Saturday, April 16, 2011

ცვლილებები 2010 წელს

                           სადაზღვევო ბაზარზე ახალი მოთამაშე შევიდა
    შპს "უნისონმა" არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზია საქართველოს ეროვნული ბანკისგან 2010 წლის 7 თებერვალს მიიღო.როგორც "უნისონის" გენერალურმა დირექტორმა მიხეილ კაკულიამ განაცხადა,კომპანია ბაზარზე აქტიურ ოპერირებას ერთ თვეში დაიწყებს.
    "უნისონის" დამფუძნებელი "აბსოლუტ ჰოლდინგია".
    მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად,სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისთვის ლიცენზიის მაძიებელი კომპანიის შევსებული კაპიტალის მინიმალური ოდენობა არასიცოცხლის დაზღვევაზე 1 მლნ ლარია(სიცოცხლის დაზღვევაზე 1,5 მლნ ლარი).
    სადაზღვევეო ბაზარზე "უნისონის"შესვლამდე 16 კომპანია ოპერირებდა.საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით 2010 წლის პირველ ნახევარში კომპანიებმა 222,66 მლნ ლარის სადაზღვევო პრემია მიიზიდეს.კომპანიების მიერ ანაზღაურებულმა ზარალებმა ამ პერიოდში 91,842 მლნ ლარი შეადგინა.

        სადაზღვევო ინდუსტრიის შემოსავლის ძირითადი წყარო ჯანმრთელობის დაზღვევაა
    სადაზღვევო ბაზარზე დაზღვევის 18 სახეობას შორის,2010 წლის იანვარ-სექტემბერში სამედიცინო დაზღვევა ლიდერობს.
    საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით,სამედიცინო დაზღვევის პოლისების გაყიდვით მიზიდული ჯამური პრემია ამ პერიოდში 216,776,211 ლარს გაუტოლდა,რაც მთლიანი ბაზრის 71,06%-ია.აღნიშნულ სექტორში  მიზიდულმა ჯამურმა პრემიამ 2009 წლის ოთხივე კვარტალში 247,255,530 ლარი შეადგინა.
     მეორე ადგილზე 8,53%-ით ქონების დაზღვევაა.ამ სფეროში სადაზღვევო კომპანიებმა 26,027,372 ლარი მიიზიდეს, 2009 წელს-29,618,711 ლარი.
     მესამე ადგილზე 6,96%-ით სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევაა,სადაც მიზიდულმა პრემიამ 21,232,089 ლარი შეადგინა, 2009 წელს-27,536,402 ლარი.

სადაზღვევო კომპანიების რეიტინგი 2010 წლის სამ კვარტალში მიზიდული პრემიის მიხედვით
   სადაზღვევო ბაზარზე მოქმედმა 16-მა სადაზღვევო კომპანიამ 2010 წლის იანვარ-სექტემბერში 305,076 მლნ ლარის ჯამური სადაზღვევო პრემია მიიზიდა.
    მიზიდული პრემიის მაჩვენებლის მიხედვით,სადაზღვევო ბაზრის ლიდერი 2010 წლის 1-ლი ოქტომბრის მონაცემებით,კომპანია "იმედი L ინტერნატიონალია",რომელმაც ამ პერიოდში 71,874 მლნ ლარის სადაზღვევო პრემია მიიზიდა,შესაბამისად,კომპანია ბაზრის 23,5%-იან წილს აკონტროლებს.
   მეორე ადგილზე "ალდაგი ბი-სი-აია",რომლის საბაზრო წილი 17,01%-ია.კომპანიამ ამ პერიოდში 52,040 მლნ ლარის სადაზღვევო პრემია მიიღო.
    მესამე ადგილზე კი 42,533 მლნ ლარის სადაზღვევო პრემიით "ჯი-პი-აი ჰოლდინგს" ერგო.კომპანიის წილი ბაზარზე 2010 წლის სამი კვერტლის მონაცემებით 13,91%-ია.


  სადაზღვევო კომპანია მოზიდული პრემია წილი ბაზარზე
1 იმედი 71 874 034 23,50%
2 ალდაგი ბი-სი-აი 52 040 591 17,01%
3 ჯი-პი-აი ჰოლდინგი 42 533 750 13,91%
4 ირაო 35 208 336 11,51%
5 აისი ჯგუფი 30 697 579 10,03%
6 ალფა 28 691 003 9,38%
7 ვესტი 13 477 785 4,40%
8 ქართუ 10 474 275 3,42%
9 არქიმედეს გლობალ ჯორჯია 7 905 727 2,85%
10 პარტნიორი 4 520 934 1,47%
11 ტაო 2 765 192 0.90%
12 მობიუსი 1 957 155 0.64%
13 სტანდარტ დაზღვევა საქართველო 1 910 564 0,64%
14 ჩარტის ევროპა-საქართველოს ფილიალი 778 432 0,25%
15 არდი ჯგუფი 240 737 0,07%
16 პსპ სამედიცინო დაზღვევა 0 0%
  სულ 305 766 094 100%

Friday, April 15, 2011

მოსახლეობის ტოტალური სოციალური დაუცველობის ფონზე სადაზღვევო სისტემა ერთადერთი მექანიზმია,რომელმაც ნაწილობრივ მაინც შეიძლება დაფაროს არსებული რისკები

    ჯანმრთელობის დაცვის,სიბერის და ა.შ. სადაზღვევო სისტემა დღეს წამყვანია და ყველაზე უფრო რაციონალური უზრუნველყოფის არსებულ მექანიზმებს შორის.დღეს სადაზღვევო სისტემა ყველაზე უფრო განვითარებულია სკანდინავიის ქვეყნებში,საფრანგეთში,შვეიცარიაში,ბელგიაში და ა.შ.,ანუ იმ ქვეყნებში,სადაც ტრადიციულად ძლიერია პროფკავშირული მოძრაობა,რის გამოც თანამედროვე სადაზღვევო სისტემა მთავრობასა და პროფკავშირებს შორის მიღწეული კონსესუსის შედეგია.
      ამ ქვეყნებში ტრადიციულად არსებობს სადაზღვევო სისტემა სამი პარალელური და ერთმანეთის შემავსებელი მიმართულება:
   1.სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევა;
   2.ნებაყოფლობითი სიბერის დაზღვევა;
   3.კერძო დაზღვევა.
     თანამედროვე სადაზღვევო სისტემის 60 წლის გამოცდილებამ ნათლად ცხადყო,რომ თუ სავალდებულო სადაზღვევო ფონდს სახელმწიფო აკონტროლებს,ეს ფონდი,როგორც წესი,კორუმპირებული და არაქმედითუნარიანია.ამიტომ,მაგალითად, საფრანგეთში სავალდებულო სადაზღვევო ფონდს პროფკავშირები აკონტროლებს.
     სადაზღვევო ფონდი,თეორიულად მაინც საერთო ეროვნული საკუთრებაა.თუ ერთი კომპანია მას ჯეროვნად ვერ მართავს,ფონდი სხვა კომპანიას უნდა გადაეცეს.ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული,თუ კონტროლის რა მექანიზმებს შეიმუშავებს სახელმწიფო და რამდენად აქტიურად ჩაერთვება ფონდის მონიტორინგში სამოქალაქო საზოგადოება.
      სადაზღვევო ბაზარი დღეს მართლაც სწრაფი ტემპით ვითარდება.ეს გასაგებიცაა:არსებული ეკონომიკური სიდუხჭირის პირობებში,მოსახლეობის ტოტალიტარული სოციალური დაუცველობის ფონზე სადაზღვევო სისტემა ერთადერთი მექანიზმია,რომელმაც ნაწილობრივ მაინც შეიძლება დაფაროს არსებული რისკები.
     კარგად უნდა გვესმოდეს,რომ სადაზღვევო კომპანია-საქველმოქმედო ორგანიზაცია არ არის,დაზღვევა-ბიზნესის ისეთივე სახეობაა,როგორც,მაგალითად,საბანკო საქმე.
     ყველაზე მთავარი მოსახლეობის ნდობის მოპოვებაა.მოქალაქემ უნდა იცოდეს,რომ მისი ფული აუგად არ იქნება გამოყენებული,რომ თუ მას დასჭირდა სადაზღვევო კომპანია მის გვერდით დადგება,რომ მას გაკოტრება არ ემუქრება,რომ რისკები გადაზღვეულია მსოფლიოს უმსხვილეს სადაზღვევო კომპანიებში.
     არსებული მონაცემებით,დღეს საქართველოს ბანკებში ფულადი სახსრების 2 მილიარდ დოლარზე მეტია განთავსებული.სადაზღვევო საქმიანობის ჯეროვანი განვითარების შემთხვევაში,განსაკუთრებით კი ფინანსურად დაცული ქმედითუუნარობისა და სიბერის დაზღვევის სისტემის შემუშავების შემდეგ ამ ფულის სულ მცირე 40% სადაზღვევო კომპანიებში გადაინაცვლებს.

Thursday, April 14, 2011

საჯარო ბიბლიოთეკა

Print Version
საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა
 
მისამართი:
გუდიაშვილის ქ. 7, თბილისი, 0107
ტელ.: +995 (32) 97 16 61; 97 16 14
ფაქსი: +995 (32) 97 16 15

ბიბლიოთეკა მკითხველს ემსახურება ყოველდღე, 9:30-20:00. ბიბლიოთეკა ისვენებს მხოლოდ ქვეყანაში გამოცხადებული საყოველთაო უქმე დღეებში.
ბიბლიოთეკის ადგილმდებარეობა:საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის I, II, III, IV კორპუსები მდებარეობს თბილისის ცენტრში, გუდიაშვილის ქუჩაზე, V კორპუსი კი – საბურთალოს ქუჩაზე.
I კორპუსი, მისამართი: გუდიაშვილის ქ. 5

I კორპუსში განთავსებულია:

– საერთო სამკითხველო დარბაზი,
– სამეცნიერო სამკითხველო დარბაზი,
– პერიოდულ გამოცემათა სამკითხველო დარბაზი,
– საცნობარო-ბიბლიოგრაფიული განყოფილება,
– იშვიათ გამოცემათა დარბაზი


II კორპუსი, მისამართი: გუდიაშვილის ქ. 5
II კორპუსში განთავსებულია:

– საქართველოში ნაბეჭდი და ელექტრონული გამოცემების საარქივო ფონდის განყოფილება,
– ბიბლიოეკათშორისი აბონემენტის განყოფილება,
– ISBN წიგნის, ISSN სერიული გამოცემების და  ISMN მუსიკალური გამოცემების საერთაშორისო სტანდარტული ნომრების განყოფილება



III კორპუსი, მისამართი: გუდიაშვილის ქ. 7
III კორპუსში განთავსებულია:
– ქართველოლოგიის განყოფილება,
– საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კულტურული პროგრამების განყოფილება
– ორიენტალისტიკის სამკითხველო დარბაზი,
– ანგლოამერიკული ლიტერატურის სამკითხველო დარბაზი,
– ელექტრონული რესურსებით მომსახურების განყოფილება,
– ვილჰემ ჰუმბოლდტის სახელობის გერმანულენოვანი ლიტერატურის ბიბლიოთეკა,
– დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრის მედიათეკა,
– საბავშვო ცენტრი

 
IV კორპუსი, მისამართი: ფურცელაძის ქ. 11
IV კორპუსში განთავსებულია:

 – მკითხველთა რეგისტრაციის განყოფილება 




V კორპუსი, მისამართი: საბურთალოს ქ.47
 V კორპუსში განთავსებულია:

–  სანოტო-აუდიოვიზუალური გამოცემებით მომსახურების განყოფილება,
– პლაკატისა და ესტამპის განყოფილება,
– კარტოგრაფიის განყოფილება,
– ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და სტანდარტების განყოფილება,
– სამოქალაქო განათლების განყოფილება,
– გამომცემლობის განყოფილება



                                            ბიბლიოთეკაში გაწევრიანება 
ბიბლიოთეკაში გაწევრიანებისათვის მოქალაქემ უნდა გაიაროს რეგისტრაცია.
ბიბლიოთეკაში გაწევრიანება შეუძლია საქართველოსა და უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქეს, რომელიც მკითხველთა რეგისტრაციის განყოფილებაში წარადგენს მოქალაქის პირადობის მოწმობას (ბინის აღნიშვნით).
სკოლის მოსწავლე, რომელსაც არ აქვს მოქალაქის  პირადობის მოწმობა, წარადგენს დაბადების მოწმობას, მოსწავლის მოწმობას და  მშობლის პირადობის მოწმობას.
მკითხველის ბილეთი გაიცემა უვადო სარგებლობის უფლებით.
მკითხველთა რეგისტრაციის განყოფილება მდებარეობს ბიბლიოთეკის IV კორპუსში, ფურცელაძის ქუჩა N11.
განყოფილება მუშაობს ყოველდღე 9:30–დან 18:00–მდე.
მკითხველი ვალდებულია

  • წარმოადგინოს მკითხველის ბილეთი ბიბლიოთეკაში შემოსვლისას, გასვლისას, შეკვეთილი მასალის მიღებისას

  • მკითხველის ბილეთის დაკარგვის შემთხვევაში სასწრაფოდ აცნობოს მკითხველთა რეგისტრაციის განყოფილებას

  • დაიცვას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზებით, ფონდებით, კატალოგებით, კარტოთეკებით სარგებლობის წესები.


