Thursday, April 7, 2011

სადაზღვევო კომპანია ''GPI Holding''

ისტორია

ჯიპიაი ჰოლდინგი დაარსდა 2001 წელის 8 მაისს, როგორც პირველი კერძო საპენსიო ფონდი საქართველოში. თავიდანვე ნათელი გახდა, რომ უახლოეს პერიოდში ჯიპიაი ჰოლდინგი ერთადერთი კომპანია იქნებოდა საქართველოს სადაზღვევო სივრცეში, რომლის პრიორიტეტი ქვეყანაში მოქმედი საწარმოების თანამშრომელთა სოციალური დაცვის ხელშეწყობა იქნებოდა. ორგანიზაციის დამფუძნებელთა შორის წარმოდგენილნი არიან ,,თიბისი ბანკი” – ქვეყნის წამყვანი ბანკი და TBIH ჯგუფი – აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი საფინანსო კომპანია, რომელიც ფლობს და მართავს სადაზღვევო და საპენსიო კომპანიებს ბულგარეთში, რუმინეთში, ხორვატიაში, სლოვენიაში, სერბეთსიში, უკრაინასა და რუსეთში.
,ჯიპიაი ჰოლდინგი საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე აქტიურად შევიდა 2002 წლის დასაწყისიდან და საქმიანობის პირველსავე წელს მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია დაზღვევის სხვადასხვა სფეროში.
2006 წლის მონაცემებით კომპანია პირველ ადგილზე გადის სადაზღვევო კომპანიებს შორის მოზიდული პრემიისა და ბაზრის წილის მიხედვით. 2006 წელის განმავლობაში  ჯიპიაი ჰოლდინგის ჯამურმა გაყიდვებმა შეადგინა 8 149 061 აშშ დოლარი, წინა წელთან შედარებით ზრდის მაჩვენებელმა კი 87%-ს მოზიდული პრემიების მიხედვით.
2006 წელს კომპანიის ბაზრის წილმა 21.7% შეადგინა.
2006 წლის მონაცმებით ჯიპიაი ლიდერობს ასევე ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით: აქ კომპანიის გაყიდვებმა 3,745,000 აშშ დოლარი შეადგინა.
საპენსიო დაზღვევა კომპანიის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა და ჯიპიაი დღეისათვის უცვლელად ინარჩუნებს ბაზრის ამ მიმართულების ლიდერობას: კომპანიის საპენსიო სქემას 9000 - მდე ინდივიდუალური წევრი ყავს; მთლიანმა საპენსიო აქტივებმა 2006 წელს 940,000 აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო კომპანიის ბაზრის წილმა ამ მიმართულებით 42% შეადგინა.დღეს ჯიპიაი ჰოლდინგს საქართველოში ყველაზე ფართო სააგენტო ქსელი აქვს და შესაბამისად, მოქნილ და კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს თავის კლიენტებს.
ინოვატორული მიდგობა, ადგილობრივ მოთხოვნილობაზე მორგებული უნიკალური სადაზღვევო პროდუქტები, მაღალი ხარისხის მომსახურება და მოტივირებულ თანამშრომელთა გუნდი – ეს სწორედ ის ფაქტორებია, რამაც განსაზღვრა ჯიპიაი ჰოლდინგის სწრაფი განვითარება ქართულ ბაზარზე.
ჯიპიაი ჰოლდინგის კორპორაციული კლიენტები არიან საქართველოს წამყვანი ბანკები, უძრავი ქონებისა და სამშენებლო კომპანიები, ნავთობკომპანიები და რამდენიმე ასეული საშუალო და მცირე ზომის ბიზნეს ორგანიზაციები. კომპანიას მყარი პოზიციები უკავია საცალო დაზღვევის ბაზარზეც.






