Saturday, April 16, 2011

ცვლილებები 2010 წელს

                           სადაზღვევო ბაზარზე ახალი მოთამაშე შევიდა
    შპს "უნისონმა" არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზია საქართველოს ეროვნული ბანკისგან 2010 წლის 7 თებერვალს მიიღო.როგორც "უნისონის" გენერალურმა დირექტორმა მიხეილ კაკულიამ განაცხადა,კომპანია ბაზარზე აქტიურ ოპერირებას ერთ თვეში დაიწყებს.
    "უნისონის" დამფუძნებელი "აბსოლუტ ჰოლდინგია".
    მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად,სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისთვის ლიცენზიის მაძიებელი კომპანიის შევსებული კაპიტალის მინიმალური ოდენობა არასიცოცხლის დაზღვევაზე 1 მლნ ლარია(სიცოცხლის დაზღვევაზე 1,5 მლნ ლარი).
    სადაზღვევეო ბაზარზე "უნისონის"შესვლამდე 16 კომპანია ოპერირებდა.საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით 2010 წლის პირველ ნახევარში კომპანიებმა 222,66 მლნ ლარის სადაზღვევო პრემია მიიზიდეს.კომპანიების მიერ ანაზღაურებულმა ზარალებმა ამ პერიოდში 91,842 მლნ ლარი შეადგინა.

        სადაზღვევო ინდუსტრიის შემოსავლის ძირითადი წყარო ჯანმრთელობის დაზღვევაა
    სადაზღვევო ბაზარზე დაზღვევის 18 სახეობას შორის,2010 წლის იანვარ-სექტემბერში სამედიცინო დაზღვევა ლიდერობს.
    საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით,სამედიცინო დაზღვევის პოლისების გაყიდვით მიზიდული ჯამური პრემია ამ პერიოდში 216,776,211 ლარს გაუტოლდა,რაც მთლიანი ბაზრის 71,06%-ია.აღნიშნულ სექტორში  მიზიდულმა ჯამურმა პრემიამ 2009 წლის ოთხივე კვარტალში 247,255,530 ლარი შეადგინა.
     მეორე ადგილზე 8,53%-ით ქონების დაზღვევაა.ამ სფეროში სადაზღვევო კომპანიებმა 26,027,372 ლარი მიიზიდეს, 2009 წელს-29,618,711 ლარი.
     მესამე ადგილზე 6,96%-ით სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევაა,სადაც მიზიდულმა პრემიამ 21,232,089 ლარი შეადგინა, 2009 წელს-27,536,402 ლარი.

სადაზღვევო კომპანიების რეიტინგი 2010 წლის სამ კვარტალში მიზიდული პრემიის მიხედვით
   სადაზღვევო ბაზარზე მოქმედმა 16-მა სადაზღვევო კომპანიამ 2010 წლის იანვარ-სექტემბერში 305,076 მლნ ლარის ჯამური სადაზღვევო პრემია მიიზიდა.
    მიზიდული პრემიის მაჩვენებლის მიხედვით,სადაზღვევო ბაზრის ლიდერი 2010 წლის 1-ლი ოქტომბრის მონაცემებით,კომპანია "იმედი L ინტერნატიონალია",რომელმაც ამ პერიოდში 71,874 მლნ ლარის სადაზღვევო პრემია მიიზიდა,შესაბამისად,კომპანია ბაზრის 23,5%-იან წილს აკონტროლებს.
   მეორე ადგილზე "ალდაგი ბი-სი-აია",რომლის საბაზრო წილი 17,01%-ია.კომპანიამ ამ პერიოდში 52,040 მლნ ლარის სადაზღვევო პრემია მიიღო.
    მესამე ადგილზე კი 42,533 მლნ ლარის სადაზღვევო პრემიით "ჯი-პი-აი ჰოლდინგს" ერგო.კომპანიის წილი ბაზარზე 2010 წლის სამი კვერტლის მონაცემებით 13,91%-ია.


  სადაზღვევო კომპანია მოზიდული პრემია წილი ბაზარზე
1 იმედი 71 874 034 23,50%
2 ალდაგი ბი-სი-აი 52 040 591 17,01%
3 ჯი-პი-აი ჰოლდინგი 42 533 750 13,91%
4 ირაო 35 208 336 11,51%
5 აისი ჯგუფი 30 697 579 10,03%
6 ალფა 28 691 003 9,38%
7 ვესტი 13 477 785 4,40%
8 ქართუ 10 474 275 3,42%
9 არქიმედეს გლობალ ჯორჯია 7 905 727 2,85%
10 პარტნიორი 4 520 934 1,47%
11 ტაო 2 765 192 0.90%
12 მობიუსი 1 957 155 0.64%
13 სტანდარტ დაზღვევა საქართველო 1 910 564 0,64%
14 ჩარტის ევროპა-საქართველოს ფილიალი 778 432 0,25%
15 არდი ჯგუფი 240 737 0,07%
16 პსპ სამედიცინო დაზღვევა 0 0%
  სულ 305 766 094 100%

1 comment:

  1. ბანკები და ფინანსები,2011,23თებერვალი-3მარტი,ნომ.5,გვ.10

    ReplyDelete