    Print Version
    საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზებით, ფონდებით, კატალოგებით, კარტოთეკებით სარგებლობის წესები
    1. ზოგადი დებულებები
    1. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა წარმოადგენს ქვეყნის მთავარ სახელმწიფო კულტურულ-საგანმანათლებლო, სამეცნიერო და საინფორმაციო დაწესებულებას, საბიბლიოთეკო სისტემის მთავარ ბიბლიოთეკას, ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს.
    მისი საქმიანობა განისაზღვრება კანონებით: "საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ"; "საქართველოს საბიბლიოთეკო საქმის შესახებ"; "საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის დებულებით", სხვა ნორმატიული და ადმინისტრაციული აქტებით.
    2. საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას უფლება აქვს გაატაროს კანონით გათვალისწინებული ზომები იმ პირთა მიმართ, რომლებიც არღვევენ ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზებით, ფონდებით, კატალოგებით, კარტოთეკებით სარგებლობის წესებს ან მატერიალურ ზიანს აყენებენ ეროვნულ ბიბლიოთეკაში არსებულ სახელმწიფო და ბიბლიოთეკის ქონებას.
    ეროვნულ ბიბლიოთეკაში არსებული სახელმწიფო და ეროვნული  ბიბლიოთეკის ქონების და ფონდის დაცვა, მოვლა-პატრონობა სავალდებულოა ბიბლიოთეკის ყველა თანამშრომლისა და მკითხველისათვის.
    3. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტის განყოფილების საშუალებით, აწარმოებს ფონდების დროებით სარგებლობისათვის გაცემას სხვა ბიბლიოთეკებზე.
    განსაკუთრებულ შემთხვევებში სარეზერვო-გაცვლითი ფონდიდან ხდება ფონდის გაცემა მისი გაცვლის ან გადაცემის მიზნით სხვა ბიბლიოთეკებისათვის.
    4. ეროვნულ ბიბლიოთეკაში სამკითხველო დარბაზები დიფერენცირებულია დარგობრივი და საგანმანათლებლო პრინციპებით. ბიბლიოთეკის ფონდები და მასალები გაიცემა მხოლოდ ბიბლიოთეკის შესაბამის სამკითხველო დარბაზებში.
    სხვა სამკითხველო დარბაზებში ფონდების გატანა დასაშვებია, განსაკუთრებულ შემთხვევებში, უფლებამოსილი პირის ნებართვის საფუძველზე.
    5. იშვიათ გამოცემათა ფოტოასლებისა და ქსეროასლის გადაღება ნებადართულია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში უფლებამოსილი პირის ნებართვით.
    6.     რარიტეტული გამოცემები და საარქივო ეგზემპლარები გაიცემა მხოლოდ სპეციალური ნებართვის საფუძველზე.
    მუხლი 2. ბიბლიოთეკის მკითხველის რეგისტრაცია
     მოქალაქეს, რომელსაც სურს ისარგებლოს ეროვნული ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზებით, ფონდებში დაცული მასალით, კატალოგებით, ელექტრონული რესურსებით, აუცილებელია ჰქონდეს ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველთა რეგისტრაციის განყოფილების მიერ გაცემული მკითხველის ბილეთი.
    მკითხველის ბილეთის მიღებისთვის აუცილებელია– მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა (საცხოვრებელი ადგილის მისამართის აღნიშვნით).
    მკითხველის ბილეთის ვადის გასვლის შემდეგ მკითხველს შეუძლია გააგრძელოს მისი მოქმედების ვადა, რისთვისაც საჭიროა ვადაგასული ბილეთისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა.
    მუხლი 3. ბიბლიოთეკის მკითხველის უფლებები
    საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველს უფლება აქვს:
    1. მიიღოს სრული ინფორმაცია და კონსულტაცია ინფორმაციის პირველადი წყაროების მოძიების, ფონდების, ფაქტოგრაფიული მონაცემების დაზუსტების საკითხებზე, ჩაატაროს საცნობო–ბიბლიოგრაფიული ძიება ბიბლიოთეკაში არსებული საბიბლიოთეკო რესურსების გამოყენებით (კატალოგი, კარტოთეკა, ელექტრონული რესურსი, ფონდი).
    2. ისარგებლოს ეროვნული ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზებით, ფონდებით, კატალოგებით, კარტოთეკებით, ელექტრონული რესურსებით.
    3. მოითხოვოს გამოწერილი მასალის გადანახვა ათიდან ოც დღემდე ვადით. მასალის გადანახვის ვადას განსაზღვრავს უფლებამოსილი პირი.
    4. გადაიღოს ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული მასალის ასლები, რომლის გადაღების უფლებას განსაზღვრავს უფლებამოსილი პირი.
    5. გამოიწეროს ერთდროულად არაუმეტეს 5 საბიბლიოთეკო ერთეული. საბიბლიოთეკო მასალის მიწოდების დრო დამოკიდებულია ბიბლიოთეკის საცავში მასალის ადგილმდებარეობაზე და არ უნდა აღემატებოდეს 40 წუთს.
    6.  ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტის განყოფილების საშუალებით სამკითხველო დარბაზებში მიიღოს ის გამოცემები, რომლებიც არ მოიპოვება ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში.
    7.  მკითხველთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით წინადადებებით მიმართოს ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაციას.
    მუხლი 4. ბიბლიოთეკის მკითხველის ვალდებულებები
    საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველი ვალდებულია:
    1. ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში შესვლისას და გასვლისას წარადგინოს მკითხველის ბილეთი.
     მკითხველის ბილეთის წარდგენა საჭიროა მასალის მიღებისას.
    2.  მასალის მიღების დროს გადაათვალიეროს იგი, დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს უფლებამოსილ პირს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაზიანებულ მასალაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება მკითხველს, რომელმაც ბოლოს ისარგებლა აღნიშნული მასალით.
    3.  გაუფრთხილდეს მასზე გაცემულ მასალას, არ დააზიანოს, არ ჩაკეცოს ფურცლები, არ გააკეთოს მინაწერები და სხვა.
    4.  მკითხველის ბილეთის დაკარგვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს უფლებამოსილ პირს და მკითხველთა რეგისტრაციის განყოფილებას.
    5.  დაიცვას სიჩუმე, წესრიგი, საზოგადოებრივი ქცევისა და ჰიგიენური ნორმები.
    თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც შეაწუხებს სხვა მკითხველს და ბიბლიოთეკის თანამშრომელს.
    აღნიშნული ქმედებისათვის ორჯერ გაფრთხილების შემთხვევაში, მკითხველს ჩამოერთმევა მკითხველის ბილეთი ერთი წლის ვადით.
    6.  თითოეული მკითხველი პასუხისმგებელია პირად ქონებაზე, მათ შორის ძვირფას ნივთზე, ჩანთაზე, მობილურ ტელეფონზე. აღნიშნული ქონების უმეთვალყურეოდ დატოვების ან დაკარგვის შემთხვევაში ეროვნული ბიბლიოთეკა იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას.
    პირადი ნივთის დაკარგვისას მკითხველმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს  ეროვნული ბიბლიოთეკის დაცვისა და უსაფრთხოების განყოფილებას.
    7.  ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში ყოფნისას დაიცვას ბიბლიოთეკის ადმინისტრციის მიერ დადგენილი ნორმები და ქცევის წესები.
    8.  მკითხველს ეკრძალება:
    ა) მკითხველის ბილეთის სხვისთვის გადაცემა ან სხვისი ბილეთით სარგებლობა.
    ბ) საბიბლიოთეკო მასალების ბიბლიოთეკიდან ან სამკითხველო დარბაზიდან გატანა უფლებამოსილი პირის ნებართვის გარეშე.
    გ) წიგნის, გაზეთის, ჟურნალისა და სხვა ნაბეჭდი ერთეულების ბიბლიოთეკის შენობაში შემოტანა.
    დ) ნებისმიერი სახის იარაღის, მათ შორის: ფეთქებადი ნივთიერებების, მჭრელი და ბასრი იარაღების, ნივთების, მუსიკალური ინსტრუმენტების, ვიდეო კამერების, სასმელების, საკვები პროდუქტების შემოტანა.
    ე) ბიბლიოთეკის მკითხველთა, თანამშრომელთა და ფონდების უსაფრთხოების მიზნით: ჩანთა, დიდი ზომის კონვერტი, პარკი – ეროვნული ბიბლიოთეკის დაცვისა და უსაფრთხოების განყოფილების მიერ  ექვემდებარება შემოწმებას.
    ვ) კატალოგებიდან და კარტოთეკებიდან ბიბლიოგრაფიული ჩანაწერების, ბარათების ამოღება.
    ზ) შენობაში თამბაქოს მოწევა, გარდა თამბაქოს მოწევისათვის საგანგებოდ გამოყოფილი ადგილებისა;
    თ) სამკითხველო დარბაზებში მობილური ტელეფონით სარგებლობა.
    მუხლი 5. მკითხველის პასუხისმგებლობა წინამდებარე წესების  დარღვევისათვის
    საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზებით, ფონდებით, კატალოგებით, კარტოთეკებით სარგებლობის წესების დარღვევის შემთხვევაში მკითხველს ჩამოერთმევა მკითხველის ბილეთი 1 წლის ვადით. სახელმწიფო და ეროვნული ბიბლიოთეკის ქონებისთვის მიყენებული ზარალისთვის მკითხველი პასუხს აგებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის
    გენერალური დირექტორის
    ბრძანება # 12 2009 წლის 21 იანვარი

    ბიბლიოთეკის წიგნთან მოპყრობის ოცი წესი
    Print Version
    • არ გადაკეცოთ წიგნი, მაშინაც კი, როცა მას რბილი ყდა აქვს. არ სცადოთ ძალის გამოყენება, თუ წიგნი ცუდად იფურცლება.
    • არ გადაკეცოთ გვერდის კუთხე, მაშინაც კი, თუ არ გაქვთ სანიშნი.
    • ნუ ეცდებით დაჭმუჭნული ან დაზიანებული მუყაოს ყდის გასწორებას.
    • კითხვის დროს ნუ დაეყრდნობით წიგნს იდაყვით.
    • ეცადეთ, არ დააგდოთ წიგნი ძირს და, საერთოდ, არავის მისცეთ უფლება მოეპყროს წიგნს ბარბაროსულად.
    • არ დადოთ წიგნი იატაკზე ან ფანჯრის რაფაზე. (გახსოვდეთ, რომ წიგნისთვის ერთნაირად საზიანოა როგორც მტვერი, ასევე მზის სხივები).
    • შეეცადეთ, არ დატოვოთ წიგნში საკუთარი შენიშვნები (ხაზგასმა, მინაწერები, გზავნილები) და, საერთოდ, არ შეეხოთ წიგნს საწერი საგნებით.
    • წიგნზე არ დადოთ ფურცლები რომელზეც წერთ.
    • არ მიიტანოთ ბიბლიოთეკაში ისეთი მასალა, რომელიც ზიანს მიაყენებს წიგნს (საჭმელი, წებო, მელანი, სკოჩი და სხვ.) ეცადეთ, კითხვის დროს არ დალიოთ წვენები და არ ჭამოთ, არ შეიძლება გაშლილ წიგნზე გათალოთ ფანქარი.
    • ფრთხილად მოეპყარით ძველ და გაცრეცილ წიგნებს. თავი შეიკავეთ იმისგან, რომ კითხვის დროს სტრიქონს ხელი გააყოლოთ, ამისთვის გამოიყენეთ სანიშნი ან ქაღალდის ნაჭერი.
    • დამოუკიდებლად ნუ შეეცდებით საკანცელარიო წებოთი დააკრათ გვერდის მოხეული ნაწილი და ან სკოჩით შეაერთოდ დაზიანებული გვერდები. დამოუკიდებლად არ გაუკეთოთ რესტავრაცია საბიბლიოთეკო წიგნს - დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობეთ ბიბლიოთეკარს.
    • სანიშნის მაგივრად არ გამოიყენოთ პირველივე შემხვედრი საგანი (კალამი, გასახდელის ნომერი, ან მისთანები).
    • შეეგუეთ იმას, რომ თქვენ გთხოვენ გასახდელში დატოვოთ ზამთრის ტანსაცმელი (ქურქები, პალტოები, ლაბადები, ქურთუკები). მისი მტვერი საზიანოა წიგნისათვის.
    • თუ თქვენ მიიღეთ წიგნი, რომელიც შეკრულია თასმებით, არ გახსნათ დამოუკიდებლად, მიმართეთ ბიბლიოთეკარს.
    • თუ თქვენ აღმოაჩინეთ, რომ წიგნში გვერდები გაუხსნელია, არ იხმაროთ მაკრატელი ან სახაზავი. ამ შემთხვევაში სთხოვეთ ბიბლიოთეკარს, მოგცეთ სპეციალური დანა და გაჩვენოთ, როგორ შეიძლება ამ დანით სარგებლობა.
    • თუ არის საშუალება ისარგებლოთ წიგნის ქსეროასლით, უპირატესობა მიანიჭეთ მას და არა ორიგინალს.
    • გადაშლილი წიგნი არ დატოვოთ მაგიდაზე. წიგნი არ დადოთ მაგიდის ნაპირას თუ მისი ფურცლები ჩამოკიდებულია.
    • ნუ აყვებით ცდუნებას და არ გაიყოლიოთ წიგნი სადილობისას ან მოსაწევ ოთახში გასვლისას, სადაც არ არის რეკომენდებული წიგნის კითხვა ან წიგნს საფრთხე ელის.
    • წიგნის მიღებისას მაშინვე შეამოწმეთ წიგნის ვარგისიანობა, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ არ გექნებათ საშუალება დაამტკიცოთ თქვენი უდანაშაულობა დეფექტის აღმოჩენისას.
    • ალბათ ეს ზედმეტია, მაგრამ არ იქნება ურიგო, შეგახსენოთ, რომ უხეში მოპყრობისას ან დაზიანების შემთხვევაში (გვერდების ამოხევა, დაზიანება და სხვ.) თქვენ გელით (როგორც მინიმუმი) ბიბლიოთეკიდან სამუდამო გაძევება.
     






  • საცნობარო-ბიბლიოგრაფიული განყოფილება


    ეროვნულ ბიბლიოთეკის საცნობარო-ბიბლიოგრაფიულ განყოფილებაში ფუნქციონირებს გ. გეხტმანის სახელობის სამკითხველო დარბაზი და საინფორმაციო სერვის სამსახური. გეხტმანის სახელობის სამკითხველო დარბაზი მკითხველს სთავაზობს ოპერატიულ მომსახურებას ბიბლიოთეკის საცნობო-საძიებო სისტემის გამოყენებით. ეს არის ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგები და მონაცემთა ბაზები, საცნობარო-ბიბლიოგრაფიული განყოფილების წიგნადი ფონდი და თემატური კარტოთეკები, ცნობარები. მკითხველისთვის ხელმისაწვდომია სამეცნიერო ლიტერატურის ცნობილი გამომცემლობების ელექტრონული მონაცემთა ბაზები. ასევე ემსახურება ინტერნეტ რესურსებით და საქართველოს კნონმდებლობის ნორმატიული აქტების კრებულით "კოდექსით". მკითხველს აქვს იმის საშუალებაც, რომ მისთვის საჭირო ინფორმაცია ჩაიწეროს ინფორმაციის მაგნიტურ მატარებელზე (CD, USB).

    საინფორმაციო სერვის სამსახური მკითხველს ემსახურება ბიბლიოგრაფიული კონსულტაციით:
    • როგორ მოძებნოს მისთვის საჭირო ლიტრატურა;
    • მიიღოს დაზუსტებული ინფორმაცია წიგნის ან სატატიის მონაცემებზე;
    • სად და რა შემთხვევაში გამოიყენოს ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსები,  ანბანური და სისტემატური კატალოგები;
    • მიიღოს ინფორმაცია საკურსოების, სამეცნიერო ნაშრომების ლიტერატურის სიის შედგენასა და გაფორმებაზე;
    • მიიღოს თემატური, მეთოდური, ფაქტოგრაფიულად დაზუსტებული ხასიათის ზეპირი ცნობები;
    • მიიღოს ინფორმაცია ბიბლიოთეკის კატალოგების, კარტოთეკების, საცნობო - ბიბლიოგრაფიული გამოცემების გამოყენების შესახებ.
    მისამართი: გუდიაშვილის ქ. 7,  III კორპუსი, 0 სართული
    სამუშაო საათები: 09.30 : 20.00, ყოველდღე
    ტელ.: 97 16 36 
    ელ.ფოსტა: mmeskhi@nplg.gov.ge

    საცნობარო-ბიბლიოგრაფიული განყოფილება


    ბიბლიოთეკათაშორისი აბონემენტი
    ბიბლიოთეკათაშორისი აბონემენტის საშუალებით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის  საერთო საცავიდან დროებითი სარგებლობისათვის გაიცემა ლიტერატურა იმ ორგანიზაციებზე და დაწესებულებებზე, რომელთაც თავიანთ სტრუქტურაში აქვთ ბიბლიოთეკები და სამეცნიერო–საინფორმაციო განყოფილებები.
    ბიბლიოთეკათაშორისი აბონემენტით სარგებლობის უფლება აქვთ:
    1. რეგიონალურ, საქალაქო და სარაიონო ცენტრალურ ბიბლიოთეკებს;
    2. დარგობრივ სამეცნიერო ბიბლიოთეკებს და სამეცნიერო–საინფორმაციო ცენტრებს;
    3. მსხვილი სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანებების სამეცნიერო-ტექნიკურ ბიბლიოთეკებს და საინფორმაციო ორგანოებს;
    4. სპეციალურ: მეცნიერებათა აკადემიის, სამეცნიერო-კვლევით და სასწავლო დაწესებულებების, თეატრების, მუზეუმების და  სამეცნიერო საზოგადოებების ბიბლიოთეკებს;
    5. სახელმწიფო აპარატის და სამთავრობო დაწესებულებების ბიბლიოთეკებს;
    საზღვარგარეთის ბიბლიოთეკებს და სამეცნიერო–საინფორმაციო ორგანოებს.
    მისამართი: გუდიაშვილის ქ. 5,  I კორპუსი, II სართული
    სამუშაო საათები: 09.30 : 18.00, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა
    ტელ.: 97 16 49
    ელ.ფოსტა: nkhvedeliani@nplg.gov.ge;
                  
    ill@nplg.gov.ge
    ბიბლიოთეკათაშორისი აბონემენტის განყოფილება

    ISBN წიგნის, ISMN მუსიკალური გამოცემების, ISSN სერიული გამოცემების საერთაშორისო სტანდარტული ნომრები
    Print Version
    ISBN, ISMN და ISSN მსოფლიოში ცნობილია, როგორც მექანიკურად საკითხავი საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც შეუცდომლად ახასიათებს ნებისმიერ წიგნს, მუსიკალურ და პერიოდულ გამოცემას.  ISBN, ISMN და ISSN არის საფუძველი ნაბეჭდ ერთეულთა სექტორის სამი შემადგენელი კომპონენტის ურთიერთკავშირისათვის – გამომცემლობითი, სავაჭრო და ბიბლიოთეკური. ნომერი ენიჭება ყოველ ცალკეულ გამოცემას და მათი საშუალებით ხდება შეკვეთისა და დისტრიბუციის სისრულეში მოყვანა. ISBN–ის, ISMN–ისა და ISSN–ის საშუალებით იოლად მოიძებნება ინფორმაცია სასურველი ნაბეჭდი ერთეულის შესახებ.
      