 










ყველა ჩვენგანი დადის ექიმთან – ზოგი ხშირად, ზოგიც იშვიათად. სამედიცინო დაზღვევის პოლისი დიდი ხანია იქცა თანამედროვე ადამიანის განუყოფელ ატრიბუტად. სამედიცინო დაზღვევა – ეს არის საუკეთესო სამედიცინო ცენტრები, თანამედროვე აღჭურვილობა, ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ დაზღვეულთან, და სერიოზული ეკონომია სხვა კერძო ვიზიტებთან შედარებით. ერთადერთი რაც თქვენ უნდა გააკეთოთ სამედიცინო დაზღვევის პოლისის გაფორმებაა. ჯანმრთელობის დაზღვევაში ჯიპიაი ჰოლდინგს პირველი ადგილი უჭირავს საქართველოში მოქმედ სადაზღვევო კომპანიებს შორის. 2008 წლის მონაცემებით ”ჯიპიაი ჰოდლინგი” კვლავ ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას ამ ბაზარზე. ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანი ანიჭებს უპირატესობას ჯიპიაი-ს ჯანმრთელობის დაზღვევას.მათ არჩევანს რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს:
  • მომსახურების მაღალი დონე;
  • ანაზღაურების მარტივი და მოქნილი სისტემა;
  • მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისა და კლინიკების ქსელი;
  • მარტივი და ხელმისაწვდომი პირობები.
“უდარდელი” ქონება, როგორიც სატრანსპორტო საშუალებაა ჯობია დააზღვიო უსიამოვნებისგან. უსიამოვნება კი შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი, სერიოზულიც და უბრალოც. გთავაზობთ აირიდოთ თავიდან მოსალოდნელი პრობლემა. ერთადერთი რაც თქვენ უნდა გააკეთოთ ავტომობილის დაზღვევის პოლისის გაფორმებაა.

ავტოდაზღვევა

აირჩიეთ სამი ალტერნატივიდან:

*ავტოდაზღვევის პირობების გასაგებად დააწკაპუნეთ ბმულზე

» » ავტომექანიკა

დაფარული რისკი:
  • ავტოსაგზაო შემთხვევა
ყველაზე ეკონომიური პაკეტი! თქვენ დაცული ხართ ნებისმიერი სახის ხარჯისგან, რაც დაკავშირებულია ავტოსაგზაო შემთხვევასთან. სრულად აგინაზღაურდებათ ავტომობილის შეკეთების ხარჯები.
*ანაზღაურებას გამოაკლდება ფრანშიზის თანხა.

» » ავტოტრონიკი

დაფარული რისკი:
  • ავტოსაგზაო შემთვევა
  • ხანძარი, აფეთქება
  • ვანდალიზმი, საგნების ვარდნა
  • ქურდობა, ყაჩაღობა, გატაცება
  • სტიქიური მოვლენები (გარდა მიწისძვრისა და სეტყვისა)
სრული პაკეტი! თქვენ დაცული ხართ ყველა სახის გაუთვალისწინებელი ხარჯისგან. ამ შემთხვევებში სრულად აგინაზღაურდებათ ავტომობილის შეკეთების ხარჯები. ლუქს პაკეტთან ერთად შესაძლებელია დამატებითი დაფარვის შეძენა:

მინების, სარკეების, ცალკეული დეტალების, აქსესუარების ქურდობა/დაზიანება; + მიძისძვრითა და სეტყვით გამოწვეული დაზიანება.
*ანაზღაურებას გამოაკლდება ფრანშიზის თანხა.

» » ავტომატიკა

დაფარული რისკი:
  • ავტოსაგზაო შემთვევა
  • ხანძარი, აფეთქება
  • ვანდალიზმი, საგნების ვარდნა
  • ქურდობა, ყაჩაღობა, გატაცება
  • სტიქიური მოვლენები (გარდა მიწისძვრისა და სეტყვისა)
ამ პაკეტით დაზღვეულია მხოლოდ სრული ზარალი.
*ანაზღაურებას გამოაკლდება ფრანშიზის თანხა.

