1990 წლიდან
ჩვენ ვემსახურებით 250 000 კლიენტს მთელ საქართველოში
ალდაგი ბისიაის სადაზღვევო პროდუქტების შეძენა შესაძლებელია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე
ალდაგი ბისიაის თბილისში აქვს 2, ხოლო რეგიონებში 4 ოფისი
ალდაგი ბისიაის პოლისის ყიდვა შესაძლებელია:
· 7 საქართველოს ბანკის სერვისცენტრში
· 21 ავტოცენტრში
· 4 სამედიცინო კლინიკა
· 197 ტურისტულ სააგენტოში
· 26 უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის სააგენტოში
ალდაგი ბისიაის 250-ზე მეტი თანამშრომელი თქვენ გემსახურებათ
სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი პირველი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელსაც საკუთარი კლინიკების ქსელი ჩემი ოჯახის კლინიკა აქვს
ალდაგი ბისიაი პირველი სადაზღვევო კომპანიაა, რომელმაც საცალო სადაზღვევო პროდუქტების დანერგვა დაიწყო
ალდაგი ბისიაი ინდივიდუალურ პირებს 35-მდე სახეობის სადაზღვევო პროდუქტს სთავაზობს, ხოლო კორპორატიულ კლიენტებს - 30-მდე. 


პარტნიორების საყურადღებოდ!
სადაზღევო კომპანია ალდაგი ბისიაი თანამშრომლობს 248 პარტნიორ ორგანიზაციასთან, რომლებიც კომპანიის სადისტრიბუციო ქსელს წარმოადგენს.
სადაზღვევო პოლისების შეძენა შესაძლებელია 197 სამოგზაურო სააგენტოშო; 21 ავტოსალონში; უძრავი ქონების 26 სააგენტოში; 4 სამედიცინო ცენტრში.
იმისათვის, რომ გახდეთ ალდაგი ბისიაის პარტნიორი ორგანიზაცია აუცილებელია:
• გააფორმოთ ხელშეკრულება;
გაეცნოთ სატარიფო სტრუქტურას;
შეისწავლოთ მუშაობის სპეციფიკა და დაზღვევის პროცედურა;
გაიაროთ ტრენინგები სადაზღვევო სფეროში;

უშაობთ, გაქვთ უზრუნველყოფილი აწმყო, მაგრამ გსურთ იზრუნოთ  მომავალზე, რათა ხანდაზმულობისას  მყარი ფინანსური მდგომარეობა და გარანტირებული შემოსავლის წყარო გქონდეთ.
საპენსიო დაზღვევა
თანხის დაგროვების საუკეთესო საშუალებაა.
თქვენ თავად განსაზღვრავთ გადახდის ფორმას, ვადებს, თანხებს, ასევე შეძლებთ თავად ადევნოთ თვალი საკუთარი საპენსიო დანაგროვის ფორმირების პროცესს.
საპენსიო დაზღვევა ითვალისწინებს:
• თქვენს ფინანსურ უზრუნველყოფას ხანდაზმულობის პერიოდში;
საპენსიო შენატანზე დარიცხულ დამატებით შემოსავალს;
საპენსიო შენატანების ოდენობის, გადახდის პერიოდულობისა და პენსიის ტიპის თავისუფალ არჩევანს

   საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე 1990 წლიდან
 2004  "საქართველოს ბანკი" ხდება სადაზღვევო კომპანია "ბისიაი"-ს აქციების 100%-ის მფლობელი
 2005 
სადაზღვევო კომპანია "ალდაგი"-ს მიერ მოხდა სადაზღვევო კომპანია "სელბი"-ს შესყიდვა აქციონერების წილის 100%-ის გამოსყიდვის გზით
სადაზღვევო კომპანია "ბისიაი" და "საქართევლოს ბანკი" ხდებიან სადაზღვევო კომპანია "ევროპეისი"-ს აქციების 100%-ის მფლობელნი
 2006 სადაზღვევო კომპანია "ბისიაი"-მ ბაზარზე საცალო სადაზღვევო ბრენდი ჩემები გამოიტანა