    ეროვნული ბიბლიოთეკის ISBN–ის, ISMN–ისა და ISSN–ის საერთაშორისო სტანდარტული ნომრების განყოფილება:
    · გასცემს ISBN წიგნის, ISMN მუსიკალური გამოცემისა და ISSN სერიული გამოცემის საერთაშორისო სტანდარტულ ნომრებს გამომცემლობებზე და ავტორ–გამომცემლებზე;
    · ახორციელებს კონტროლს საერთაშორისო სტანდარტული ნომრის მინიჭებასა და შენარჩუნებაზე;

    გამომცემლობები და ავტორ–გამომცემლები ვალდებულნი არიან მიანიჭონ საერთაშორისო სტანდარტული ნომრები მათ მიერ გამოცემულ თითოეულ ნაბეჭდ ერთეულს, რათა შესაძლებელი გახდეს მათი ჩართვა გამომცემელთა საერთაშორისო ცნობარში.
    საერთაშორისო სტანდარტული ნომრები ლეგალურს, კანონიერს ხდის თვით გამავრცელებლის     საქმიანობას. როდესაც საქართველოში  წიგნი და პერიოდული გამოცემა იბეჭდება არალეგალურად, გამომცემლობათა გვერდის ავლით, ასეთი ლიტერატურა  არსად არის აღრიცხული და ძნელია მათი კონტროლი.
    გამომცემლობები და ავტორ–გამომცემლები ვალდებულნი არიან გადასცენ გამოცემის ოთხი ეგზემპლარი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას.

    ISBN–ის ( წიგნის საერთაშორისო სტანდარტული ნომერი) სააგენტო მდებარეობს ლონდონში.


    ISMN–ის (მუსიკალური გამოცემების საერთაშორისო სტანდარტული ნომერი) სააგენტო მდებარეობს ბერლინში.


    ISSN–ის (სერიული გამოცემების საერთაშორისო სტანდარტული ნომერი) ცენტრი მდებარეობს პარიზში.
    მისამართი: გუდიაშვილის ქ. 5, II კორპუსი, III სართული
    სამუშაო საათები: 09.30 : 18.00, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა
    ტელ.: 97 16 32; 97 16 31
    ელ.ფოსტა: nsimonishvili@nplg.gov.ge (ISBN,ISMN)
    ელ.ფოსტა: mkenchoshvili@nplg.gov.ge (ISSN)
    ISBN–ის, ISMN–ისა და ISSN–ის საერთაშორისო სტანდარტული ნომრების განყოფილება


    ჯანმრთელობის დაზღვევის ისტორია

    დაზღვევა არის რისკის მართვის ერთ-ერთი ფინანსური ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია რისკის შედეგად წარმოქმნილი ფინანსური ზარალის თავიდან აცილება (სადაზღვევო საზოგადოებაზე გადაცემა).
    კლიენტსა (დამზღვევი) და სადაზღვევო საზოგადოებას (მზღვეველი) შორის დადებული სადაზღვევო ხელშეკრულებისას დამზღვევის მიერ ხდება რისკის მზღვეველისათვის გადაცემა, რის შემდეგაც შესაძლო ზარალის დროს მზღვევლი დამზღვევს სრულად აუნაზღაურებს ფინანსურ ზარალს იმ ოდენობით და იმ პირობებით, რომელიც სადაზღვევო ხელშეკრულებაშია ჩადებული.

    “ჯანმრთელობის დაზღვევის ისტორია”
    დაზღვევის ისტორია იმდენად ძველია, რომ შეუძლებელია დადგინდეს მისი წარმოშობის ზუსტი თარიღი. საზოგადოების განვითარების ყოველ საფეხურზე არსებობდა ურთიერთდახმარების ტრადიცია. სტიქიური უბედურებებისა თუ ავადმყოფობის დროს ადამიანები აერთიანებდნენ თავიანთ ძალებს, შესაძლებლობებს, სახსრებს, რათა დახმარებოდნენ დაზარალებულებს, ღარიბებს, ობლებს და ავადმყოფებს. ჯერ კიდევ უძველესი დროიდან მოქმედებდა გარკვეული წესები, რომლებიც არეგულირებდნენ სოციალური და სამედიცინო დახმარების გაწევას. მართალია პრიმიტიულ დონეზე, მაგრამ ხდებოდა ინდივიდუალური რისკის საზოგადოების სხვადასხვა ფენებზე გადანაწილება.
    მოუსავლიანობისა და ომიანობის პირობებში მოსახლეობის გადასარჩენად ეფექტურ საშუალებას წარმოადგენდა საერთო მარაგის შექმნა. ამისათვის მშვიდობიან პერიოდში საზოგადოებისგან იკრიფებოდა გადასახადი და იქმნებოდა ფონდები. ამგვარად, საერთო ფონდის პრინციპი უძველესი დროიდან გამყარდა კაცობრიობის ცნობიერებაში.
    კაცობრიობის განვითარებასთან ერთად შეინიშნებოდა ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება, რაც თავისთავად იწვევდა სამედიცინო დახმარებაზე მოთხოვნილების ზრდას. ხშირ შემთხვევაში ადამიანებს არ შეეძლოთ მკურნალობისათვის საჭირო თანხების გადახდა და შესაბამისად ვერ იღებდნენ სათანადო მკურნალობას. მაშინ წარმოიშვა იდეა საერთო ფონდების შექმნის შესახებ, სადაც ადამიანები ერთიანდებოდნენ ნათესაური, პროფესიული, ან ტერიტორიული ნიშნებით და სამედიცინო დახმარებისათვის განკუთვნილ საერთო ფონდში აგროვებდნენ საჭირო თანხებს. ასეთი მარტივი სახით შეიძლება წარმოვადგინოთ სისტემის ჩამოყალიბება, რომელსაც ჩვენ სამედიცინო დაზღვევას ვუწოდებთ.
    დაზღვევის ცალკეული ელემენტები ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტესა და რომის იმპერიაში არსებოდა. მაგალითად, ძველ ეგვიპტეში (ძვ. წ. IV ათასწლეული) შეიქმნა ქვისმთლელთა ურთიერთდახმარების ფონდები. ძველ რომში სხვადასხვა პროფესიულ ჯგუფებში (ე.წ. კოლეგიები), ფართოდ იყო გავრცელებული ურთიერთდაზღვევა. წესის მიხედვით, კოლეგიაში გაწევრიანებისას, ახალ წევრს უნდა გადაეხადა ერთდროული, ხოლო შემდეგ ყოველთვიური გადასახადი. კოლეგიების სალაროები ხმარდებოდა გარდაცვლილთა დაკრძალვასთან, რელიგიური დღესასწაულების ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვას. სამხედრო კოლეგიებში ყოველთვიური შესატანებით დაგროვილი თანხები ხმარდებოდა სამხედრო მოსამსახურეებს (ადგილის შეცვლის ან ჯარიდან დათხოვნისას).
    რომაელი საზოგადო მოღვაწისა და ისტორიკოსის ტერტულიანეს (დაახლ. ჩვ. წ. 200 წ.) მიერ მოწოდებული ცნობებით, რომის იმპერიის მსგავსად საბერძნეთშიც იქმნებოდა სპეციალური ფონდები, სადაც დაგროვილი თანხებით შესაძლებელი ხდებოდა სამედიცინო დახმარების გაწევა ავადმყოფებზე, ღარიბ ფენებზე.
    შუა საუკუნეებში, დასავლეთ ევროპის მონასტრებთან არსებული საავადმყოფოებისათვის სისტემატურად გროვდებოდა გარკვეული შესაწირი. აღსანიშნავია, რომ საქართველოში, დავით აღმაშენებლის მეფობის დროს (XI ს.) სასნეულოების წამლებითა და სამედიცინო ინვენტარით მომარაგება ხდებოდა სამეფო ხაზინის ხარჯზე. მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ რელიგიური ინსტიტუტები. ეკლესია უზრუნველყოფდა მოსახლეობის სოციალური დახმარების სხვადასხვა ფორმების დანერგვას, რომლებიც დაფუძნებული იყო ქრისტიანული თანასწორობის უნივერსალურ პრინციპებზე. რენესანსის გზაზე მყოფი საქართველოს სამეფო ფინანსური ურთიერთობების განვითარებულ სახეობებს იყენებდა ყოველდღიურ ცხოვრებაში და რომ არა გარეშე მტრების შემოსევები, საქართველო შეიძლება გამხდარიყო როგორც პარლამენტარიზმის ისე სადაზღვევო, საბანკო საქმეების სათავე მსოფლიოში (1).
    XV ს-ის ბოლოს, ევროპელების მიერ აზიაში და ამერიკაში დიდი საზღვაო მოგზაურობების დაწყების ხანაში, რომლებმაც “სავაჭრო რევოლუცია”, ხოლო მოგვიანებით “სამრეწველო რევოლუცია” განაპირობეს, შეიქმნა კაპიტალის შენახვის ახალი ფორმები, მათ შორის ქონების და გადაზიდვების დაზღვევა. ჩამოყალიბდნენ პირველი სადაზღვევო ამხანაგობები, რომლებიც ბანკებთან და ბირჟებთან ერთად ახალი საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაციის განუყრელი ნაწილი გახდნენ.
    კაპიტალისტური საზოგადოების განვითარების საწყის ეტაპზე დაზღვევის ძირითად ფორმას წარმოადგენდა საზღვაო დაზღვევა. შორ გზებზე საზღვაო მოგზაურობა ყოველთვის შეიცავდა რისკს (ქარიშხლები, ჭარბი ტვირთის და გაუმართავი, ან დაზიანებული კონსტრუქციის გამო ჩაძირვები). კრედიტორი გემის მფლობელს საზღვაო მოგზაურობისათვის აძლევდა თანხას იმ პირობით, რომ მშვიდობიანად დაბრუნების შემთხვევაში აღნიშნული თანხა უკან უნდა დაბრუნებოდა შეთანხმებული პროცენტების გადახდით.
    XIV საუკუნეში საზღვაო სესხის რთული ნოტარიალური ფორმა შეცვლილ იქნა ფულადი პოლისით, რომელსაც დამზღვევი აძლევდა გემის მფლობელს დადებული ხელშეკრულების დასამტკიცებლად. პირველი პოლისი გაცემულ იქნა ბარსელონაში 1374 წელს. 1468 წელს მიღებულ იქნა საზღვაო დაზღვევის ვენეციის კოდექსი. 1584 წელს მარსელში გაიცა სადაზღვევო პოლისი, იგი უზრუნველყოფდა მარსელიდან ტრიპოლში მიმავალი სანაოსნო ტვირთის დაცვას.
    კრედიტორები, რომლებიც დიდ ფულს დებდნენ სარისკო მოგზაურობებისათვის, მიზანშეწონილად მიიჩნევდნენ ერთმანეთში გადაენაწილებინათ რისკი. გაჩნდა “საერთო რისკის”, “საერთო ფონდის” ცნება.
    საზღვაო დაზღვევა განსაკუთრებით განვითარდა ინგლისში, სადაც 1601 წელს, ინგლისის დედოფალ ელიზაბეტ I მიერ მიღებულ იქნა პირველი სახელმწიფო სამართლებრივი დოკუმენტი, პარლამენტის აქტი, რომელიც არეგულირებდა დაზღვევის მექანიზმებს. აქტის შესაბამისად შეიქმნა სპეციალური სასამართლოები, რომლებიც საზღვაო დაზღვევის სფეროში დავების გარჩევას აწარმოებდა. გარდა ამისა, ელიზაბეტ I მიიღო აქტი სიღარიბის შესახებ, რომელმაც საფუძველი დაუდო ევროპის მრავალი ქვეყნის სოციალურ კანონმდებლობას. აქტით მიხედვით განისაზღვრა მოსახლეობის ღარიბი კატეგორია, რომელიც საჭიროებდა სოციალურ დახმარებას.

    Great Fire of London, 1666
    XVII საუკუნის 80-იან წლებში ინგლისში წარმოიქმნენ სახანძრო დაზღვევის პირველი სადაზღვევო ორგანიზაციები. მათ შექმნაში დიდი გავლენა მოახდინა 1666 წლის ლონდონის დიდმა ხანძარმა, რომელმაც 70 ათასი ადამიანი იმსხვერპლა. ხანძრის რისკი დიდი იყო ქალაქად, რადგან მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში სახლების უმრავლესობა ხისგან იყო გაკეთებული, გარდა ამისა, ცეცხლი უზრუნველყოფდა გათბობას, საკვების მომზადებას, სანთლები გამოიყენებოდა გასანათებლად. 1680 წელს ნიკოლას ბარბონმა გახსნა პირველი ხანძრის საწინააღმდეგო სადაზღვევო კომპანია.

    Edward Lloyd's Subscription Room
    1688 წელს ედვარდ ლლოიდმა (გარდაიცვალა 1713 წელს) ლონდონში გახსნა ყავახანა, სადაც პროფესიული პრობლემების განსახილველად რეგულარულად იკრიბებოდნენ დამზღვევები, გემების მფლობელები, ვაჭრები. ყავახანა მალე გადაიქცა სადაზღვევო ბაზრის პროტოპიპად, ხოლო მისი მფლობელი ედვარდ ლლოიდი – სადაზღვევო კომპანიების ფუძემდებლად. 1696 წელს ედვარდ ლლოიდმა გამოსცა სადაზღვევო გაზეთი “Lloyd’s News”. ლლიოდმა პირველმა შემოიღო და გამოიყენა სატარიფო მახასიათებლები საზღვაო გადაზიდვების დაზღვევისათვის. ლლიოდის სახელი უკვდავყოფილია მსოფლიოს უმსხვილესი სადაზღვევო კორპორაციის “ლონდონის ლლოიდის” (Lloyd’s of London) სახელწოდებაში, რომელიც დღეს წარმოადგენს საერთაშორისო სადაზღვევო ბაზარს და საზღვაო ნაოსნობის და კომერციის უმსხვილეს საგამომცემლო ცენტრს. 1760 წელს ლლოიდის სისტემაში წარმოიქმნა მსოფლიოში პირველი საკლასიფიკაციო საზოგადოება – გემების რეგისტრი (ინგლისური ლლოიდის რეგისტრი). 1871 წელს ბრიტანეთის პარლამენტის აქტით დამზღვევების გაერთიანებამ Lloyd’s მიიღო დამზღვევების კორპორაციის სტატუსი.
    მალე საზღვაო დაზღვევის ორგანიზაციები შეიქმნენ საფრანგეთში (1686 წ., პარიზი), იტალიაში (1741 წ., გენუა), დანიაში (1746 წ.), შვეციაში (1750 წ.).
    საზღვაო გემების, ტვირთების და სახანძრო დაზღვევის პარალელურად ჩამოყალიბდნენ სიცოცხლის დაზღვევის ფონდები. სიცოცხლის დაზღვევის სამშობლოდ მიიჩნევენ ინგლისს, სადაც 1699 წელს შეიქმნა პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც ქვრივებისა და ობლების დაზღვევას ახორციელებდა. მოგვიანებით, 1762 წელს ინგლისში დაფუძვნდა სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო კომპანია «Equitable Society». აღნიშნული კომპანიის დაარსების შემდეგ სიცოცხლის დაზღვევის კომპანიების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. 1830 წლისათვის ინგლიში უკვე 35 მსხვილი სადაზღვევო ორგანიზაცია ფუნქციონირებდა.
    საბაზრო ურთიერთობების განვითარებასთან ერთად ეკლესიაზე დაფუძნებული სოციალური დახმარების სისტემა თანდათანობით სამოქალაქო სტრუქტურებმა შეცვალა. ევროპის კონტინენტზე სიცოცხლის დაზღვევის საზოგადოებები ჩამოყალიბდნენ საფრანგეთში (1819 წ.), ავსტრიაში და ბელგიაში (1824 წ.), გერმანიაში (1828 წ.) და ა. შ.
    ინდუსტრიალიზაციის ზრდის შედეგად გაჩნდნენ მსხვილი საწარმოები, ფაბრიკები, ჩამოყალიბდა ახალი სოციალური ჯგუფი მეწარმეების და დაქირავებული მუშების სახით. დაქირავებული მუშები ერთიანდებოდნენ ამხანაგობებად, ე. წ. გილდიებად, რომლებიც ურთიერთდახმარების საზოგადოებებს წარმოადგენდნენ და რომელთა წევრები ერთმანეთს უნდა დახმარებოდნენ ავადმყოფობის, ან ერთ-ერთი წევრის გარდაცვალების შემთხვევაში. ასე ჩამოყალიბდა მეწარმეთა სადაზღვევო სალაროები, რომლებიც მოგვიანებით ე. წ. საავადმყოფოთა სალაროების (Sickness Funds) წინამორბედი გახდა. საწარმოში დასაქმებულთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით მეპატრონე ხელშეკრულებით იწვევდა ექიმს, რომლის ანაზღაურება საავადმყოფოს სალაროების მეშვეობით ხორციელდებოდა. დროთა განმავლობაში, თანხების დიდი რაოდენობით დაგროვების გამო, შესაძლებელი გახდა ზოგ საწარმოებთან მძლავრი საავადმყოფოების აშენება.
    საავადმყოფო სალაროები (Sickness Funds) ძირითადად დამქირავებლებისა და დაქირავებულების შენატანებით იქმნებოდა. ყოველი წევრი ვალდებული იყო რეგულარულად გადაეხადა განსაზღვრული შენატანები. საკუთარი შემოსავლების დაცვის მიზნით იგი დაინტერესებული იყო სადაზღვევო სალაროში გაწევრიანებით, რადგანაც ავადმყოფობის დადგომისას მკურნალობის ხარჯებზე მოსალოდნელი რისკი თანაბრად ნაწილდებოდა წევრებს შორის.
    საავადმყოფოს სალაროს მართვა საზოგადოებრივ საწყისებზე ხორციელდებოდა. მას მართავდა საერთო კრება და გამგეობა. გამგეობაში შედიოდნენ როგორც დაქირავებულთა, ასევე დამქირავებელთა წარმომადგენლები. სალაროები თავიანთ წევრებს ფულად დახმარებას სთავაზობდნენ, რის გამოც ისინი დაზღვეული იყვნენ არამარტო უბედური შემთხვევისაგან, არამედ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემებისაგან.
    საფრანგეთში სამუშაოს დაკარგვის, ავადმყოფობის ან პენსიაზე გასვლის შემთხვევაში 5000-ზე მეტი ურთიერთდახმარების საზოგადოება იყო შექმნილი. ასეთივე სახის სადაზღვევო ამხანაგობები იქმნებოდა დიდ ბრიტანეთში, ავსტრიაში, ბელგიაში, შვეიცარიაში, რუსეთში, სკანდინავიის ქვეყნებში…
    გერმანია არის პირველი ქვეყანა, სადაც 1845 წელს პირველად შემოღებულ იქნა სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის კანონი, რომელიც სამედიცინო დაზღვევას ავალდებულებდა გარკვეული პროფესიების (მაგრამ არა ყველას) და სპეციალობის პირებს.

