Tuesday, April 12, 2011

სადაზღვევო კომპანია''ტაო''

სადაზღვევო კომპანია "ტაო"
შპს სადაზღვევო კომპანია ”ტაო” დაარსდა 2007 წლის 20 აგვისტოს. კომპანიის დამფუძნებელი და აქციების 100%-ის მფლობელია სს ”ტაოპრივატბანკი”. მიუხედავად მოღვაწეობის მოკლე პერიოდისა, გამოირჩევა საკმაოდ მაღალი ფინანსური მდგრადობით.
შპს სადაზღვევო კომპანია ”ტაო” სწრაფად განვითარებადი კომპანიაა, რომლის საქმიანობის საგანს წარმოადგენს არსებული სადაზღვევო პროდუქტების განვითარება და ახალი სადაზღვევო პროდუქტების შექმნა.
კომპანიის მიზანია თითოეული დაზღვეულის ინტერესების დაცვა და გრძელვადიანი ურთიერთობა. პროფესიონალი კადრები უზრუნველყოფენ საიმედო დაცვას და მაღალ რეპუტაციას კლიენტთა და პარტნიორთა შორის. კომპანიის კვალიფიციური და გამოცდილი გუნდი სთავაზობს ბაზარს ახალ სადაზღვევო პროდუქტებს, იზიდავენ მომხმარებელს უნიკალური წინადადებებით, რომლებიც მაქსიმალურად შეესაბამება მათ მოლოდინსა და მოთხოვნებს.
სადაზღვევო კომპანია ”ტაო” გთავაზობთ:
  • ოპერატიულ და ხარისხიან სადაზღვევო მომსახურებას.
  • ანაზღაურების მარტივ და მოქნილ სისტემას.
  • ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ დაზღვეულთან.
  • სადაზღვევო მომსახურება ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
ჩვენი უცხოელი პარტნიორები
                                 
  • Munich Re (გერმანია)
  • Scor (საფრანგეთი)               
  • Polish Re (პოლონეთი)  
  • Credo (უკრაინა)
  • Transs Re (საფრანგეთი)
  • Coris International
  • MAI –Reinsurance Brokers
ჯამრთელობის დაზღვევა სადაზღვევო კომპანია „ტაო“ გთავაზობთ ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის

  • ოპერატიული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება.
  • ანაზღაურების მარტივი და მოქნილი სისტემა.
  • დაფარვის არეალი მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიას.
  • პროვაიდერი კლინიკების რიცხვი აღემატება 100-ს.
24 საათიანი ცხელი ხაზი - ითვალისწინებს სადღეღამისო სატელეფონო სამედიცინო კონსულტაციას, სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას. ცხელი ხაზის სამსახურის მეშვეობით მიიღებთ ინფორმაციას თქვენი სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული მომსახურებების მოცულობისა და სარგებლობის წესების შესახებ.
ოჯახის ექიმი - ითვალისწინებს ზოგადი პრაქტიკის ექიმის კონსულტაციას, სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას, საჭიროების შემთხვევაში ბინაზე ვიზიტს, ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივ მონიტორინგს.
პროფილაქტიკური გამოკვლევები  - ითვალისწინებს სამედიცინო პროფილაქტიკურ შემოწმებას.
სასწრაფო სამედიცინო დახმარება - ითვალისწინებს შესაბამისი სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახებას, გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, ტრანსპორტირებას შემთხვევის ადგილიდან სამედიცინო დაწესებულებაში.
ამბულატორიული მომსახურება - ითვალისწინებს კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მომსახურებას, ექიმის მიერ დანიშნული ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების ხარჯების ანაზღაურებას.
მედიკამენტები - ითვალისწინებს ოჯახის ექიმის მიერ ან ვიწრო სამედიცინო სპეციალისტების მიერ დანიშნული მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურებას.
ჰოსპიტალური მომსახურება - ითვალისწინებს ჰოსპიტალური მომსახურების ორგანიზებას, დაზღვეულის გადაუდებელ, გეგმიურ ჰოსპიტალურ მომსახურებას.
ორსულობა/მშობიარობა - ითვალისწინებს ორსულობის პერიოდში ექიმის კონსულტაციის, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების ხარჯების ანაზღაურებას. ფიზიოლოგიურ მშობიარობასთან და საკეისრო კვეთასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას.
სტომატოლოგიური მომსახურება - ითვალისწინებს გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურების (კბილის ექსტრაქცია, დიაგნოსტიკური რენტგენოგრაფია, გაუტკივარება) და თერაპიული სტომატოლოგიური მომსახურების (სტომატოლოგის კონსულტაცია, კბილის თერაპიული მკურნალობა, დაბჟენა, დიაგნოსტიკური რენტგენოგრაფია, გაწმენდა) ხარჯების ანაზღაურებას.
გ ი ს უ რ ვ ე ბ თ       ჯ ა ნ მ რ თ ე ლ ო ბ ა ს !

