Thursday, April 14, 2011

რა დაგიჯდებათ ჯანმრთელობის დაზღვევა?!რა მომსახურებას გვთავაზობენ რეალურად სადაზღვევო კომპანიები

     მკურნალობასა და მედიკამენტებზე ფასის გაორმაგებამ გამოიწვია ჯანმრთელობის დაზღვევის ფასის გაზრდა.
     მაღალი ფასის მიუხედავად,ყველაზე მოთხოვნადი მაინც ჯანმრთელობის დაზღვევაა.საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი 13 სადაზღვევო კომპანიის მიერ 2008წლის 6 თვეში მიზიდულმა ჯამურმა პრემიუმ 132.765 მლნ. ლარი შეადგინა,საიდანაც 78.407 მლნ. ლარი სწორედ ჯანმრთელობის დაზღვევაზე მოდის.
ჯანმრთელობის დაზღვევას გვთავაზობენ შემდეგი კომპანიები:”ალდაგი ბი-სი-აი”,”Imedi L International",ჯი-პი-აი ჰოლდინგი”.
      დაზღვევის კორპორატიული პროგრამა მუშაობს ”ირაოსა” და ”არქიმედე გლობალ ჯორჯიაში”.
     ”ალდაგი ბი-სი-აი”-ს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტში 7 სახის სადაზღვევო პროდუქტი აქვს:უნივერსალი,ახალშობილთა დაზღვევა,სიცოცზლის დაზღვევა და სხვა.ჯანმრთელობის დაზღვევა ასაკის მიხედვით ხდება.ასაკის მატებასთან ერთად დაზღვეულის მიერ გადასახდელი თანხაც იზრდება.ჯანმრთელობის დაზღვევა 60 წლის შემდეგ აღარ არის შესაძლებელი.
     სადაზღვევო კომპანია Imedi L International 5 პროგრამას გვთავაზობს:სტანდარტი,ვერცხლი,ოქრო,პლატინა და ბრილიანტი.სადაზღვევო ლიმიტი პროგრამების მიხედვით 3000-დან 100000 ლარამდე მერყეობს.გადასახადი ასაკის მიხედვით განისაზღვრება და 8 ლარიდან 348 ლარამდე მერყეობს.მაგალითად,14-დან 18 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის 8 ლარიდან 52 ლარამდე ღირს,ხოლო 60-დან 64 წლამდე მოქალაქეებისთვის 41 ლარიდან 268 ლარამდე.
   "სტანდარტ" პაკეტი,რომელიც ყველაზე იაფი ღირს ითვალისწინებს:საინფორმაციო-საკონსულტაციო,პირადი ექიმის მომსახურება,გამოკვლევები და ქირურგიული მკურნალობა.ხოლო "ბრილიანტ" პაკეტით ამ ყველაფერთან ერთად შესაძლებელია სტომატოლოგიური,მშობიარობის,ლაბორატორიული გამოკვლევების ,მედიკამენტების ანაზღაურება და სხვა.ეს პაკეტი ძვირია 52-დან 348 ლარამდე.ფასი ასაკის მიხედვითაა დიფერენცირებული.
     Imedi L ჯანმრთელობის დაზღვევის სამოგზაურო პაკეტსაც გვთავაზობს.იგი 50 000 ევროს ლიმიტს მოიცავს.პაკეტ "პლატინით" შესაძლებელია 3 კვირით მიიღოთ სამოგზაურო დაზღვევა.მისი ფასი ასაკის მიხედვით 36-დან 241 ლარია,ხოლო პაკეტ "ბრილიანტით" შესაძლებელია 1 თვით მიღება,რომლის ფასი 52-დან 348 ლარამდეა.
    "ირაომ"დანერგა კორპორატიული დაზღვევა.ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისებში დიაგნოზის დადასტურების და დამატებითი სადიაგნოსტიკო მომსახურების მიზნით,მომხმარებელს საშუალებას აძლევს კონსულტაციები ევროპისა და ისრაელის კლინიკებში ჩაიტაროს.პაკეტის ღირებულება 55-60 ლარია.
    Gold პაკეტის მომხმარებლისთვის ყველა სამედიცინო მომსახურება ულიმიტოა და სამედიცინო ხარჯები სრულიად იფარება.
     ჯანმრთელობის დაზღვევის ინდივიდუალურ პროგრამას გვთავაზობს "ჯი-პი-აი ჰოლდინგი".აქ სადაზღვევო პაკეტები 10,15 და 25 ლარის ფარგლებში მერყეობს.მომსახურებაც პაკეტის ღირებულებიდან გამომდინარე განისაზღვრება.25 ლარიანი პაკეტი სტომატოლოგიურ მომსახურებას გვთავაზობს.

2 comments:

  1. სადაზღვევო ბაზარი ქართულ რეალობაში ძნელად,მაგრამ მაინც ვითარდება.ბაზრის განვითარებასთან ერთად იზრდება პრეტენზიები მომხმარებლის მხრიდან,თუმცა,არის შემთხვევები როცა მომხმარებლებს სადაზღვევო კომპანიები უჩივიან.სადაზღვევო კულტურის დაბალი დონე ბევრი ფაქტორითაა გამოწვეული.ადამიანისთვის უპირველესი ჯანმრთელობის დაზღვევით,რომელიც ყველაზე მაღალი მოთხოვნით სარგებლობს საქართველოში,უმეტესად კორპორატიული კლიენტები სარგებლობენ,რაც იმაზე მიუთითებს,რომ მოსახლეობის ფართო მასისთვის იგი ხელმიუწვდომელია.და ეს იმ დროს,როცა ქვეყანაში ფასები მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე სულ უფრო იზრდება.

    ReplyDelete
  2. კვირის ქრონიკა,2009,26-1 თებერვალი,ნომ.4,გვ.5

    ReplyDelete