    ოტო ფონ ბისმარკი - Otto von Bismarck
    გერმანიის კანცლერმა ოტო ფონ ბისმარკმა (1815-1898) 1881 წელს წარმოადგინა დასაქმებულთა და მათი ოჯახების ავადმყოფობისაგან სავალდებულო დაზღვევის პროგრამა, რომელსაც საფუძვლად დაედო 1838 წელს მიღებული კანონი რკინიგზის მუშაკთა კომპენსაციის შესახებ.
    პარლამენტმა 1883 წელს ცნო პატერნალიზმითა და იმპერატორის ქარტიით მოტივირებული პროგრამა და შესაბამისად შემოღებულ იქნა სავალდებულო ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ სახელმწიფო კანონი. იგი მიზნად ისახავდა უბრალო მუშების ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, რომელთაც თვლიდნენ პოტენციურ ჯარისკაცებად. მას შემდეგ ჯანდაცვის ორგანიზაციის სისტემას, რომელსაც საფუძვლად უდევს დაზღვევის პრინციპები უწოდებენ “ბისმარკის” სისტემას.
    კანონის თანახმად, წარმოების გარკვეულ სფეროებში დასაქმებულები, რომელთა საათობრივი ანაზღაურება მიაღწევდა კანონით დადგენილ საშემოსავლო ზღვარს, სავალდებულო წესით უნდა დაზღვეულიყო. სადაზღვევო ფონდების დაფინანსება ხორციელდებოდა დამქირავებელთა და დაქირავებულთა სადაზღვევო შენატანებით.
    დაზღვეულები დაავადების შემთხვევაში ღებულობდნენ შრომისუუნარობის ფურცელს, რომელიც გრძელდებოდა 13 კვირის განმავლობაში და შეადგენდა ხელფასის 50%-ს. დადგენილი იყო პირველადი სამედიცინო მომსახურების პუნქტების და სამკურნალო დაწესებულებების რაოდენობა, ხოლო საავადმყოფოების რაოდენობა კი დამოკიდებული იყო “საავადმყოფოთა სალაროებზე”. “საავადმყოფოთა სალაროები” წარმოადგენდნენ არამომგებიან ორგანიზაციებს. მათ ჰქონდათ სამედიცინო დაწესებულების შერჩევის და კონტრაქტების დადების უფლება. სახელმწიფოს როლი შემოიფარგლებოდა საკონონმდებლო სტანდარტების შემუშავებით.
    შემდგომ წლებში სავალდებულო ჯანმრთელობის დაზღვევის პრინციპები გავრცელდა საწარმოო შემთხვევებსა და ინვალიდობასთან დაკავშირებულ რისკებზე. 1884 წელს მიღებულ იქნა კანონი უბედური შემთხვევების დროს ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ, 1889 წელს ინვალიდთა და ხანდაზმულთა ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ, ხოლო 1927 წელს უმუშევართა დაზღვევის შესახებ.
    ბისმარკის მიერ მიღებულმა საკანონმდებლო აქტებმა ფაქტიურად შეცვალა ადრეული კაპიტალისტური საზოგადოება გერმანიაში, მთელს ევროპაში და შემდეგ მსოფლიოში. ექსპერტების აზრით ჯანმრთელობის დაზღვევის ჩამოყალიბებამ ხელი შეუშალა ევროპული რევოლუციური მოძრაობის განვითარებას, ხელი შეუწყო სოციალურად გაწონასწორებული საზოგადოების შექმნას.
    ო. ბისმარკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მოგვიანებით მოჰყვა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ავადმყოფობის, ინვალიდობის, სიბერის, უმუშევრობის შემთხვევაში დაზღვევის კანონების შემოღება. ასე, მაგალითად, მსგავსი კანონმდებლობა შემოღებულ იქნა ინგლისში (1911 წელს), საფრანგეთში (1930 წელს). ამ კანონების მიხედვით სადაზღვევო შენატანების ფორმირებაში დაქირავებულების გარდა მონაწილეობას იღებდნენ დამქირავებლები, მეწარმეები, ფაბრიკების, მანუფაქტურების მფლობელები, რომლებიც 25-დან 40 % სადაზღვევო შენატანებს იხდიდნენ.
    დაქირავებულებისა და დამქირავებლების გარდა, სადაზღვევო ფონდების დასაფინანსებლად სახელმწიფომაც დაიწყო მონაწილეობის მიღება სუბსიდიებისა და დოტაციების სახით, შემუშავდა ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული პროგრამები. სოციალური დაცვის სისტემამ, რომელიც უზრუნველყოფდა მოსახლეობის საყოველთაო ხელმისაწვდომობას და უნივერსალობას სოციალური დაზღვევის სახელწოდება მიიღო.
    სახელმწიფოს რაც უფრო მეტი თანხა შეჰქონდა სავალდებულო ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემაში, მით უფრო აკონტროლებდა პროცესს. ჯანმრთელობის რეგულირებადი დაზღვევის შექმნა გახდა სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემის ფორმირების ერთ ერთი მთავარი წინაპირობა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, შვეცია, დანია, ირლანდია (“ბევერიჯის” მოდელი). გერმანიაში, ავსტრიაში, ბელგიაში, ნიდერლანდებში, შვეიცარიაში და ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნებში ე. წ. “ბისმარკის” მოდელი გავრცელდა, რომლის დროსაც არსებით როლს თამაშობდა დამქირავებელთა ფინანსური მონაწილეობა, რომლებიც კანონით დადგენილ სადაზღვევო შენატანებს იხდიან სადაზღვევო ფონდებში.
    სადაზღვევო მედიცინის განვითარების ისტორია ნათლად ასახავს, თუ რა მჭიდრო კავშირი არსებობს ეკონომიკასა და პოლიტიკას შორის. ეს ორი ფაქტორი გადამწყვეტ გავლენას ახდენდა არამარტო დაზღევის შემოღებაზე, არამედ მის განვითარებაზე, დაფინანსებაზე, ორგანიზაციაზე და პრიორიტეტების განსაზღვრაზე.
    ჯანდაცვის ეროვნული სისტემების შემოღება პირველ რიგში სოციალისტური პარტიებისა და პროფკავშირების შექმნასთან იყო დაკავშირებული. როგორც ქვემოთ მოყვანილი ცხრილიდან ჩანს, სოციალური დაზღვევის სისტემა ყოველთვის მიყვებოდა პროფკავშირებისა და სოციალისტური პარტიების ჩამოყალიბებას და განვითარებას.
    ცხრილი: სოციალური დაზღვევის სისიტემის ჩამოყალიბების ეტაპები სხვადასხვა ქვეყნებში

    სოციალური დაზღვევის სისიტემის ჩამოყალიბების ეტაპები სხვადასხვა ქვეყნებში
    ცხრილი: სოციალური დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ კანონების შემოღების წლები სხვადასხვა ქვეყნებში

    სოციალური დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ კანონების შემოღების წლები სხვადასხვა ქვეყნებში
    1911 წლის 15 იანვარს დიდ ბრიტანეთში მიღებულ იქნა “აქტი სახელმწიფო დაზღვევის შესახებ”, რომლის მიხედვით დაზღვეულთა გარკვეულ ჯგუფზე (დაბალშემოსავლიან პირებზე, რომელთა შემოსავალი დღეში 1,5 შილინგს არ აღემატებოდა) დაზღვევა ვრცელდებოდა სადაზღვევო შენატანების გარეშე. მოსახლეობის ამ ფენებზე დახმარება ხორციელდებოდა მეწარმეთა, აგრეთვე მაღალანაზღაურებადი დაქირავებულების შენატანების ხარჯზე. ამგვარად, 1911 წლის აქტის შედეგად დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობაში პირველად დაფიქსირდა საზოგადოებრივი სოლიდარობის პრინციპი, როდესაც მდიდარი იხდის ღარიბზე, ჯანმრთელი – ავადმყოფზე. დიდ ბრიტანეთში (აგრეთვე ევროპის ქვეყნებში) სადაზღვევო შენატანები გროვდებოდა საფოსტო უწყებების საშუალებით სპეციალური მარკების ყიდვის გზით, შემდეგ ეს სახსრები ეგზავნებოდა სადაზღვევო კომისრებს სადაზღვევო კომისიებში. სადაზღვევო კომისიები ახდენდნენ მიღებული თანხების (ფაქტიურად გადასახადების) ურთიერთდახმარების საზოგადოებებს შორის განაწილებას დაზღვეულთა რაოდენობის მიხედვით. ორი წლის შემდეგ (1913 წ.) ჩატარდა დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო დაზღვევის რეფორმა, რომლის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფარავდა ავადმყოფობის და ინვალიდობის დაზღვევის ხარჯებს. აღნიშნული რეფორმა უფრო მოგვიანებით (1948 წ.) დიდ ბრიტანეთში ჯანდაცვის სახელმწიფო (ბიუჯეტური) სისტემის შექმნის წინაპირობა გახდა.
    საფრანგეთში ჯანმრთელობის დაზღვევის ორგანიზაციის, მოხუცებულობის ასაკში და ინვალიდობისას პენსიების გაცემის შესახებ საკითხი ჯერ კიდევ კონვენტის დროს დაისვა, რომელმაც შექმნა “ნაციონალური კეთილმოქმედების წიგნი” და სპეციალური კანონი, რომელიც განსაზღვრავდა მოსახლეობის თუ რა კატეგორია უნდა მოხვედრილიყო რეესტრში. მაგრამ კონვენტმა ფინანსური თვალსაზრისით უარყო კანონის განხორციელება. საფრანგეთის ხელისუფლებამ მხოლოდ 100 წლის შემდეგ დაიწყო საფრანგეთის დიდი რევოლუციის პრინციპების განხორციელება. 1913 წელს საფრანგეთში მიღებულ იქნა კანონი უბედური შემთხვევების და პროფესიული დაავადებების დაზღვევების შესახებ, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საფრანგეთში ჯანმრთელობის დაზღვევის განვითარებაში.
    კანადის ჯანმრთელობის დაზღვევის ნაციონალური სისტემა 1946 წელს შეიქმნა. 1990-იან წლებში შეინიშნებოდა ჯანდაცვის ხარჯების ზრდა, რომელმაც მშპ-ის 10 %-ს გადააჭარბა (1991 წ.). იგი გამოწვეული იყო მოსახლეობის დაბერებით, მედიკამენტების გაძვირებით, ახალი ძვირადღირებული სამედიცინო მოწყობილობების დანერგვით, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ გარანტირებული ჯანდაცვის სერვისების გაზრდით. ხარჯების შეკავების მიზნით რამოდენიმე საავადმყოფო დაიხურა, ზღვარი დაუწესდა ექიმთა შრომის ანაზღაურებას. კვალიფიცირებული კადრების გარკვეულმა ნაწილმა დატოვა ქვეყანა და სამუშაოდ ა.შ.შ-ში გადავიდა, სადაც მათი ანაზღაურება უფრო მაღალი იყო. შედეგად შეინიშნებოდა კვალიფიცირებული პერსონალის დეფიციტი, სამედიცინო დახმარების ხარისხის დაქვეითება, სამედიცინო მომსახურების დაცდის დროის (Waiting Time) მატება. ზოგჯერ ექიმები წყვეტდნენ სამუშაოს შრომის ანაზღაურებაზე ზღვარის დაწესების გამო.
    ჯანდაცვის სექტორში შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად შეიქმნა ექსპერტთა კომისია, რომელსაც უნდა შეემუშავებინა კანადაში ჯანდაცვის რეფორმირების კონცეფცია. კომისიის რეკომენდაციით გაიზარდა ჯანდაცვაზე ფედერალური დანახარჯები, ხოლო მათ მიზნობრივ გამოყენებაზე დაწესდა მკაცრი მონიტორინგი. კომერციულ სტრუქტურებს ნება დართეს მონაწილეობა მიეღოთ სავალდებულო დაზღვევით გარანტირებული ჯანდაცვის სერვისების მიწოდებაში, რომელსაც დააფინანსებდა სახელმწიფო. ამ რეკომენდაციას მხარს უჭერდა კანადის სამედიცინო ასოციაცია.
    კანადის ლიბერალურმა პარტიამ გადაწყვიტა მთელი მოსახლეობის საყოველთაო მოცვა კვალიფიცირებული სამედიცინო დახმარებით. 2000 წლის სექტემბერში დამტკიცებულ იქნა ჯანდაცვის სტრატეგიული გეგმა, რომელიც ითვალისწინებს პროვინციების მიერ ჯანდაცვაზე გამოყოფილი სახსრების გაზრდას, სამედიცინო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური და საკადრო უზრუნველყოფის გაუმჯობესებას, ჯანდაცვის პროფილაქტიკური მიმართულების გაძლიერებას.
    აღსანიშნავია სოციალური დაზღვევის სისტემის სტაბილური განვითარება იმ ქვეყნებში, სადაც პოლიტიკური რეჟიმების ცვლა განხორციელდა. ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის სისტემა განვითარებულია არამარტო განვითარებულ ქვეყნებში, იგი ფართოდ ინერგება განვითარებად ქვეყნებში (ვიეტნამი – 1993; ნიგერია – 1997; ტანზანია – 2001; განა – 2005) (ადამ უოგსტაფი, “ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის სისტემის ხელახალი შესწავლა”, მსოფლიო ბანკი, 2007 წ.).