ავტომობილის დაზღვევა
შპს სადაზღვევო კომპანია "ტაო"–ს ავტომობილების დაზღვევა გთავაზობთ თქვენი და თქვენი ავტომობისლის უსაფრთხოების სრულ პაკეტს.
1. თქვენ საშუალება გეძლევათ დააზღვიოთ ავტოსატრანსპორტო საშუალება შემდეგი სადაზღვევო რისკებისაგან: გარეგანი ზემოქმედებით მიყენებული დაზიანება (ავტოსატრანსპორტო შემთხვევა), ხანძარი, აფეთქება, სტიქიური უბედურებებით გამოწვეული ზარალი, აგრეთვე ისეთი რისკებისგან, როგორიცაა ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა.

სადაზღვევო პრემია განისაზღვრება – სადაზღვევო თანხის 4 %–დან.
ფრანშიზა (არანაზღაურებადი მინიმუმი, რომელზეც სადაზღვევო კომპანია არ არის პასუხისმგებელი) განისაზღვერება – ზარალის 10 %, მინიმუმ $150
2. ამასთან, გთავაზობთ უფლებამოსილი მძღოლის მიერ დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას მესამე პირის მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევას (გარდა დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების უფლებამოსილი მძღოლისა და მისი მგზავრებისა).
3. კომპანია აგრეთვე გთავაზობთ, უფლებამოსილი მძღოლის მიერ დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისაგან დაზღვევას.
ამრიგად, ზემოთ აღნიშნული სადაზღვევო პროდუქტების სრული პაკეტის შეძენისას, თქვენ გეძლევათ გარანტია თქვენი ინტერესების მაქსიმალური დაცვისა.
გარდა ამისა, კომპანია გთავაზობთ:
  • სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას კომპანიის ზარალების რეგულირების ექსპერტის დახმარებას;
  • კლიენტისათვის ხელსაყრელ სადაზღვევო დაფარვას;
  • სატრანსპორტო საშუალების შეკეთებას თქვენი ინტერესების გათვალისწინებით, საუკეთესო ტექნიკური მომსახურების ცენტრებში;
  • კლიენტთა დახმარების სადღეღამისო სამსახური;
  • ქვეყნის ტერიტორიაზე ევაკუაციის ხარჯების დაფარვას;

კომპანიის ავტოდაზღვევის სპეციალისტები მზად არიან დაგეხმარონ თქვენი ინტერესების შესაფერისი ავტოდაზღვევის პროგრამის შერჩევაში
დაინტერესების შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ:
ისარგებლოთ სატელეფონო კონსულტაციით ნომერზე: ხელშეკრულების დასადებად აგენტი ოფისში გამოიძახოთ
შეიძინოთ ავტომობილების დაზღვევის პოლისი სადზღვევო კომპანია "ტაო"–სა და ტაოპრივატბანკის ოფისებში