სადაზღვევო კომპანია "ბისიაი"-მ საკუთარი სამედიცინო კლინიკების ქსელის პირველი ჩემი ოჯახის კლინიკა გახსნა
სადაზღვევო კომპანია "ბისიაი"-ს მიერ მოხდა სადაზღვევო კომპანია "ალდაგი"-ს აქციების 100%-ის შესყიდვა
 2007
I კვარტლის შედეგების თანახმად, ალდაგი ბისიაის მიერ მოზიდულმა ჯამურმა პრემიამ 8,850,411 ლარი შეადგინა
22 ივნისს განხორციელდა სადაზღვევო კომპანია ბისიაისა და ალდაგის გაერთიანება. გაერთიანებული კომპანია სააქციო საზოგადოება "სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი" სადაზღვევო ბაზრის უპირობო ლიდერია
6 თვის შედეგების თანახმად ალდაგი ბისიაის მიერ მოზიდულმა ჯამურმა პრემიამ 17,588,041 ლარი შეადგინა
 
ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 9 თვის შედეგების თანახმად ალდაგი ბისიაის მიერ მოზიდულმა ჯამურმა პრემიამ 31,229,234 ლარი შეადგინა
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დაზღვევის ზედამხედველობის დეპარტამენტის 2007 წლის 12 თვის მონაცემების თანახმად, ალდაგი ბისიაის მიერ მოზიდულმა ჯამურმა პრემიამ - 41,843,576 ლარი, ხოლო ანაზღაურებულმა ზარალმა - 11,626,037 ლარი შეადგინა. ოფიციალური მონაცემების თანახმად, ალდაგი ბისიაი საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ 16 სადაზღვევო კომპანიას შორის კვლავ ლიდერი კომპანიის პოზიციაზეა და საერთო სადაზღვევო ბაზრის წილის 35%-ს ფლობს.
 2008
2008 წლის I კვარტლის მონაცემების თანახმად, სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი ლიდერია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ალდაგი ბისიაის მიერ მოზიდულმა ჯამურმა პრემიამ 14,123,557 ლარი შეადგინა
2008 წლის სამი კვარტლის მონაცემების თანახმად, სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი ლიდერი კომპანიის პოზიციაზეა. ალდაგი ბისიაის მიერ 2008 წლის სამი კვარტლის განმავლობაში მოზიდულმა ჯამურმა პრემიამ 50 019 459 ლარი შეადგინა, ხოლო ანაზღაურებულმა ზარალმა - 23 586 385 ლარი. სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი საერთო სადაზღვევო ბაზრის წილის 23%- ფლობს.
ალდაგი ბისიაიმ გააფართოვა ჩემი ოჯახის კლინიკების ქსელი. არსებულ კლინიკას კიდევ ორი შეემატა თბილისში და ერთი ბათუმში.
 ალდაგი ბისიაიმ ქუთაისში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ქირურგიული ცენტრი შეიძინა
საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს   მონაცემების თანახმად, 2008 წლის 12 თვის მონაცემებით, ალდაგი ბისიაის მიერ მოზიდულმა ჯამურმა პრემიამ 61 980 951 ლარი შეადგინა, ხოლო ანაზღაურებულმა ზარალმა - 37 700 739 ლარი. სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ 13 სადაზღვევო კომპანიას შორის კვლავ ლიდერი კომპანიის პოზიციაზეა და საერთო სადაზღვევო ბაზრის წილის 23%-ს ფლობს.
სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაიმ "Golden Brand 2008",  „სადაზღვევო კომპანია – რჩეული ბრენდის“ ჯილდო მიიღო.
ალდაგი ბისიაიმ მიიღო ბიზნესის ნაციონალური ჯილდო, 2008 წლის 25 საუკეთესო ბიზნესმენთა და კომპანიათა შორის დასახელდა.
 2009
ალდაგი ბისიაი კავკასიის რეგიონში საუკეთესო მზღვეველი - ეს ტიტული კომპანიამ ევრომანი 2009-გან მიიღო.
2009 წლის განმავლობაში კომპანიის მიერ მოზიდულმა პრემიამ 68 მილიონი ლარი, ხოლო ანაზღაურებულმა ზარალმა 48 მილიონი ლარი შეადგინა. სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი საერთო სადაზღვევო ბაზრის წილის 19% ფლობს.