    რა დაგიჯდებათ ჯანმრთელობის დაზღვევა?!რა მომსახურებას გვთავაზობენ რეალურად სადაზღვევო კომპანიები

         მკურნალობასა და მედიკამენტებზე ფასის გაორმაგებამ გამოიწვია ჯანმრთელობის დაზღვევის ფასის გაზრდა.
         მაღალი ფასის მიუხედავად,ყველაზე მოთხოვნადი მაინც ჯანმრთელობის დაზღვევაა.საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი 13 სადაზღვევო კომპანიის მიერ 2008წლის 6 თვეში მიზიდულმა ჯამურმა პრემიუმ 132.765 მლნ. ლარი შეადგინა,საიდანაც 78.407 მლნ. ლარი სწორედ ჯანმრთელობის დაზღვევაზე მოდის.
    ჯანმრთელობის დაზღვევას გვთავაზობენ შემდეგი კომპანიები:”ალდაგი ბი-სი-აი”,”Imedi L International",ჯი-პი-აი ჰოლდინგი”.
          დაზღვევის კორპორატიული პროგრამა მუშაობს ”ირაოსა” და ”არქიმედე გლობალ ჯორჯიაში”.
         ”ალდაგი ბი-სი-აი”-ს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტში 7 სახის სადაზღვევო პროდუქტი აქვს:უნივერსალი,ახალშობილთა დაზღვევა,სიცოცზლის დაზღვევა და სხვა.ჯანმრთელობის დაზღვევა ასაკის მიხედვით ხდება.ასაკის მატებასთან ერთად დაზღვეულის მიერ გადასახდელი თანხაც იზრდება.ჯანმრთელობის დაზღვევა 60 წლის შემდეგ აღარ არის შესაძლებელი.
         სადაზღვევო კომპანია Imedi L International 5 პროგრამას გვთავაზობს:სტანდარტი,ვერცხლი,ოქრო,პლატინა და ბრილიანტი.სადაზღვევო ლიმიტი პროგრამების მიხედვით 3000-დან 100000 ლარამდე მერყეობს.გადასახადი ასაკის მიხედვით განისაზღვრება და 8 ლარიდან 348 ლარამდე მერყეობს.მაგალითად,14-დან 18 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის 8 ლარიდან 52 ლარამდე ღირს,ხოლო 60-დან 64 წლამდე მოქალაქეებისთვის 41 ლარიდან 268 ლარამდე.
       "სტანდარტ" პაკეტი,რომელიც ყველაზე იაფი ღირს ითვალისწინებს:საინფორმაციო-საკონსულტაციო,პირადი ექიმის მომსახურება,გამოკვლევები და ქირურგიული მკურნალობა.ხოლო "ბრილიანტ" პაკეტით ამ ყველაფერთან ერთად შესაძლებელია სტომატოლოგიური,მშობიარობის,ლაბორატორიული გამოკვლევების ,მედიკამენტების ანაზღაურება და სხვა.ეს პაკეტი ძვირია 52-დან 348 ლარამდე.ფასი ასაკის მიხედვითაა დიფერენცირებული.
         Imedi L ჯანმრთელობის დაზღვევის სამოგზაურო პაკეტსაც გვთავაზობს.იგი 50 000 ევროს ლიმიტს მოიცავს.პაკეტ "პლატინით" შესაძლებელია 3 კვირით მიიღოთ სამოგზაურო დაზღვევა.მისი ფასი ასაკის მიხედვით 36-დან 241 ლარია,ხოლო პაკეტ "ბრილიანტით" შესაძლებელია 1 თვით მიღება,რომლის ფასი 52-დან 348 ლარამდეა.
        "ირაომ"დანერგა კორპორატიული დაზღვევა.ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისებში დიაგნოზის დადასტურების და დამატებითი სადიაგნოსტიკო მომსახურების მიზნით,მომხმარებელს საშუალებას აძლევს კონსულტაციები ევროპისა და ისრაელის კლინიკებში ჩაიტაროს.პაკეტის ღირებულება 55-60 ლარია.
        Gold პაკეტის მომხმარებლისთვის ყველა სამედიცინო მომსახურება ულიმიტოა და სამედიცინო ხარჯები სრულიად იფარება.
         ჯანმრთელობის დაზღვევის ინდივიდუალურ პროგრამას გვთავაზობს "ჯი-პი-აი ჰოლდინგი".აქ სადაზღვევო პაკეტები 10,15 და 25 ლარის ფარგლებში მერყეობს.მომსახურებაც პაკეტის ღირებულებიდან გამომდინარე განისაზღვრება.25 ლარიანი პაკეტი სტომატოლოგიურ მომსახურებას გვთავაზობს.

    Tuesday, April 12, 2011

    2009 წლის შედეგები

    საქართველოში მოქმედი სადაზღვევო კომპანიების 2009 წლის შედეგები - #6 (126), 2010
    2010-10-05 23:21
    პოსტ-კრიზისულ პერიოდში ბაზარი გაიზარდა

    წინა წლების მსგავსად, საქართველოში სადაზღვევო ბაზრის ზრდა 2009 წელსაც გაგრძელდა. სწორედ ამას ადასტურებს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები. გასული წლებისგან განსხვავებით, როდესაც წლიურ მაჩვენებლებს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს დაზღვევის ზედამხედველობის დეპარტამენტი აქვეყნებდა, 2009 წლიდან ეს ფუნქცია ეროვნულ ბანკს აკისრია. გასული წლის მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოში სულ 16 ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიაა, ფაქტობრივ საქმიანობას კი 14 მათგანი ახორციელებდა. მთლიანად, სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული ჯამური პრემია 360 449 124 ლარია, ანაზღაურებულმა ზარალმა კი 189 211 833 ლარი შეადგინა. 2008 წელს მოზიდული ჯამური პრემია 272 013 220 ლარი, ხოლო ანაზღაურებული ზარალი კი 105 613 271 ლარი იყო. ასე რომ, მოზიდული ჯამური პრემიის მაჩვენებელი 2009 წელს წინა წელთან შედარებით 88 435 904 ლარით არის გაზრდილი, ანაზღაურებული ზარალი კი 8 359 5862 ლარით მეტია.
    შესაბამისად, მთლიანი სადაზღვევო ბაზრის მოზიდული ჯამური პრემია 2008 წლიდან 2009 წლამდე 32,5%-ით არის გაზრდილი.

    ცხრილი 1. 2009 წლის საქართველოს სადაზღვევო ბაზრის განაწილება კომპანიების მიხედვით
     

    ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2009 წელს მოზიდული ჯამური პრემიის მიხედვით ლიდერი სადაზღვევო კომპანიის სტატუსი შეინარჩუნა "ალდაგი ბისიაიმ", რომლის წილად ჯამური პრემია 68 638 499 ლარია, რაც მთელი სადაზღვევო ბაზრის 19,04%-ს შეადგენს. 2009 წელს "ალდაგი ბისიაის" მიერ ანაზღაურებული ზარალი 50 714 494  ლარია. 2008 წელს მისი ანაზღაურებული ზარალი 34 803 929 ლარი იყო. კომპანიას 2008 წელთან შედარებით ჯამური პრემია 6 102 316 ლარით არის გაზრდილი, თუმცა მთლიანობაში სადაზღვევო ბაზარი უფრო მეტად გაიზარდა და შესაბამისად, "ალდაგი ბისიაის" წილი ბაზარზე 22,86%-დან 19,04%-მდე შემცირდა.

    2009 წელს, უმსხვილეს კომპანიებს შორის კვლავ შეინარჩუნა მეორე ადგილი "ჯიპიაი ჰოლდინგმა", რომელმაც ჯამური პრემია 63 124 231 ლარი მოიზიდა (2008 წელს 47 003 585 ლარი იყო). კომპანიამ აანაზღაურა 32 523 596 ლარის ღირებულების ზარალი. წინა წელს კი ანაზღაურებულმა ზარალმა 24 457 566 ლარი შეადგინა. "ჯიპიაის" მიერ მოზიდული ჯამური პრემიის მოცულობის ზრდამ ოდნავ გადააჭარბა მთლიანი ბაზრის ზრდას და შესაბამისად, 2008 წელს თუ კომპანიას ბაზარზე 17,33% წილი ეკავა, 2009 წელს ბაზრის წილმა 17,51% შეადგინა. ეს მაჩვენებელი სულ მცირედ აღემატება მესამე ადგილზე მყოფ "იმედი-L International"-ის მონაცემებს. "იმედი L"-მა 2009 წელს 61 718 681 ლარი ჯამური პრემია მოიზიდა (2008 წელს 46 466 474 ლარი იყო) და ბაზრის წილი 17,14%-დან 17,12%-მდე შეუმცირდა. ანაზღაურებული ზარალის მაჩვენებელი კი 30 165 122 ლარს შეადგენს. თუმცა, ზარალის ანაზღაურების მხრივ კომპანიას 137% იანი ზრდა აქვს. 2008 წელს კომპანიის ანაზღაურებული ზარალი 12 688 933 ლარი იყო.

    რეიტინგში მეოთხე ადგილი უკავია სადაზღვევო კომპანია "ირაოს", რომლის მოზიდული ჯამური პრემია 56 018 831 ლარია. ამ მაჩვენებლით კომპანიამ ბაზარზე 15,54% წილი დაიკავა. კომპანიამ 2008 წელს 37 517 796 ლარი მოიზიდა და ბაზრის 13,8% ეკავა. შესაბამისად, "ირაოს" მოზიდული პრემიის ზრდამ 49,31% შეადგინა. ანაზღაურებული ზარალი 21 071 046 ლარია. 2008 წელს "ირაომ" 9 001 775 ლარი აანაზღაურა, ეს კი ანაზღაურებულ ზარალში 134%-იანი მატებაა.

    მეხუთე ადგილზეა სადაზღვევო კომპანია "აი სი ჯგუფი". მისი მოზიდული ჯამური პრემია 51 892 032 ლარია, ბაზარზე წილი კი 14,39%. ამ მაჩვენებლით კომპანიას სხვებთან შედარებით ყველაზე დიდი თანხობრივი ზრდა ჰქონდა, რადგან შარშან "აი სი ჯგუფი" 17 989 511 ლარის მოზიდვით ბაზრის 6,63%-ს იკავებდა. შესაბამისად, მოზიდული ჯამური პრემია 33 902 521 ლარით, ხოლო ბაზარზე წილი კი 6,63%-დან 14,39%-მდე გაიზარდა. რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას, 2009 წელს კომპანიამ 27 706 668 ლარი აანაზღაურა, 2008-ში კი ანაზღაურებული ზარალი 4 176 066 იყო. ამ მაჩვენებლით ჩანს, რომ კომპანიას 563%-იანი ზრდა აქვს ზარალის ანაზღაურებაში.

    მეექვსე ადგილზეა სადაზღვევო კომპანია "ვესტი". ამ კომპანიამ ასევე მნიშვნელოვანი ზრდა შეძლო და შარშან თუ მოზიდული ჯამური პრემია 9 288 448 ლარი, ხოლო ბაზრის წილი 3,42% ჰქონდა, 2009 წელს მისმა მოზიდულმა ჯამურმა პრემიამ 16 856 688 ლარი შეადგინა, ბაზრის წილი კი 4,67%-მდე გაიზარდა. ზარალის ანაზღაურებაშიც მნიშვნელოვანი მატებაა: 2008 წელს თუ 1 278 708 ლარი იყო, 2009 წელს ანაზღაურებულმა ზარალმა 5 348 308 ლარს მიაღწია. ასე რომ, "ვესტის" მიერ ზარალის ანაზრაურებაში 318%-იანი ზრდაა.

    მეშვიდე პოზიციაზეა სადაზღვევო კომპანია "ტაო". მოზიდული ჯამური პრემია 12 676 438 ლარია, ბაზრის წილი 3,51%. პროცენტულად სწორედ ამ კომპანიის ჯამური პრემიაა ყველაზე მეტად გაზრდილი. 2008 წლის მონაცემებით კომპანიას ჯამური პრემია 1 954 752 ლარი ჰქონდა, ბაზარზე კი სულ 0,72% წილი ეკავა. შესაბამისად, ჯამური პრემიის ზრდამ შთამბეჭდავი მაჩვენებელი - 548,49% შეადგინა. ანაზღაურებული ზარალიც გვარიანად არის გაზრდილი: 2008 წელს თუ 673 738 ლარი იყო, 2009-ში უკვე 3 234 753 ლარს შეადგენს. ეს კი ზარალის ანაზღაურების მხრივ 380%-იანი მატებაა.

    მერვე ადგილზეა სააქციო საზოგადოება "არქიმედეს გლობალ ჯორჯია": მოზიდული პრემია 12 431 307 ლარია, ხოლო ბაზრის წილი 3,44%. კომპანიას 2008 წელს მოზიდული ჯამური პრემია 10 567 035 ლარი, ბაზრის წილი კი 3,89% ჰქონდა. 2009 წელს ანაზღაურებული ზარალი 7 874 914 ლარია, 2008 წელს კი იგივე მაჩვენებელი 3 094 605 ლარს შეადგენდა.

    მეცხრე ადგილს იკავებს კომპანია "ქართუ", რომლის მოზიდული ჯამური პრემია 9 358 782 ლარია, ბაზრის წილი კი 2,6%. 2008 წელს კომპანიამ ოდნავ მეტი - 9 359 004 ლარის მოზიდვა შეძლო, ბაზრის წილი კი 3,45% იყო. ზარალის ანაზღაურებაშიც დიდი სხვაობა არ არის და ასევე ოდნავი შემცირებაა: 2008 წელს თუ 8 353 470 ლარი იყო, 2009-ში 8 154 029 ლარია. მთლიანობაში კი ყველაზე მცირე სხვაობა მოზიდულ ჯამურ პრემიას და ანაზღაურებულ ზარალს შორის კომპანია "ქართუ"-ს აქვს, რაც გამოწვეულია მისი საქმიანობის სპეციფიკურობით.

    მეათე პოზიციაზეა სადაზღვევო კომპანია "პარტნიორი", რომლის მოზიდული ჯამური პრემია 4 649 365 ლარია, ბაზრის წილი კი 1,28%. შარშან კომპანიამ 4 199 934 ლარი მოიზიდა, ბაზარზე კი ოდნავ მეტი - 1,54% წილი ეკავა. ზარალის ანაზღაურება 2008-ში 373 259 ლარი, 2009 წელს კი 2 002 168 ლარია.

    მეთერთმეტე პოზიციაზეა სადაზღვევო ბაზრის დებიუტანტი კომპანია "ალფა". კომპანია გასული წლის 2 ივნისს დააფუძნა "ავერსი-ფარმამ" და შარშანვე შეუდგა საქმიანობას. სხვა კომპანიებთან შედარებით, ზრდის მნიშვნელოვანი სასტარტო პირობა აქვს "ალფას", რადგან იგი უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანია "ავერსის" დაფუძნებულია და მედიკამენტებით მომსახურებაშიც დაზღვეულებს მნიშვნელოვან შეღავათებს სთავაზობს. გასულ წელს ეს მდგომარეობა საკმაოდ დიდი ხმაურის მიზეზიც არაერთხელ გახდა – კონკურენტი სადაზღვევო კომპანიები "ავერსი-ფარმას" არაკეთილსინდისიერ კონკურენციაში ადანაშაულებდნენ. იყო კიდეც განცხადებები, თითქოს "ავერსი" აპირებდა "ალფას" გაყიდვას, თუმცა დღემდე მდგომარეობა უცვლელია. ასევე, "ალფამ" სახელმწიფო პროგრამებით დაზღვევის ტენდერში მონაწილეობაც მიიღო და მნიშვნელოვანი გამარჯვებებიც მოიპოვა. შესაბამისად, მომავალ წელს ალბათ ეს კომპანია თავის წილს ბაზარზე მნიშვნელოვნად გაზრდის. 2009 წლის მაჩვენებლებით მოზიდულმა ჯამურმა პრემიამ 1 630 477 ლარი შეადგინა, რაც ბაზრის 0,45%-ია, ანაზღაურებულმა ზარალმა კი - 194 828 ლარი.

    მეთორმეტე ადგილი დაიკავა "სტანდარტ დაზღვევა საქართველომ". მოზიდული ჯამური პრემია 687 134 ლარია, რაც ბაზარის 0,19%-ის ტოლია. ანაზღაურებული ზარალი სულ 35 987 ლარია. კომპანიას სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია 2007 წელს აქვს აღებული, თუმცა როგორც შედეგებიდან ჩანს, ჯერჯერობით დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა.

    მეცამეტე ადგილზე საქართველოს ბაზრის კიდევ ერთი დებიუტანტია. შპს სადაზღვევო კომპანია "ჩარტის ევროპა ს.ა." საქართველოს ფილიალი. როგორც კომპანიის ვებ გვერდზეა განმარტებული, "ჩარტის ევროპა ს.ა." საქართველოს ფილიალი არის ჩარტისის წევრი კომპანია. ჩარტისი წარმოადგენს მსოფლიოს წამყვან სადაზღვევო ორგანიზაციას მომხმარებელთა მომსახურების 90-წლიანი გამოცდილებით. კომპანია მოიცავს 34 000 თანამშრომელს, რომლებიც მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ჩარტისის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია კომერციული და პირადი დაზღვევის 500 ზე მეტი ინოვაციური პროდუქტი, რომელთა საიმედოობას განაპირობებს კომპანიის საუკეთესო ფინანსური მდგომარეობა. შედეგად, კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით 40 მილიონზე მეტი კლიენტი ენდობა.

    რაც შეეხება საქართველოში საქმიანობის დაწყებას, ვებ-გვერდზე მითითებულია, რომ "ჩარტის ევროპა ს.ა." საქართველოს ფილიალი დაფუძნდა 2005 წელს, როგორც საფრანგეთში რეგისტრირებული და ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანია ჩარტის ევროპა ს.ა.-ს ფილიალი. ჩარტის ევროპა ს.ა.-ს გააჩნია ფილიალები ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში და მომხმარებელს უზრუნველყოფს საერთო დაზღვევის სრული სპექტრით.