ქონების დაზღვევა სადაზღვევო კომპანია"ტაო" კლიენტებს სთავაზობს ქონების დაზღვევას სხვადასხვა სახის რისკებისაგან, რომელთა დადგომაც ხშირ შემთხვევაში სერიოზულ ზარალს აყენებს მათ საქმიანობას, ანადგურებს მრავალი წლის განმავლობაში შეძენილ ქონებას, აფერხებს სასიცოცხლო პროცესებს. სადაზღვევო კომპანია `ტაო~ მომხმარებელს სთავაზობს ასეთი რისკებისაგან გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას დაზღვევის მექანიზმის საშუალებით.
სადაზღვევო რისკები
სადაზღვევო კომპანია "ტაო"-ს მიერ შეთავაზებული მომსახურება ითვალისწინებს ქონების დაზღვევას ისეთი რისკებისაგან, როგორიცაა:
  • ქურდობა, ძარცა, ყაჩაღობა;
  • მესამე პირთა მიერ ქონების განზრახ დაზიანება;
  • სტიქიური უბედურებები, მათ შორის მიწისძვრა;
  • წყლით დაზიანება (წყალგაყვანილობის, კანალიზაციის, გათბობისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემიდან გამონადენი წყლით დაზიანებისგან);
  • ხანძარი, აფეთქება და მეხის დაცემა;

სადაზღვევო კომპანია " ტაო "-ს მიერ შეთავაზებული მომსახურების პაკეტი ითვალისწინებს:
უძრავი ქონების (შენობა,ნაგებობები) როგორც კომპლექსურ, ასევე მათი ცალკეული არქიტექტურული და კონსტრუქციული ნაწილების დაზღვევას;
მოძრავი ქონების (მოწყობილობები, მანქანა-დანადგარები და სხვ) დაზღვევას.
ყველა ჩამოთვლილი რისკისაგან დაზღვევით სრულად იქნება დაცული კლიენტის მატერიალური ინტერესები, რაც გულისხმოს ყველა ზემოთჩამოთვლილი რისკის დადგომისას დაზღვეულის ქონებისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას სადაზღვევო კომპანიის მიერ, რაც შესაბამისად უზრუნველყოფს ქონების აღდგენას (შეძენა, შეკეთება) პირვანდელ მდგომარეობაში.
გარდა აღნიშნული დაფარვებისა, კლიენტის სურვილით შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს სხვა სახის ხარჯებიც, კერძოდ:
ზარალის ადგილის დასუფთავების ხარჯები;
ქონების გადარჩენილი (დაუზიანებელი) ნაწილის გადატანისა და დაცვის ხარჯები.
დაზღვევის პერიოდი განისაზღვრება არანაკლებ 12 თვის ვადით.
სადაზღვევო თანხა განისაზღვრება კლიენტსა და სადაზღვევო კომპანიას შორის ურთიერთშეთანხმებით ხელშეკრულების დადების მომენტში ქონების საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე.
სადაზღვევო პრემია განისაზღვრება კლიენტის მიერ სადაზღვევო პაკეტის (კონკრეტული სადაზღვევო რისკების) შერჩევის მიხედვით.
ფრანშიზის სიდიდე განისაზღვრება კლიენტსა და სადაზღვევო კომპანიას შორის ურთიერთშეთანხმებით.
სადაზღვევო კომპანია " ტაო"-ს ქონების დაზღვევის სპეციალისტები თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე მზად არიან დახმარება გაგიწიონ ქონების დაზღვევის პაკეტის შერჩევაში
დაინტერესების შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ:
ისარგებლოთ სატელეფონო კონსულტაციით;
ხელშეკრულების დასადებად აგენტი გამოიძახოთ ოფისში;
შეიძინოთ სადაზღვევო პოლისი სადაზღვევო კომპანია `ტაო~-ს ოფისში.