ალდაგი ბისიაი საქართველოს სადაზღვევო ბაზრის 19%-ს ფლობს (2009 წლის მონაცემები) 
 სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი"
 გაყიდვის წერტილები მთელი ქვეყნის მასშტაბით
248
 ალდაგი ბისიაის ოფისები თბილისში     
2
 ალდაგი ბისიაის რეგიონალური  წარმომადგენლობები   
4 
 ალდაგი ბისიაის წარმომადგენლობები საქართველოს ბანკის ფილიალებსა და სერვის ცენტრებში   
7 
 სამოგზაურო სააგენტოები 
197
 ავტოცენტრები
29
 უძრავი ქონების სააგენტოები  
21
 სამედიცინო დაწესებულებები
4
 თანამშრომლები
250-ზე მეტი
 დაზღვეულები
დაზღვევა თავისი არსით "დანაპირებია". სადაზღვევო შემთხვევის მოხდენამდე, ზარალის დადგომამდე ძნელად თუ აღიქვამს ვინმე, რომ მას ემსახურებიან, ემსახურებიან კარგად, ხოლო მომსახურება ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს.
რისკის იდენტიფიკაცია, ანალიზი და კონტროლი ალდაგი ბისიაის რისკის მართვის პოლიტიკის სამ მთავარ პრინციპს წარმოადგენს. ჩვენი კლიენტებისაგან მაქსიმალურად ამომწურავი და დეტალური ინფორმაციის მიღება პირველი ნაბიჯია რისკების ეფექტური შეფასებისათვის. ყოველ სპეციფიურ შემთხვევას კომპანია გულდასმით განიხილავს, რადგან ჩვენს საერთაშორისო გადამზღვევებს საშუალება ჰქონდეთ ინდივიდუალურად შეისწავლონ თითოეული საკითხი.
სადაზღვევო კომპანიის სტაბილურობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მისი გადაზღვევის პოლიტიკა. ამ მიმართულებით ალდაგი ბისიაი მკაცრად იცავს პრინციპს ითანამშრომლოს მაქსიმალურად საიმედო გადამზღვევებთან, მიუხედავად იმისა, რომ მძლავრ და ცნობილ გადამზღვევ პარტნიორებთან თანამშრომლობა ხშირად შეიძლება კომპანიის გადაზღვევის ხარჯის გაზრდაში აისახოს.
მსოფლიოს წამყვან გადამზღვევებთან თანამშრომლობამ ხელი შეუწყო ალდაგი ბისიაის  პარტნიორ-ანდერაიტერებს უფრო დიდი სიზუსტით განახორციელონ გადაზღვეული რისკების მართვა და გაამარტივონ ურთიერთობები ჩვენს ინდივიდუალურ და კორპორატიულ კლიენტებთან. გარდა ამისა, კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გაძლიერებამ საშუალება მოგვცა უფრო აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა რისკების ათვისებაში სხვადასხვა სადაზღვევო პროდუქტების მიხედვით.
ჩვენ ვთანამშრომლობთ უმსხვილეს საერთაშორისო საბროკერო და გადამზღვევ ორგანიზაციებთან: Benfield, Hannover Re, AIG, Munich Re, Swiss Re, SCOR, Allianz, Polish Re, ACE, Sava Re, British Marine, Syndicates of Lloyd's და ა.შ.
ალდაგი ბისიაის აქციების 49%-ის მფლობელია  "საქართველოს ბანკია" , ხოლო 51% ეკუთვნის საქართველოს ბანკის შვილობილ ორგანიზაციას  "BG CAPITAL" .

 
 

საქართველოს ბანკი 
საქართველოში უმსხვილესი ბანკი, რომლის ბაზრის წილი 2008 წლის მონაცემებით დაახლოებით 33%-იასაქართველოს ბანკის აქციები კოტირდება ლონდონის, თბილისისა და ბერლინის საფონდო ბირჟებზე
დსთ-ის ქვეყნებს შორის მეორე ბანკი, რომლის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე კოტირდება

BG capital
 წამყვანი საინვესტიციო ბანკი და ბროკერ-დილერი საქართველოსა და უკრაინაში 
ფლობს აქციებს შემდეგ ბაზრებზე:

• საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, რუსეთი, ყაზახეთი და უზბეკეთი
• რუმინეთი
, თურქეთი,ნიგერია
• 
LSE (SETS & IOB), Euronext, Deutsche Boerse, Wiener Boerse,  მილანი, მადრიდი, სტოკჰოლმი, ჰელსინკი, ოსლო, SWX, NYSE, NASDAQ, AMEX, ავსტრალია
• საექსპლუატაციო გარანტი საქართველოს ბანკია (B+/B3/B+)


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 444 999
მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე:  aldagibci@aldagibci.ge
250 000-ზე მეტი 


 

No comments:

Post a Comment