    შარშანდელი მაჩვენებლებით კომპანიამ შეძლო 534 019 ლარის მოზიდვა და ამან საშუალება მისცა საქართველოს ბაზრის 0,15% დაეკავებინა. ანაზღაურებული ზარალის მაჩვენებელი კი 185 921 ლარის ტოლია.

    დაბოლოს, 2009 წლის მონაცემებში მეთოთხმეტე ადგილს იკავებს დაზღვევის კომპანია "მობიუსი", რომელმაც სულ 232 639 ლარი ჯამური პრემიის მოზიდვა შეძლო. ეს კი საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე 0,06%-ის ტოლია. ეს გამოწვეულია იმით, რომ კომპანიამ ფაქტობრივი საქმიანობა მხოლოდ 2009 წლის მიწურულს დაიწყო. კომპანიას გასულ წელს ზარალის ანაზღაურებამ არ მოუწია და ეს მაჩვენებელი ნულის ტოლია. მოზიდული ჯამური პრემია მხოლოდ ქონების დაზღვევაზე და "ვალდებულებათა შესრულების დაზღვევაზე" მოდის.

    ცხრილი 2. ქართული სადაზღვევო კომპანიების გადაზღვევის პროცენტული მაჩვენებლები
     

    გადაზღვევის ხვედრითი წილი ძირითადად მცირდება

    საქართველოში მოქმედი სადაზღვევო კომპანიები 2009 წელს კვლავინდებურად აქტიურად მიმართავენ მოზიდული ჯამური პრემიის გადაზღვევას. თუმცა, 2008 წლის მონაცემებს თუ შევადარებთ, ამ მხრივ სიახლეებიც არის: რამდენიმე კომპანია 2008 წელს გადაზღვევას უფრო აქტიურად მიმართავდა და პროცენტულად უფრო მეტი პრემია ჰქონდა გადაზღვეული, ვიდრე ეს 2009 წელს გააკეთა. რაც შეეხება ბაზრის ლიდერებს, ზოგიერთმა მათგანმა გადაზღვევის მაჩვენებელი გაზარდა, ზოგმაც პირიქით - შეამცირა. გადაზღვევის მაჩვენებლის გაზრდა მიუთითებს იმაზე, რომ ქართული სადაზღვევო კომპანიები ნაკლებ რისკებს კისრულობენ თავიანთ თავზე და რისკების ტვირთს გადამზღვევ სადაზღვევო კომპანიებზე უფრო მეტად ანაწილებენ.

    მაგალითად, 2008-ში თუ მთელი ჯამური პრემიის 13% გადააზღვია "ალდაგი ბისიაიმ", 2009 წელს კომპანიის გადაზღვევამ უკვე 26%-ს გადააჭარბა. ბაზრის მეორე ლიდერმა - "ჯიპიაიმ" გადაზღვევის მაჩვენებელი შეამცირა. თუ 2008 წელს "ჯიპიაის" მოზიდული 47 003 585 ლარიდან 7 337 422 ლარი ჰქონდა გადაზღვეული, რაც მოზიდული თანხის 15,61%-ს შეადგენდა, 2009-ში "ჯიპიაიმ" 63 124 231 ლარი პრემია მოიზიდა და აქედან 6 712 726 ლარი გადააზღვია, რაც მთელი ჯამური პრემიის 10,63%-ია. "იმედი L"-ს გადაზღვევის მაღალი მაჩვენებელი არც 2008 წელს ჰქონია, თუმცა 2009 წელს ოდნავ გაზარდა. კომპანიას 2008 წელს მოზიდული ჯამური პრემია 46 466 474 ლარი ჰქონდა, საიდანაც 1 715 672 გადააზღვია. ეს კი მთლიანი ჯამური პრემიის 3,7% იყო. 2009-ში კომპანიამ თუ ჯამური პრემიის მოცულობა 61 718 681 ლარამდე გაზარდა, გადაზღვევის მოცულობაც მომატებულია – 3 412 569 ლარი, რაც მთელი ჯამური პრემიის 5,53%-ს შეადგენს.

    რამდენადაც მნიშვნელოვანი ზრდა ჰქონდა ჯამური პრემიის მოზიდვაში, იმდენად შეამცირა გადაზღვევის მაჩვენებელი "ირაომ". 2008 წელს მოზიდული ჯამური პრემია 37 498 553 ლარიდან 14 850 197 ლარი გადააზღვია, ეს კი მთელი ჯამური პრემიის 39,6% იყო. 2009 წელს "ირაომ" ჯამური პრემია 56 018 831 ლარამდე გაზარდა, გადაზღვევის მაჩვენებელი კი 13 640 918 ლარამდე შეამცირა. ეს კი მთელი ჯამური პრემიის 24,35%-ია.
    2009 წელს გადაზღვევის მაჩვენებელი გაზარდა ასევე "აი სი ჯგუფმა". 51 892 032 ლარიდან 7 757 782 ლარი გადააზღვია, რაც მთელი ჯამური პრემიის 14,95%-ია. 2008 წელს კი კომპანიის მოზიდული ჯამური პრემია 18 254 836 ლარს, ხოლო გადაზღვეული თანხა კი 2 116 606 ლარს შეადგენდა, რაც 11,6%-ს აღწევდა.

    რაც შეეხება სხვა სადაზღვევო კომპანიებს, რომლებიც 2008 წელსაც მოქმედებდნენ და საქმიანობა 2009-შიც განაგრძეს, გადაზღვევის პროცენტული მაჩვენებელი ყველამ შეამცირა. მათ შორის გამორჩეულია სადაზღვევო კომპანია "პარტნიორი", რომლის გადაზღვევის პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. 2008 წელს მოზიდული 4 199 934 ლარიდან კომპანიამ 73% გადააზღვია. შედარებით შეამცირა გადაზღვევის მაჩვენებელი 2009 წელს, თუმცა მაინც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი აქვს სხვა კომპანიებთან შედარებით. კომპანიამ 4 464 365 ლარიდან 40% გადაზღვევაზე მიმართა.

    ცხრილი 3. სადაზღვევო ბაზრის სტრუქტურა დაზღვევის სახეობების მიხედვით 2009 წლის მონაცემებით
     

    დაზღვევის პოპულარული სახეობები


    2009 წელს არ დაირღვა ბოლო წლების ტრადიცია და ყველაზე პოპულარულ და მზარდ სადაზღვევო პროდუქტად კვლავ სამედიცინო დაზღვევაა. მოზიდულმა ჯამურმა პრემიამ 247 255 530 ლარი შეადგინა, რაც მთელი სადაზღვევო პროდუქტების მიერ მოზიდული ჯამური პრემიის 68,6%-ია. წინა წელს არსებული სხვაობა სამედიცინო დაზღვევასა და სხვა პროდუქტებს შორის, 2009 წელს კიდევ უფრო გაზრდილია: 2008 წელს 161 229 445 ლარი იყო, რაც ბაზრის 59,27%-ის შეადგენდა. ასე რომ, საქართველოს სადაზღვევო ბაზარი სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით თუ კორპორატიული დაზღვევის წყალობით სამედიცინო დაზღვევის პოპულარობის მკვეთრ ზრდას განიცდის.

    მეორე ადგილზეა ქონების დაზღვევა. მოზიდული ჯამური პრემია შეადგენს 29 618 711 ლარს. ეს მაჩვენებელი კი 2008 წელთან შედარებით შემცირებულია. 2008 წელს ქონების დაზღვევის პრემია 33 067 993 ლარი იყო.

    მესამე ადგილი უკავია ავტომობილების დაზღვევას. აქაც შემცირებაა - 2008 წელს თუ ჯამური პრემია 27 565 659 ლარი იყო, რაც ბაზრის 10,13%-ს უდრიდა, 2009 წლის მონაცემებით საავტომობილო დაზღვევამ 27 536 402 ლარი მოიზიდა და ბაზრის 7,64% დაიკავა.

    საპენსიო დაზღვევა

    საპენსიო დაზღვევა კვლავინდებურად ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად პოპულარულ სადაზღვევო პროდუქტად რჩება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 2008 წელთან შედარებით ამ მხრივ დადებითი ტენდენციაა. 2008-ში თუ წინა წელთან შედარებით საპენსიო სქემაში მონაწილეთა კლება იყო 10 486 დან 10 354-მდე, 2009 წელს საპენსიო ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა 14 175 ადამიანს. არასახელმწიფო საპენსიო სქემების დამფუძნებლების ჩამონათვალში სულ ექვსი სადაზღვევო კომპანიაა: "ალდაგი ბისიაი"; "ჯიპიაი ჰოლდინგი"; "იმედი L International"; "ირაო"; "ტაო" და "პარტნიორი". 2009 წლის მდგომარეობით კი საქმიანობას სულ სამი კომპანია ახორციელებდა: "ალდაგი ბისიაი",  "ჯიპიაი ჰოლდინგი" და "იმედი L".

    ცხრილი 4. საპენსიო სქემების დამფუძნებლების მიერ განხორციელებული საქმიანობა 2009 წელს
     

    როგორ აფასებენ გასულ წელს სადაზღვევო კომპანიები

    სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი აცხადებს, რომ გასული წელი მთლიანი ბაზრისთვის წარმატებული გამოდგა. მართალია, კერძო სექტორში იყო შესუსტება, მაგრამ სახელმწიფო პროგრამების მხრივ, მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა, ჩავარდნა არ ყოფილა. ასევე ჩავარდნა არ შეეხო არასახელმწიფო პროგრამებს კორპორატიული დაზღვევის მხრივ.

    თუმცა, გასულ წელს შედარებით იმატა პრეტენზიებმა მზღვეველების მიმართ. განსაკუთრებით, ეს შეიმჩნეოდა სამედიცინო დაზღვევაში მონაწილეთა მხრიდან. დევი ხეჩინაშვილი ამ მოვლენას ლოგიკურს უწოდებს და აცხადებს, რომ ხარისხის გაუარესების მიზეზია ის, რომ ინდუსტრია გაცილებით მეტად გაიზარდა, ვიდრე ინფრასტრუქტურა.

    "ეს ბუნებრივია. მე, რომელიც უკვე 12 წელია დაზღვეული ვარ, ვიცი, რომ სერვისი გაუარესდა. უბრალოდ, ინდუსტრია გაიზარდა მეტად, ვიდრე ინფრასტრუქტურა. ის, ვინც ტრადიციულად დაზღვეული იყო, მისთვის სერვისი გაუარესდა. რიგში უწევს დგომა, როცა ადრე რიგში ყოფნა არ უწევდა; სადაც მივიდოდა, მომსახურებისას ზედ ჰყვებოდნენ... ხარისხის ზრდას დრო ჭირდება, საჭიროა ინფრასტრუქტურა გაიზარდოს", - ამბობს დევი ხეჩინაშვილი.

    კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც ხარისხი ვერ იზრდება, სადაზღვევო ასოციაციაში ასახელებენ თავად მომხმარებლის დამოკიდებულებას.

    "მომხმარებელი თუ ხარისხზე ორიენტირებული გახდა, ბაზარი აუცილებლად უპასუხებს. დღეს, სამწუხაროდ, როგორც წესი, მომხმარებელი ორიენტირებულია ფასზე. ამიტომ სადაზღვევო კომპანიები ასევე პასუხობენ ფასით. არ შეიძლება იაფი და კარგი არსებობდეს. ანუ, როგორც კი სადაზღვევო კომპანიამ ფასი უნდა მოარგოს მოთხოვნას ტენდერის თუ სხვა პირობების გამო – ეს რასაკვირველია იწყებს ხარისხის შემცირებას", - ამბობენ სადაზღვევო ასოციაციაში და იმ მომენტზეც ამახვილებენ ყურადღებას, გასულ წელს სახელმწიფომ ადრინდელ ფასთან შედარებით იაფად რომ მოითხოვა კომპანიებისგან სახელმწიფო პროგრამებით დაზღვეულთა მომსახურება.

    როგორია უშუალოდ სადაზღვევო კომპანიების პოზიცია? 2009 წელი "ჯიპიაი ჰოლდინგისთვის" მეტნაკლებად წარმატებული გამოდგა. როგორც კომპანიის მარკეტინგული კომუნიკაციების სამსახურის უფროსი თინა სტამბოლიშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, კომპანიისთვის ზრდა იყო, თუმცა არა ისეთი, როგორსაც ელოდნენ.

    "მოზიდული პრემიები რომ შევადაროთ, დაგეგმილი ზრდა რაღაც ნაწილში კი იყო, თუმცა უფრო მეტს ვვარაუდობდით. დაგეგმილი ზრდა არ განხორციელდა, რადგან ეკონომიკური აქტივობა იყო უფრო დაბალი, ვიდრე ჩვენ მოველოდით".

    როგორც "ჯიპიაიში" ამბობენ, დაგეგმილი ზრდა ვერ განხორციელდა არასახელმწიფო პროგრამებში, ხოლო სახელმწიფო პროგრამებში - მნიშვნელოვანი ზრდა იყო.

    2009 წელს წარმატებულს უწოდებენ "ალდაგი ბისიაიში". კომპანიის ხელმძღვანელი ნიკა გამყრელიძე მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი წარმომადგენლობების გახსნაზე, ასევე ახალი სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზებაზე ამახვილებს ყურადღებას და მის კომპანიაში დაზღვეულებს კვლავ საუკეთესო მომსახურებას ჰპირდება.

    მნიშვნელოვანი იყო გასულ წელს ფარმაცევტული კომპანია "ავერსის" მიერ დაფუძნებული კომპანია "ალფას" გამოჩენა ბაზარზე. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია აქვს მეორე ფარმაცევტულ უმსხვილეს კომპანია "PSP"-საც, რომელიც შპს "პსპ სამედიცინო დაზღვევის" სახელით არის დარეგისტრირებული.

    სადაზღვევო საქმიანობა

    სადაზღვევო საქმიანობა "ალდაგი ბისიაი" გაერთიანების შემდეგ სადაზღვევო ბაზრის გამოკვეთილი ლიდერია - #5(89), 2007
    2011-01-01 21:43
    ბოლო ათი წელია, საქართველოში სადაზღვევო ბიზნესი აღმავლობას განიცდის და ყოველწლიურად ფართოვდება. ასე იყო 2006 წელსაც, როდესაც ქართულმა სადაზღვევო კომპანიებმა ჯამში 70 559,7 ათასი ლარი სადაზღვევო პრემია მოიზიდეს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან - 61 577,6 ათას ლართან შედარებით 12,8%-ით მეტია. გაზრდილია სადაზღვევო ბაზრის სხვა მნიშვნელოვანი მაჩვენებლებიც, კერძოდ, გადაზღვევის კუთვნილი პრემია 2006 წელს შეადგენდა 29091,5 ათას ლარს (2005 წელს - 26 148,2 ათას ლარს), ხოლო ანაზღაურებული ზარალი - 23 281,7 ათას ლარს (2005 წელს - 15 250,8 ათას ლარს). ანაზღაურებელი ზარალიდან 16 999,4 ათასი ლარი აანაზღაურეს თავად ქართულმა სადაზღვევო კომპანიებმა, ხოლო 6 282,4 ათასი ლარი - გადამზღვეველმა კომპანიებმა. სადაზღვევო ბაზრის განაწილება დაზღვვევის სახეობების მიხედვით წარმოდგენილია #1 ცხრილში, ხოლო ათი საუკეთესო სადაზღვევო კომპანიის მაჩვენებლები - ##2-4 ცხრილებში.

    როგორც ამ ცხრილებიდან ჩანს, კვლავინდებურად ძალიან მაღალია ბაზრის კონცენტრაციის დონე 5 წამყვანი სადაზღვევო კომპანიის მიხედვით.
    შარშანდელი წელი ქართული სადაზღვევო ბაზრისთვის გამოირჩა ორი მოვლენით. პირველი, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა დადგენილება მიიღო ქართული სადაზღვევო კომპანიებისათვის ნებადართული მინიმალური საწესდებო კაპიტალის დონის ზღვრის გაზრდის შესახებ. ეს დადგენილება ძალაში შევიდა 2007 წლის 1 მაისიდან და ახლა ეს მინიმალური დონე 1 მილიონი ლარამდე გაიზარდა (სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიის შემთხვევაში - 1,5 მილიონი ლარის ოდენობით).