სამოგზაურო დაზღვევა
სამოგზაურო დაზღვევა ითვალისწინებს:
  • მოგზაურთა გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზრაურებას.
  • ბარგის დაზღვევას.
  • მულტიპოლისს.
მოგზაურთა გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება ითვალისწინებს:
  • გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურებას.
  • გადაუდებელ ამბულატორიულ მომსახურებას.
  • გადაუდებელ სტომატოლოგიურ მომსახურებას.
  • გადაუდებელ ოფთალმოლოგიურ მომსახურებას.
  • რეპატრიაციას
ბარგის დაზღვევა ითვალისწინებს:
ავიაკომპანიის მიერ ბარგის დაკარგვის შემთხვევაში ზარალის ანაზღაურებას.
მულტიპოლისი:
მრავალჯერადი სადაზღვევო პოლისი გათვალისწინებულია მათთვის ვისაც ხშირად უწევს საზღვარგარეთ გამგზავრება.
  • 3 თვიანი მულტიპოლისი გულისხმობს 25 სადაზღვევო დღეს.
  • 6 თვიანი მულტიპოლისი გულისხმობს 45 სადაზღვევო დღეს
  • 1 წლიანი მულტიპოლისი გულისხმობს 90 სადაზღვევო დღეს.
სადაზღვევო კომპანია ”ტაო” გისურვებთ ბედნიერ მოგზაურობას!
   
 
   

ტვირთებისა და გადამზიდველის პასუხისმგებლობის დაზღვევა გაუთვალისწინებელმა მოვლენებმა შესაძლოა მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი მოგაყენოთ და შესაბამისად წარმოშვას ფინანსური სიძნელეები თქვენს კომპანიაში. არასასიამოვნო შემთხვევისგან გამოწვეული ნეგატიური შედეგები განსაკუთრებით შესამჩნევია ტვირთების ტრანსპორტირებისას. სწორედ ამიტომ, ტვირთების დაზღვევა გაძლევთ საშუალებას თავიდან აიცილოთ არაპროგნოზირებადი რისკებით წარმოშობილი მატერიალური ზარალი.
ტვირთების დაზღვევა მოიცავს ტვირთის როგორც სრული ისე ნაწილობრივი განადგულების შემთხვევაში მისი ღირებულების ანაზღაურებას. დაზღვევა ითვალისწინებს ტვირთის ნებისმიერი სახეობის სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვას. ტვირთების დაზღვევის პირობები რეგულირდება ლონდონის მზღვეველთა ინსტიტუტის ტვირთის დაზღვევის პირობებით.
სადაზღვევო რისკების ჩამონათვალი მოიცავს:
  • სტიქიური უბედურებები
  • ხანძარი, აფეთქება, მეხის დაცემა
  • სატრანსპორტო საშუალების შეჯახება, გადაბრუნება, ჩაძირვა, ჩამოვარდნა
  • წყლით დაზიანება
  • მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებები
დაზღვევის პირობებით გათვალისწინებული ზარალის დადგომის დროს სადაზღვევო კომპანია ტაო უზრუნველყოფს ზარალის დარეგულირებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრული დაცვით, აღმოგიჩენთ დახმარებას ზარალის დადგენის პროცესში და საჭიროების შემთხვევაში გაგიწევთ საექსპერტო-საკონსულტაციო მომსახურეობას.
გადამზიდველის პასუხისმგებლობის დაზღვევა ითვალისწინებს:
  • გადამზიდველი კომპანიის ბრალეულობით ან გაუფრთხილებლობით ტვირთის ტრანსპორტირების დროს გამოწვეულ ზარალს
  • სამოქალაქო პასუხისმგებლობას მესამე პირების მიმართ
დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ განაცხადის ფორმა ან გამოიძახეთ ჩვენი კომპანიის აგენტი თქვენს ოფისში








საქართველო, ქ. თბილისი, მიცკევიჩის ქ. # 70
ტელ.: +995 (32) 555 333   ფაქსი: +995 (32) 37 20 42
info@taoinsurance.ge

No comments:

Post a Comment