კასკოს დაზღვევასთან ერთად შეიძინეთ:

მესამე მხარის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევა :

ლიმიტი -
$10,000
$30,000
$50,000
პრემია -
$7 თვეში
$10 თვეში
$12 თვეში



მძღოლის და მგზავრების დაზღვევა

ლიმიტი -
$5,000
$10,000
$30,000
$50,000
პრემია -
$2 თვეში
$3 თვეში
$6 თვეში
$9 თვეში




გაქვთ თქვენ ბინა? საჭიროა კი თქვენი დარწმუნება იმაში, რომ ღირს უძრავი ქონების დაზღვევა? უბრალოდ გაიხსენეთ თქვენი პრობლემების ან ფინანსური დანაკარგის შესახებ,როცა აღმოაჩინეთ, რომ თქვენი სახლი გაძარცულია, ან რომ თქვენი მეზობლის უყურადღებობამ კვლავ დატბორა თქვენი ოთახები, და რაოდენ უხერხულია იგივე მიზეზით თქვენი ქვედა მეზობლის საყვედურის მოსმენა. რა საჭიროა ნერვიულობა. ერთადერთი რაც თქვენ უნდა გააკეთოთ ქონების დაზღვევის პოლისის გაფორმებაა.
ფიზიკურ პირთა ქონების დაზღვევა
“ჯიპიაი ჰოლდინგი” გთავაზობთ თქვენი ქონების დაზღვევას, რომელიც თავიდან აგაცილებთ ქონების დაზიანებით ან განადგურებით გამოწვეული სერიოზული ფინანსური დანაკარგს.
დაზღვევის ობიექტები
  • სააგარაკო, საოფისე, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობანი, მოპირკეთების და საინჟინრო მოწყობილობების ჩათვლით;
  • საცხოვრებელი ფართები მრავალბინიან შენობებში (ბინები, ოთახები და სხვა ამდაგვარი), შიდა მოპირკეთების და საინჟინრო მოწყობილობის ჩათვლით;
  • ცალკე საცხოვრებელი სახლების და ნაგებობების შიდა მოპირკეთება, აივნების, ლოჯების და საინჟინრო მოწყობილობის ჩათვლით;
  • საოჯახო ქონება, საოფისე მოწყობილობები (საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნები: ავეჯი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, კომპიუტერული მოწყობილობები და ა.შ.).
სადაზღვევო რისკები
  • ხანძარი;
  • მეხის დაცემა;
  • აფეთქება;
  • სტიქიური უბედურებები (კოკისპირული წვიმა, სეტყვა, მიწისძვრა, მეწყერი, ზვავი, გრუნტის დაწევა, გრუნტის წყლების ქმედებები, წყალდიდობა, გრიგალი, ქარიშხალი, ჰაერის მასების მოძრაობა 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით);
  • ქურდობა, ძარცვა და / ან ყაჩაღობა;
  • მესამე პირთა ბოროტგანზრახული ქმედება;
  • სატრანსპორტო საშუალებათა შეჯახება;
  • დატბორვა;
  • კვამლით დაზიანება;