    მეორე, თუ მთელი გასული წლების განმავლობაში ქართული სადაზღვევო ბაზრის უცვლელი ლიდერი "ალდაგი" იყო, შარშან პირველად ამ პოზიციის დაკარგვა დაემუქრა და რომ არა "ბისიაი"-სთან მისი შერწყმა, "ალდაგი" 2006 წელს ალბათ მესამე ადგილზე დაამთავრებდა (იხ. ცხრილი #2. "ალდაგის" და "ბისიაის" შედეგები წარმოდგენილია განცალკევებით). "ბისიაიმ" "ალდაგის" კაპიტალის 100% 2006 წლის 11 დეკემბერს შეიძინა. "ალდაგის" აქციონერების მიერ საკუთარი წარმატებული ბიზნესის კონკურენტ კომპანია "ბისიაი"-სთვის მიყიდვა ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

    თვითონ "ალდაგის" განვითარების ისტორია საკმაოდ დინამიურია. საქართველოში პირველი სადაზღვევო კომპანია სწორედ იგი გახლდათ.
    სადაზღვევო საქმიანობა ბიზნესის ერთ-ერთი სახეობაა და ამიტომ საქართველოში ზოგადად ბიზნეს-ურთიერთობების გაჩენამ სადაზღვევო ბიზნესის განვითარებასაც დაუდო საფუძველი. საქართველოში პირველი სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" გახლდათ. 1990 წელს საქართველოს მოქალაქე ხუთმა ფიზიკურმა პირმა დააარსა სადაზღვევო-სამედიცინო ფირმა "ალდაგი" - პირველი კერძო სადაზღვევო კომპანია საქართველოში, რომელიც 1992 წელს შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოდ გარდაიქმნა. ამბობენ, რომ მაშინ "ალდაგის" საქმიანობა მხოლოდ 500 დოლარით დაიწყო, მაგრამ შემდგომ  სადაზღვევო კომპანია მილიონების მფლობელი გახდა. ქართულ სადაზღვევო კომპანიებს შორის "ალდაგი" პირველი გავიდა საერთაშორისო სადაზღვევო ბაზარზე და 1992 წელს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა LLOYD’S-ის ბროკერ HARRIS&DIXON-თან. "ალდაგმა" პირველი გადაზღვევის ხელშეკრულება გააფორმა MUTUAID ASSISTANCE-თან, რის შედეგადაც 1992 წელს დაიწყო ახალი სადაზღვევო პროდუქტის - სამოგზაურო დაზღვევის განხორციელება. 1992 წელს "ალდაგმა" პირველი ფაკულტატური რისკი განათავსა ლონდონის სადაზღვევო ბაზარზე. 1996 წელს პირველი ავტომატური გადაზღვევის ხელშეკრულებები გაფორმდა მსოფლიოს უდიდეს გადამზღვევ კომპანია SWISS RE-სთან, ასევე - ტვირთის ავტომატური გადაზღვევის ხელშეკრულება LLOYD’S ის სინდიკატ N1028 DUMAS&OTHERS-თან.

    1999 წელს სადაზღვევო კომპანიები - "ალდაგი" და "ქართული დაზღვევა" გაერთიანდა. 2005 წელს ბანკმა "რესპუბლიკამ" ინვესტიცია განახორციელა "ალდაგში" და გახდა აქციათა 50%-ის მფლობელი. იმავდროულად, "ალდაგმა" სადაზღვევო კომპანია "სელბი" შეიძინა. 2006 წლის ბოლოს კი "ალდაგი" კონკურენტი კომპანიის "ბისიაი"-ს კუთვნილება გახდა.

    ცხრილი 1. სადაზღვევო ბაზრის განაწილება დაზღვევის სახეობების მიხედვით
         
    რაც შეეხება სადაზღვევო კომპანია "ბისიაი"-ს (ყოფილი "ბრიტანეთი კავკასია"), ის დაარსებულია 1998 წელს. 2004 წლამდე კომპანიის აქციებს ფლობდნენ სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები (10%-ს აშშ, 12%-ს დიდი ბრიტანეთი, 45%-ს რუსეთი, 33%-ს საქართველო). 2004 წლის ბოლოს "ბისიაი"-ს აქციების 100%-ის მფლობელი "საქართველოს ბანკი" გახდა. კომპანია წლების განმავლობაში სწრაფი ტემპით იზრდებოდა. თუ 1998 წელს მისი ბაზრის წილი 0,2% ს შეადგენდა, ხოლო 2005 წელს კომპანიის ბაზრის წილი 14,6%-მდე გაიზარდა (2005 წელს ქართული სადაზღვევო ბაზრის გადანაწილება ასეთი იყო: "ალდაგი" – 27,3%, "იმედი L" - 15,9%, "ბისიაი" - 14,6%, "ჯიპიაი" - 14,0%, "ირაო" - 6,6%, "ევროპეისი" - 5,5%, სხვები - 16,1%). "ალდაგის" შესყიდვის შემდეგ კი "ალდაგი ბისიაი" საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე აშკარა ლიდერია.

    2005 წლის ნოემბერში, "ბისიაი"-მ და "საქართველოს ბანკმა" სადაზღვევო კომპანია "ევროპეისის" აქციების იყიდეს: 80% "ბისიაი"-მ, ხოლო 20% - "საქართველოს ბანკმა". რვა წლის განმავლობაში კომპანიამ ჩამოაყალიბა თანამშრომლობა უმსხვილეს საერთაშორისო საბროკერო და გადამზღვევ ორგანიზაციებთან:  LLOYD’S, Marsh, AON, Heath Lambert Group, Willis, PWS, Hannover Re, AIG, Munich Re, Swiss Re, SCOR, Allianz, QBE, Fund America Re, Ingosstrakh.

    კონკურენციის ზრდამ სადაზღვევო კომპანიებს გაერთიანებისკენ უბიძგა

    შარშან დადებული გარიგების შესახებ სააქციო საზოგადოება "ალდაგი ბისიაის" გენერალურ დირექტორს თორნიკე გოგიჩაიშვილს ვესაუბრეთ. როგორც გოგიჩაიშვილი ამბობს, საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე დღეს საკმაოდ მაღალი კონკურენციაა და კონკურენციის მატებასთან ერთად სადაზღვევო კომპანიების მომგებიანობის მარჟა კლებულობს. სადაზღვევო ბაზარი ორ სექტორად: საცალო და კორპორატიულ სექტორად არის  დაყოფილი. ექსპერტების თქმით, კორპორატიული სექტორი და საცალო სექტორი განსხვავებული ტემპით ვითარდება. დღეს კორპორატიული სექტორი უფრო განვითარებულია და კონკურენციაც აქ უფრო მძაფრია. ამიტომ მომგებიანობის კოეფიციენტი საცალო სექტორში უფრო მაღალია ვიდრე კორპორატიულში.

    რაც შეეხება საცალო ბაზარზე გასვლას, "ალდაგი ბისიაი"-ში ამბობენ, რომ კომპანია "ბისიაი" იყო პირველი, ვინც საცალო ბაზარზე გავიდა პროგრამით "ჩემები". გაერთიანების შემდეგ კი "ჩემები" კვლავ გააგრძელებს საცალო ბაზარზე გაფართოებას.

    "ეს პროგრამა აერთიანებს 5 პროდუქტს. საცალო გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა და იმედი გვაქვს მთლიან პორტფელში საცალო გაყიდვები კორპორატიულ გაყიდვებს დაეწევა. ეს კი მომგებიანობას კიდევ უფრო გაზრდის", - ამბობს თორნიკე გოგიჩაიშვილი.

    საქართველოში საბანკო სექტორი სწრაფად ვითარდება და ბოლო წლების განმავლობაში ბანკების ზრდის კოეფიციენტი საკმაოდ მაღალია. ექსპერტთა თქმით, სადაზღვევო კომპანიები მოზიდული პრემიების მიხედვით და ახალი პროდუქტების დანერგვის კრიტერიუმებით საბანკო სექტორის ზრდის ტემპს ბევრად ჩამორჩება. თუმცა, როგორც "ალდაგი ბისიაის" გენერალური დირექტორი ამბობს, ახალი პროდუქტების დანერგვის მხრივ და მომსახურების ხარისხის მატებით, ასევე საკმაო ნახტომი გააკეთა სადაზღვევო სექტორმა. მიზეზად, თუ რატომ არის ზრდის ნაკლები ტემპი, იგი გარკვეულ საკანონმდებლო ხარვეზებს ასახელებს.

    ცხრილი 2. ათი წამყვანი სადაზღვევო კომპანიის წილი სადაზღვევო ბაზარზე
         
    "საქართველო არის ძალიან იშვიათი იმ ქვეყნებიდან, სადაც სავალდებულო დაზღვევა საერთოდ აღარ არსებობს. ევროპაში თითქმის ყველგან არის სავალდებულო დაზღვევა. ჩვენს მეზობლად, სომხეთშია მსგავსი მდგომარეობა, სადაც სავალდებულო დაზღვევა არ არის, მაგრამ როგორც ვიცი ახლა იქაც ღებულობენ კანონს ავტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე", - ამბობს გოგიჩაიშვილი.

    სადაზღვევო ბაზარზე გარკვეულ აქტიურობას და ჯანმრთელობის სადაზღვევო ბაზრის ზრდას სახელმწიფოს ინიციატივაც გამოიწვევს. გავრცელებული ინფორმაციით ჯანმრთელობის დაზღვევის მხრივ სახელმწიფო აპირებს სიღარიბის ზღვარს დაბლა მყოფ მოსახლეობას სამედიცინო დახმარება კერძო სადაზღვევო კომპანიების მეშვეობით გაუწიოს. ცნობილი გახდა, რომ სექტემბრისთვის დაგეგმილია იმერეთსა და თბილისში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფმა მოსახლეობამ სამედიცინო დახმარება სწორედ კერძო სადაზღვევო კომპანიების მეშვეობით მიიღოს.

    რაც შეეხება სადაზღვევო ბიზნესში კონკურენციას, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სადაზღვევო ბაზარზე კონკურენციამ იმდენად მოიმატა, ზოგჯერ საქმე დემპინგთანაც კი გვაქვს.

    "ფასები სადაზღვევო ბაზარზე წლიდან წლამდე იკლებს და დაზღვევის სახეობების მხრივ დღეს ეს ფასები უკვე პრობლემასაც კი წარმოადგენს. ძალიან ხშირ შემთხვევაში ფასები დემპინგურიც კი არის. ამ შემთხვევაში რეგულატორის მხრიდან ცოტა მკაცრი ქმედებებია საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებული მდგომარეობა ბაზარს გააფუჭებს", - ამბობენ სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაი"-ში.

    ჯანსაღი კონკურენციისთვის და ბაზრის სწორად განვითარებისთვის გარკვეული მოთხოვნების გათვალისწინებაა საჭირო. თორნიკე გოგიჩაიშვილის თქმით, დემპინგური ფასები რომ არ იყოს და კომპანიებმა ჯანსაღი ბიზნესი აწარმოონ, კომპანიებმა არსებული კანონმდებლობა მკაცრად უნდა დაიცვან.

    რატომ გაყიდეს "ალდაგი"?

    როგორც "ალდაგი ბისიაის" გენერალური დირექტორი თორნიკე გოგიჩაიშვილი ამბობს, ყველა ბიზნესის განვითარებაში ჩნდება მომენტი, როდესაც ბიზნესი ეძებს გასასვლელს საქმიანობიდან. მისი თქმით, სავარაუდოდ, ამიტომ გაყიდეს აქციონერებმა "ალდაგი" და მისი 100% "ბისიაიმ" შეიძინა, რომელიც თავის მხრივ 100 პროცენტით "საქართველოს ბანკის" საკუთრებაა. "საქართველოს ბანკი" კი დღევანდელი მდგომარეობით ყველა ასპექტში ლიდერია საქართველოს ბაზარზე. ამიტომ როგორც ყოფილი "ბისიაის" წარმომადგენლები ამბობენ, "საქართველოს ბანკი" დაინტერესებული იყო სადაზღვევო სფეროშიც ლიდერის პოზიცია დაეკავებინა.

    "ჩვენი ფინანსური ჯგუფი ზრდაზეა ორიენტირებული. "ალდაგის" შეძენა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო მომავალი გეგმების განსახორციელებლად. ცხადია, "ალდაგი" მომგებიანი ბიზნესი იყო, თორემ წყალწაღებულ ბიზნესს არ ვიყიდდით. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, პირველი კერძო სადაზღვევო კომპანია იყო საქართველოში და მისი ცნობადობაც ძალიან მაღალია, ასევე გამოცდილება და კადრების კვალიფიციურობა. ამ კომპანიის შესყიდვამ ჩვენ ძალიან ბევრი რამ შეგვმატა", - ამბობს "ალდაგი ბისიაის" გენერალური დირექტორი თორნიკე გოგიჩაიშვილი.

    საინტერესოა რა შეიცვლება ორი კომპანიის გაერთიანების შემდეგ მომხმარებლებისთვის. "ალდაგს" ბაზრის 20%-ზე მეტი ეკავა. "ბისიაი"-ს პროგრამა "ჩემები" საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარზე ლიდერის პოზიცია დაიკავა. ამიტომ, არსებობს ვერსია, რომ შესაძლოა მომხმარებლისთვის უკეთესი ყოფილიყო "ბისიაი"-ს მიერ "ალდაგის" შეძენის შემდეგ ეს ორი ბრენდი ბაზარზე ცალ-ცალკე დარჩენილიყო: მომხმარებელს არჩევანი უფრო მეტ კომპანიას შორის ექნებოდა გასაკეთებელი და ბაზარიც უფრო დივერსიფიცირებული იქნებოდა. თუმცა ამ მოსაზრებას თორნიკე გოგიჩაიშვილი არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ორი ბრენდის გაერთიანება გაცილებით ხელსაყრელია თვითონ მფლობელისთვისაც და მომხმარებლისთვისაც.

    "გაერთიანების შემდეგ არცერთი ბრენდი არ დაგვიკარგავს. რადგან "ალდაგის" შეძენის შემდეგ სახელწოდებაა "ალდაგი ბისიაი". ჰიპოთეტურად შეიძლება სადაზღვევო ბაზრის უფრო დივერსიფიკაცია მომხდარიყო, ცალ-ცალკე რომ ყოფილიყო ეს ორი კომპანია, თუმცა ჩვენ "ალდაგი" სწორედ იმიტომ ვიყიდეთ, გაერთიანებული ბრენდით რომ ვყოფილიყავით ბაზარზე. მოგეხსენებათ, ცალ-ცალკე რომ ყოფილიყო, კომპანიას ორმაგი მენეჯმენტი, ორი შენობა და ორჯერ მეტი ხარჯი დასჭირდებოდა. ორმაგი ხარჯები კი ისევ მოგების შემცირებასთან არის დაკავშირებული", - ამბობენ "ალდაგი ბისიაი"-ში.

    "გაერთიანებით ჩვენ ბაზრის წილი ნამდვილად არ დაგვიკარგავს, ამის დასტური ბოლო მონაცემებიც არის. პირველი კვარტლის შემდეგ "ალდაგი ბისიაი" კვლავ პირველ ადგილზეა, 3,5 მილიონით უსწრებს ჩვენს შემდგომ კონკურენტ კომპანიას და კვლავ ბაზრის 41%-ს აკონტროლებს. ასე რომ გაერთიანება აბსოლუტურად გამართლებულია, რადგან ჩვენ იგივე ბაზრის წილი გვაქვს, რაც გაერთიანებამდე იყო. ამავე დროს დავზოგეთ თანხები, რაც უკავშირდება კადრების შენახვას, გადაზღვევას, ხარჯებს", - ამბობს თორნიკე გოგიჩაიშვილი.

    ცხრილი 3, 4. ათი წამყვანი სადაზღვევო კომპანიის მაჩვენებლები გადაზღვევაში და ანაზღაურებულ ზარალში
         
    რაც შეეხება მომხმარებლის ინტერესებს, გოგიჩაიშვილის თქმით, გაერთიანების შედეგად, ფინანსურად გაცილებით უფრო დიდი ორგანიზაცია შეიქმნა და მეტი რესურსია როგორც ადამიანური, ასევე ფინანსური, რაც მოსახურების ხარისხზე აისახება. ჯანმრთელობის დაზღვევაში "ბისიაი" იყო წამყვანი და დღეს რჩება წამყვან პოზიციებზე. კომპანიას აქვს საკუთარი კლინიკა თბილისში და აპირებენ კიდევ ერთი კლინიკის გახსნას თბილისში, ასევე. აჭარაშიც კლინიკის გახსნას.

    2007 წლის პირველი კვარტლის მონაცემების მიხედვით "ალდაგი ბისიაი" მართლაც ერთპიროვნული ლიდერია ყველა პარამეტრის მიხედვით. მის მიერ ერთ კვარტალში მოზიდული ჯამური პრემია 8 850 411 ლარია. შედარებისთვის, მეორე ადგილზე მყოფი "საპენსიო და სადაზღვევო ჰოლდინგის" მოზიდული ჯამური პრემია 5 610 908 ლარს შეადგენს.