თითოეულ ადამიანს ესაჭიროება ღირსეული სიბერის უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ სტაბილური შემოსავლის არსებობას. სწორედ ამითაა განპირობებული კერძო საპენსიო სქემების მნიშვნელობა ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკაში, ვინაიდან იგი სოციალური დაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბერკეტია.
კერძო საპენსიო დაზღვევა
ნებაყოფლობითი საპენსიო დაზღვევა "ჯიპიაი ჰოლდინგის" უმთავრესი პრიორიტეტია. 2001 წელს ჩვენ პირველებმა შევთავაზეთ ქართულ საზოგადოებას კერძო საპენსიო დაზღვევა და ამ დღიდან მოყოლებული "ჯიპიაი ჰოლდინგი" პრაქტიკულად მარტო განაგრძობს აღნიშნულ საქმიანობას.
ჰოლდინგის საპენსიო სქემა მეტწილად კორპორაციულ საპენსიო ფონდს ემყარება. ჩვენი მონაწილეების დიდი უმრავლესობა სხვადასხვა მიმართულების, სიდიდისა და პროფილის 300-ზე მეტი კომპანიის თანამშრომლები არიან.
აი ის უმთავრესი ფაქტორები, რომლებიც, ჩვენი აზრით, "ჯიპიაი ჰოლდინგის" საპენსიო პროდუქტის წარმატებას უზრუნველყოფს:
  • მენეჯმენტის პატიოსნება და მაღალი პროფესიონალიზმი;
  • ფონდის გამჭვირვალობა და მისი მართვის გამოცდილება;
  • ჰოლდინგისადმი მინდობილი თანხების დაცვის მაღალი ხარისხი.
საპენსიო ფონდის წევრთა რაოდენობამ 2006 წელთან შედარებით 20%-ით გაიზარდა და 10,000-ს მიაღწია. საპენსიო შენატანებზე დარიცხულმა წლიურმა სარგებელმა 16% შეადგინა.

საპენსიო ფონდის წლიური ანგარიში
მაჩვენებლის სახელწოდება
2007
2008
მოქმედ საპენსიო ხელშეკრულებების მიხედვით მონაწილეთა ოდენობა
9,799
9,884
საპენსიო ფონდის ვალდებულებათა ღირებულების აქტუარული შეფასება
2,081,044 ლარი
2,313,891 ლარი
გაცემული თანხის ოდენობა მონაწილეზე მათი საპენსიო სქემიდან გასვლის შემთხვევაში
1,764,376 ლარი
3,125,562 ლარი
აკუმულირებული საპენსიო შენატანი
1,628,249 ლარი
1,698,494 ლარი
შემოსავალი საპენსიო რეზერვების ინვესტირებისგან
452,795 ლარი
615,397 ლარი
განთავსება უძრავი ქონებში
667,676 ლარი
699,307 ლარი
განთავსება საბანკო ანგარიშებზე და ანაბრებზე
1,413,368 ლარი
1,614,584 ლარი

ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული უდიდესი სოციალური პასუხისმგებლობა, რომელსაც აღნიშნული საქმიანობა გვაკისრებს. ამიტომაც 2004 წელს და შემდგომ წლებშიც დიდი გულისყურით მოვეკიდებით ყველაფერს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში კერძო საპენსიო კულტურის და შესაბამისად მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას.
ძიება საიტზე





მისია და მიზნები

ჩვენი მისიაა ვიზრუნოთ ხალხზე, დავიცვათ მათი სიცოცხლე, ქონება და ფინანსური ღირებულებები.
ჩვენი მიზნებია:
  • უზრუნველვყოთ კომპანიის სტაბილური ზრდა და მომგებიანობა;
  • საქართველოს მოსახლეობასა და კომპანიებს შევთავაზოთ თანამედროვე, მაღალი ხარისხის მომსახურება;
  • განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოდ ახალგაზრდა და საშუალო ასაკის კერძო სექტორში დასაქმებულ მოსახლეობას, რომელიც დიდ ყურადღებას ანიჭებს საკუთარი სოციალური გარანტიების შექმნას;
  • ქართულ საწარმოებს, მათ მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შევთავაზოდ საიმედო დაზღვევა ბიზნესის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სფეროში.
ჯიპიაი ჰოლდინგის მომავალის ხედვა:
  • ჩვენი სახლი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპაა;
  • ჩვენ ლიდერები ვართ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
  • ჩვენ ერთი ოჯახი ვართ;
  • ჩვენ ვზრუნავთ ხალხზე;
  • ჩვენ გვაქვს სოციალური პასუხისმგებლობა;
  • ჩვენ გამუდმებით ვქმნით ღირებულებებს.

No comments:

Post a Comment