    მიუხედავად ასეთი წარმატებისა, დასკვნების გაკეთებისთვის ერთი კვარტალი საკმაოდ მცირე დროა იმისათვის, რომ შევაფასოთ, მოიგეს თუ არა ამ გაერთიანებით "ალდაგი ბისიაიმ" და სადაზღვევო პროდუქტების მომხმარებლებმა. ამისათვის ალბად, ერთი-ორი წელი მაინც არის საჭირო.

    მიუხედავად "ალდაგი ბისიაის" ხელმძღვანელობის საფუძვლიანი არგუმენტაციისა, გაერთიანების ნაცვლად ორ კომპანიად ანუ ორ ბრენდად დარჩენასაც ალბათ თავისი უპირატესობები ექნებოდა (მაგალითად, სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობისას ტაქტიკისათვის ან ბაზრის სეგმენტირებისათვის), ხოლო მომხმარებლები კი ერთით მეტი სადაზღვევო კომპანიის პროდუქტებიდან გააკეთებდნენ თავიანთ არჩევანს.
     

    რამდენიმე სადაზღვევო კომპანიის დაარსების მოკლე ისტორია

    სადაზღვევო კომპანიები

    სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი

    “ალდაგი” პირველი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოს ბაზარზე, რომელიც დაარსდა 1990 წელს და მას შემდეგ ლიდერის პოზიციაზეა. 2006 წლის ბოლოს “ალდაგი”-ს აქციების 100% სადაზღვევო კომპანია “ბისიაი”-მ შეიძინა. “ბისიაი” 1998 წელს დაარსდა. ის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია გახლდათ, რომლის აქციების 100%-ის მფლობელი საქართველოს ბანკია.
    2005 წელს ორივე კომპანიამ მნიშვნელოვანი შესყიდვა განახორციელა: “ალდაგი”-მ შეიძინა სადაზღვევო კომპანია “სელბი”, ხოლო “ბისიაი”-მ – “ევროპეისი”.
    2007 წელს ორი კომპანია გაერთიანდა და ბაზარზე ყველაზე მსხვილი კომპანია გაჩნდა.
    ალდაგი ბისიაი 80-მდე ტიპის დაზღვევას სთავაზობს როგორც ინდივიდუალურ, ასევე კორპორატიულ მომხმარებელს. ალდაგი ბისიაიში შესაძლებელია ქონების, ჯანმრთელობის, ავტოტრანსპორტის, ტვირთების, პასუხისმგებლობის, სიცოცხლის, უბედური შემთხვევების, დამქირავებლის პასუხიმგებლობის, მანქანა-დანადგარების, საავიაციო და საწყალოსნო რისკების დაზღვევა.
    სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი პირველი იყო ქართულ სადაზღვევო ბაზარზე, რომელმაც ინდივიდუალური სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვა დაიწყო. 2006 წლიდან ნებისმიერ კერძო პირს საშუალება აქვს შეიძინოს ავტოდაზღვევა, სამედიცინო დაზღვევა, სამოგზაურო დაზღვევა, ქონების დაზღვევა, სიცოცხლის დაზღვევა, საპენსიო დაზღვევა.
    სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაის მუშაობის ძირითად პრინციპებს წარმოადგენს:
    • მაღალი ხარისხის სადაზღვევო მომსახურება
    • მოქნილი, ინდივიდზე მორგებული პროდუქტები
    • მარტივი პროცედურები
    • მოქნილი სატარიფო პოლიტიკა
    • სადაზღვევო შემთხვევის ეფექტური დარეგულირება

    სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი

    ჯიპიაი ჰოლდინგი დაარსდა 2001 წელის 8 მაისს, როგორც პირველი კერძო საპენსიო ფონდი საქართველოში. თავიდანვე ნათელი გახდა, რომ უახლოეს პერიოდში ჯიპიაი ჰოლდინგი ერთადერთი კომპანია იქნებოდა საქართველოს სადაზღვევო სივრცეში, რომლის პრიორიტეტი ქვეყანაში მოქმედი საწარმოების თანამშრომელთა სოციალური დაცვის ხელშეწყობა იქნებოდა. ორგანიზაციის დამფუძნებელთა შორის წარმოდგენილნი არიან ,,თიბისი ბანკი” – ქვეყნის წამყვანი ბანკი და TBIH ჯგუფი – აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი საფინანსო კომპანია, რომელიც ფლობს და მართავს სადაზღვევო და საპენსიო კომპანიებს ბულგარეთში, რუმინეთში, ხორვატიაში, სლოვენიაში, სერბეთსიში, უკრაინასა და რუსეთში.,ჯიპიაი ჰოლდინგი საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე აქტიურად შევიდა 2002 წლის დასაწყისიდან და საქმიანობის პირველსავე წელს მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია დაზღვევის სხვადასხვა სფეროში.

    სადაზღვევო კომპანია ირაო


    დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ”ირაო” საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი და სწრაფად განვითარებადი ორგანიზაციაა, რომელსაც ჰყავს სადაზღვევო საქმიანობაში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მენეჯმენტი.
    კომპანიის მუშაობის ძირითადი პრინციპებია მომხმარებელთა მოთხოვნების მაქსიმალურად დაკმაყოფილება და ბიზნესის გრძელვადიანი ხედვა. სწორედ საქმისადმი ასეთმა მიდგომამ განაპირობა დროის მოკლე პერიოდში ”ირაოს” მნიშვნელოვანი წარმატება.
    დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ”ირაო” გთავაზობთ მაღალი ხარისხის მომსახურებას ადგილობრივ ბაზარზე არსებულ დაზღვევის ყველა სახეობაში.
    2007 წლის იანვრიდან დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ”ირაოს” სრულუფლებიან დამფუძნებელს და პარტნიორს წარმოადგენს Vienna Insurance Group (ვენის სადაზღვევო ჯგუფი), რომელსაც გააჩნია ფართო საფინანსო ქსელი დსთ–ს და ევროპის ქვეყნებში.თავის მხრივ Vienna Insurance Group–ი ევროპის ეკონომიკური საბჭოს წევრ ქვეყნებში სადაზღვევო საქმიანობაში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ინვესტორს წარმოადგენს.ამავე დროს მოგახსენებთ, რომ დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ”ირაო”საქართველოს ტერიტორიაზე წარმოადგენს AIOC-ს, ბაქო-თბილისი-ჯეიხანის (BTC), სამხრეთ კავკასიის (SCP) მილსადენის ექსკლუზიურ მზღვეველს.

    სადაზღვევო კომპანია იმედი L




    სს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია “იმედი ელი” დაარსდა 1995 წელს.1996–1997 წლებში “იმედი ელი” აქტიურად იღებდა მონაწილეობას საქართველოში დაზღვევის შესახებ კანონის პირველი საკანონმდებლო ბაზის შემუშავებაში. ასევე, “იმედი ელი” არის საქართველოში პირველი სადაზღვევო ასოციაციის დამფუძნებელი.1998 წლიდან კომპანიის აქციონერს წარმოადგენდა გერმანიის ერთერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტი “ESG Re (European Specialty Group Reinsurance)”, რამაც განაპირობა “იმედი ელის” ყველაზე მაღალი კაპიტალიზაციის დონე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე.ამ პერიოდიდან კომპანიამ შექმნა ძლიერი გუნდი, დაამყარა ბიზნეს ურთიერთობები მსოფლიოს წამყვან გადამზღვევ კომპანიებთან, საფუძველი ჩაუყარა “იმედი ელის” რეგიონალური ფილიალების ფართო ქსელს, შეიძინა პირველი უმსხვილესი კლიენტები.2003 წლიდან კომპანიის დაზღვეულებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ექსკლუზიურად ემსახურება უმსხვილესი საერთაშორისო სამედიცინო ასისტანსი “International SOSTM.”
    2004 წლიდან “იმედი ელის” ყოველწლიური აუდიტორული შემოწმება ხორციელდება საერთაშორისო აუდიტორული კომპანია “BDO”-ს მიერ.
    2005 წლიდან დღემდე “იმედი ელი” საქართველოში მოქმედი ერთადერთი სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც სერტიფიცირებულია “Moody International”-ის მიერ და ფლობს ISO 9001:2008 საერთაშორისო სერთიფიკატს.2006 წლიდან დაიწყო კომპანიის სტრუქტურული და საკადრო ოპტიმიზაცია, რამაც საფუძველი ჩაუყარა “იმედი ელის” შემდგომ წარმატებულ სვლას.
    2007 წელს “იმედი ელის” აქციათა მნიშვნელოვანი პაკეტი შეიძინა მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა საფინანსო ინსტიტუტმა – “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა” (EBRD), რამაც კომპანიის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის სტატუსი განაპირობა.
    დღეისათვის “იმედი ელი” გვევლინება დაზღვევის უნივერსალურ კომპანიად, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ოპერირებს სათაო ოფისისა და 10 რეგიონალური ფილიალის მეშვეობით. მსხვილ კაპიტალიზაციაზე დამყარებული ფინანსური სიძლიერე, მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები მსოფლიოს წამყვან გადამზღვევ კომპანიებთან და თანამშრომელთა მაღალი პროფესიონალიზმი უზრუნველყოფს კომპანიის კლიენტთა მაქსიმალურ სადაზღვევო დაცვას.

    სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფი

    აი სი ჯგუფი  2005 წ ლის 10 ნოემბერს დაფუძნდა და მას შემდეგ წარმატებით მოღვაწეობს სადაზღვევო ბაზარზე. მიუხედავად ხანმოკლე ისტორიისა, კომპანიამ წარმატებით შეძლო ქართული სადაზღვევო ბაზრის ლიდერთა შორის ღირსეული ადგილის დამკვიდრება.
    აი სი ჯგუფი ემსახურება როგორც ფიზიკურ, ასევე საშუალო და მსხვილი მოცულობი ს იურიდიულ პირებს. კომპანიის მომხმარებლებს წარმოადგენენ უმსხვილესი კომერციული ორგანიზაციები, სახელმწიფო სტრუქტურები, საერთაშორისო ორგანიზაციები, საელჩოები, საბანკო-საფინანსო სტრუქტურები, კვებისა და მსხვილი მრეწველობის, უცხოური იმპორტიორების წარმომადგენლობები, გადამზიდველი კომპანიები და სხვა.
    2009 წლის 5 მაისს აი სი ჯგუფის მიერ შეძენილ იქნა სახალხო დაზღვევის აქციების 100%-იანი წილი, ხოლო კომპანიათა შერწყმის პროცესი იმავე წლის 15 სექტემბერს დასრულდა. აღნიშნული გაერთიანებით აი სი ჯგუფმა შეძლო გაეორმაგებინა არსებული პორტფელი და რაც მთავარია გაეზარდა კომპანიის სამოქმედო არეალი. დღევანდელი მდგომარეობით აი სი ჯგუფის წარმომადგენლები და სააგენტო ქსელი  ფაქტიურად მთელი საქართველოს მასშტაბით  ოპერირებენ.
    აი სი ჯგუფი აქტიურად არის ჩართული სახელმწიფოს მიერ ინიცირებულ პროგრამებში, ასევე მონაწილეობს ჰოსპიტალური სექტორის განვითარების  პროექტში.
    2010 წლის ბოლოს სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფმა თბილისის ცენტრში შეიძინა ახალი შენობა, რომელშიც სათაო ოფისთან ერთად მომხმარებელთა მომსახურების ცენტრიც განთავსდება.

    სადაზღვევო კომპანია ვესტი

    სადაზღვევო კომპანია ვესტი დაარსდა 2004 წლის თებერვალში. კომპანიის დამფუძნებლები გახლავთ სადაზღვევო სფეროში დიდი გამოცდილების მქონე პროფესიონალები, რომლებიც ძალა და ღონეს არ იშურებენ საკუთარი კომპანიის წინსვლისთვის. უკანასკნელი წლების განმავლობაში კომპანიამ განიცადა ზრდის დიდი ტემპი, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ვესტის თითოეული თანამშრომელი დიდი, ერთიანი გუნდის საპატიო წევრია, რომელებიც იღწვიან ერთიანი მიზნისთვის.კომპანიის დაარსების დღიდან ვესტი-ს კოლექტივი იღწვის წინსვლისთვის და საზოგადოებაში დაზღვევის კულტურის ჩამოყალიბებისთვის. ჩვენ ვცდილობთ ჩვენს კლიენტებს შევუქმნას ყველანაირი კომფორტი, რათა მოსახლეობაში მოვიპოვოთ ნდობა, რაც დღესდღეობით საქართველოს ბაზარზე არც ისე ადვილია. სადაზღვევო კომპანია ვესტი მყარი და თამამი ნაბიჯებით იმტკიცებს ადგილს საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე და უწევს კონკურენციას სხვა მსხვილ კომპანიებს. ჩვენი პროფესია თქვენზე ზრუნვაა, გვსურს იყოთ მშვიდად და დაზღვეული მრავალი რისკისგან.შპს “სადაზღვევო კომპანია ვესტი” ქალაქ სენაკში აშენებს მრავალპროფილურ საავადმყოფოს,რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით. საავადმყოფო ექსპლუატაციაში შევა 2011 წლის 30 ნოემბერს

    სადაზღვევო კომპანია პარტნიორი

    სადაზღვევო კომპანია “პარტნიორი” დაფუძნდა 2007 წლის ოქტომბერში. ამჟამად საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე ერთ-ერთი სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელმაც უმოკლეს ვადაში შექმნა სოლიდური და დივერსიფიცირებული პორტფელი დაზღვევის შემდეგ სახეობებში.
    სადაზღვევო კომპანია “პარტნიორის” დამფუძნებელია “მენეჯმენტ-კონსალტინგი,” რომელიც შედის საქართველოში მოქმედ უმსხვილეს ფინანსურ ჯგუფში და ახორციელებს მრავალმილიონიან პროექტებს ენერგეტიკის, უძრავი ქონების, სოფლის მეურნეობის, მშენებლობისა და ტრანსპორტირების სფეროებში.
    სადაზღვევო კომპანია “პარტნიორი” დაკომპლექტებულია გამოცდილი, მაღალკვალიფიციური, მოტივირებული კადრებით. კომპანია თანამშრომლობს უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან, იღებს მათგან კონსულტაციებს და იზიარებს ევროპულ გამოცდილებას დაზღვევის სფეროში. ყოველივე ეს ხელს უწყობს კომპანიის სწრაფ განვითარებას და წარმატებას.

    არქიმედეს გლობალ ჯორჯია

    სს “არქიმედეს გლობალ ჯორჯიამ” მხოლოდ 2007 წლის დეკემბრიდან დაიწყო ფუნქციონირება, თუმცა იგი დაკომპლექტებულია კადრებით, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ როგორც საქართველოში, ასევე ევროპისა და ამერიკის სადაზღვევო კომპანიების მართვაში. სს “არქიმედეს გლობალ ჯორჯია” წარმოადგენს კომპანიას, რომლის ოპერირების ძირითადი სფერო ჯამრთელობის დაზღვევის მომსახურებაა.  კომპანიის დამფუძნებელი და სრული პაკეტის მფლობელი არის ებრაული კომპანია – „არქიმედეს გლობალი“, რომელიც არის ლიდერი ებრაულ ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარზე და ისრაელის 7 მილიონიანი მოსახლეობის 60%-იან პორტფელს მართავს, რაც 4 მილიონ ადამიანს შეადგენს. სწორედ ამ გამოცდილების და ცოდნის გაზიარებით ჩვენ ვგეგმავთ, რომ ქართულ მოსახლეობას შევთავაზოთ ევროპული ხარისხის პროდუქტი და მომსახურება. ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა შევთავაზოთ ჩვენს დაზღვეულებს მკურნალობა მსოფლიოში უნიკალური ტექნოლოგიებით ცნობილ და პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებულ ებრაულ სამედიცინო დაწესებულებებში.
    2010 წლის დასაწყისიდან კომპანიის დაზღვეულთა სიას შეემატა შემდეგი კომპანიები: სამორინე „გრანდ საქართველო“, პარფიუმერიული კომპანია „ისიპარი“, „ცეკური“, „დოკი“, ხორცპროდუქტების კომპანია „ნიკორა“, საქართველოს ფოსტა.
    კომპანიის არსებობის პერიოდში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა 2010 წელს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ქალაქებში წნორში და ლაგოდეხში 25 და 20 საწოლზე გათვალისწინებული საავადმყოფოების მშენებლობა.